Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში ამხილეს მრავალცოლიანი მოძალადეების სექტა

აშშ-ში ამხილეს მრავალცოლიანი მოძალადეების სექტა

960
სემ შეფერი

აშშის იუტას შტატის საოლქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მრავალცოლიანების სექტის ლიდერს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით.

სემ შეფერი აღიარებულია ბავშვის გაუპატიურების ერთ ეპიზოდში. “თქვენ სასჯელი დაგეკისრათ არა თქვენი რელიგიური მრწამსის გამო, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის”, _ განუცხადა მოსამართლე მეთიუ ბელმა გარყვნილ შეფერს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შეფერმა, “კრისტალური მახვილის რაინდების” კლანის “ნათელმხილველმა”, თავის მეწყვილე ჯონ კოლტჰარპთან ერთად, გაიტაცა საკუთარი შვილები – გოგონები. მამაკაცებმა გამოძიებას განუმარტეს, რომ შეფერი დანიშნულია კოლტჰარპის 8 წლის გოგონაზე, კოლტჰარპი კი დაქორწინებულია შეფერის 7 წლის გოგონაზე.

ბრალდებულის სიტყვით, მას გოგონასთან  სექსუალური ურთიერთობა კი არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ სულიერი კავშირი. “მე მას ვუთხარი: _ მიპოვე, როცა გაიზრდები”, მან კი მიპასუხა: _ მე შენ მიყვარხარ”. და თვალცრემლიანმა პედოფილმა დასძინა, რომ მზად არის, ამ ბავშვს თუ დასჭირდება, მისთვის ჯვარს ეცვას.

პოლიციამ ოთხი ბავშვი, მათ შორის დაზარალებული გოგონები, 2017 წელს ქალაქ სიდარ-სიტის მახლობლად იპოვა. მათგან ორი ბორბლებიან სახლში იყო, ორი კი წყლის ცარიელ კასრებში იმალებოდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ისინი უეჭველად დაიღუპებოდნენ, რადგან წლის ამ დროს ტემპერატურა ნულს ქვემოთ ვარდება.

გამოძიებას მიიჩნია, რომ “კრისტალური მახვილის რაინდები”, რომლებიც სამყაროს დასასრულს უახლოეს მომავალში  ქადაგებენ, აღიარებენ მრავალცოლიანობასა და მცირეწლოვან გოგონებზე დაქორწინებას, მხოლოდ საფარია პედოფილებისთვის და რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here