ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნატო-ს კოლონასთან თავი აიფეთქა. შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი, 25-ზე მეტი კი დაშავდა.
ალიანსის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სამი ამერიკელი სამხედროა, დანარჩენები კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.