Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ს უკვე აზერბაიჯანიც უპირისპირდება

აშშ-ს უკვე აზერბაიჯანიც უპირისპირდება

25 სექტემბერს პუტინი ბაქოში ვიზიტით ჩადის

25 სექტემბერს პუტინი ბაქოში ვიზიტით ჩადის

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰიკმათ გაჯიევმა ბაქოში აშშ-ის საქმეებში დროებით რწმუნებულს, უილიამ გილს, საპტოტესტო ნოტა გადასცა. ამის თაობაზე წერს Pars Today.

დემარშის საბაბი შეიქნა ამერიკის მოქალაქე დენ ბილზერიანის უკანონო შესვლა ყარაბაღის ანკლავში და თავდასხმები აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამერიკელ დიპლომატს განუცხადა: “კამერის წინ უზრდელური განცხადებები ამ ინდივიდისა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ლახავს აზერბაიჯანელი ხალხის ღირსებას და ეწინააღმდეგება მორალურ ფასეულობებსა და  აშშ-ისა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას. აზერბაიჯანული მხარე ელოდება, რომ აშშ-ის მთავრობა სერიოზულად მოეკიდება აზერბაიჯანის ნაციონალური კანონების, უფლებებისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”, _ დასძინა გაჯიევმა.

აზერბაიჯანმა დენ ბილზერიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

შეგახსენებთ: გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, სომხეთის პრემიერ ნუილ ფაშინიანთან ერთად, 24 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, პასუხისმგებლობა დააკისროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 25 სექტემბერს აზერბაიჯანს ეწვევა.

“აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი 25 სექტემბერს ბაქოში გამართავენ შეხვედრას, რომელზეც დაიხვეწება ის საკითხები, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ 1 სექტემბერს სოჭში გამართულ შეხვედრაზე”, _ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here