აშშ–ის ხელისუფლება არ აპირებს, უარი თქვას გუანტანამოს სამხედრო ციხეში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მოთავსების პრაქტიკაზე. როგორც რია–ნოვოსტი იუწყება, ამის თაობაზე ამერიკის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილე ედ კელაჰანმა განაცხადა.
“ჩემთვის ცნობილი არ არის, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს გუანტანამოს ციხის გამოყენების პოლიტიკაში”, _ უთხრა კელაჰანმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ აშშ კვლავაც განაგრძობს ტერორისტების დაჭერას “ყველგან, სადაც შესაძლებელია”.
2017 წლის დეკემბერში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ნილს მელცერმა განაცხადა, რომ გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამება გრძელდება, ხოლო ძალადობის ადრინდელ შემთხვევებს არავინ იძიებს.
2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას გუანტანამოს ციხის დახურვის თაობაზე, მაგრამ მისი გადაწყვეტილება არ შეუსრულებიათ.