Home ახალი ამბები აშშ-ს სანქციების სიაში ახალი რუსული კომპანიები და ორგანიზაციები შეჰყავს

აშშ-ს სანქციების სიაში ახალი რუსული კომპანიები და ორგანიზაციები შეჰყავს

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს სანქციების სიაში შესაყვანად რუსული კომპანიებისა და ორგანიზაციების სია გადაუგზავნა.

 ამერიკის მთავარი დიპლომატის რექს ტილერსონის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში მოხვედრილი კომპანიებისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ მას კონგრესი მხარს დაუჭერს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სიაში მოხვდნენ რუსეთის გამოძიების ფედერალური ბიურო, დაზვერვის დეპარტამენტი, გენერალური გენშტაბი და სხვ.

რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების განსაზღვრაზე მუშაობა, რომლებზეც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სანქციები უნდა გავრცელდეს, პირველ ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პროცესი შეფერხდა.

„ეს ძალიან რთული საქმეა და, შესაძლოა, გათვალისწინებულზე მეტი დრო დასჭირდეს“,- განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების კანონი მანამდე წარმომადგენლობითმა პალატამ და ამერიკის კონგრესის სენატმა დაამტკიცეს, პრეზიდენტმა ტრამპმა მას ხელი 2 აგვისტოს მოაწერა. სექტემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ ახალი სანქციები ძალაში მიმდინარე წლის 28 ნოემბერს შევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here