Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ბირთვული იარაღის შეზღუდვის ახალ შეთანხმებას...

აშშ, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ბირთვული იარაღის შეზღუდვის ახალ შეთანხმებას ამზადებენ

657
აშშ, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ბირთვული იარაღის შეზღუდვის ახალ შეთანხმებას ამზადებენ

რუსეთი და შეერთებული შტატები შეძლებენ, შეთანხმდნენ ბირთვული იარაღის შემდგომი შეზღუდვისა და შემცირების საკითხებზე. ეს აზრი გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლახან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

აშშ-ის ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის თავმჯდომარე სი ძიანპინთან კონტაქტებისას იგი შეეხო მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების შემდგომი შემცირების საკითხს, ასევე ამ შეთანხმებებში პეკინის მონაწილეობას. “მე ეს განვიხილე პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას. იგივე განვიხილე ჩინეთთან”, _ თქვა მან.

“ჩინეთი აღფრთოვანებული იყო ამ განხილვით, ისევე, როგორც რუსეთი. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას”, _ ხაზი გაუსვა ტრამპმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here