Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ: როგორც ჩანს, კიდევ ერთი ქვეყანა წავაგეთ

აშშ: როგორც ჩანს, კიდევ ერთი ქვეყანა წავაგეთ

1037
ნიკოლას მადურო

ამერიკელმა ექსპერტებმა და წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებმა დაიწყეს იმის გარკვევა, რატომ ვერ განხორციელდა ვენესუელისდემოკრატიზაციაისე, როგორც საჭირო იყო _ ამერიკულ მეინსტრიმულ და ექსპერტულ მედიაში გაიშალა საჯარომუშაობა შეცდომების გამოსასწორებლად”.

თუ შევადგენთ სარეიტინგო სიას მიზეზებისა, რომლებმაც, ამერიკელი ექსპერტების აზრით, ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების ჩაფლავება გამოიწვია, მაშინ პირველ ადგილს ერთმნიშვნელოვნად დაიკავებს ის ვერსია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეცდა თავისი მოთამაშის არჩევაში კარკასის პოლიტიკურ არენაზე. ამ ვერსიის თანახმად, ხუან გუაიდო აღმოჩნდა არა ახალგაზრდა, პოპულარული, ქარიზმული და პერსპექტიული პოლიტიკოსი, რომელსაც “ხალხი უნდა დაერაზმა მადუროს რეჟიმის დასამხობად” (ასე წარმოადგენდნენ მას ამერიკელი და ბრიტანელი პროპაგანდისტები), არამედ წარუმატებელი ადამიანი, რომელმაც, აშშ-ის უპრეცედენტო ფინანსური, ინფორმაციული და დიპლომატიური მხარდაჭერის მიუხედავად, ვერაფერს მიაღწია. ამერიკელი ანალიტიკოსებისთვის უკრაინის წარმატებული გამოცდილების შემდეგ გუაიდოს მარცხი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ხუან გუაიდო
ხუან გუაიდო

გაკვირვების მიზეზი, ცოტა უტრირებით, შეიძლება დავიყვანოთ ფორმულამდე: “ეს როგორ?” გუაიდოს სოციალურ ქსელებში აქვს ლამაზი სელფები და ჰყავს აღტაცებული გამომწერები, მაგრამ წარმატებული პუტჩი _ არა!”

ყველაზე გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times ნაღვლიანად ასკვნის: “აშშმა ფსონი დადო იმაზე, რომ გუაიდო შეძლებდა ვენესუელის რადიკალურად შეცვლას. ეს არ მოხდა. ამერიკამ უზარმაზარი ძალისხმევა მიმართა გუაიდოს მხარდასაჭერად, როცა მან პრეტენზია გამოთქვა პრეზიდენტის პოსტზე, რაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს პირდაპირი გამოწვევა იყო. ერთი წლის შემდეგ კი ტრამპის ადმინისტრაციას თავისი დიდი ძალისხმევის ძალიან მცირე შედეგი აქვს”.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა ჩამოთვალეს ყველა მეთოდი, რომლებითაც თეთრი სახლი აპირებდა გუაიდოს გარდასახვას პოლიტიკურ მძიმეწონოსნად, რომელსაც ძალადობრივი გზით უნდა მოეპოვებინა ძალაუფლება ვენესუელაში.

THE NEW YORK TIMES მკითხველს შეახსენებს, რომ აშშმა მყისვე შემოიღო სანქციები ვენესუელის წინააღმდეგ, გუაიდო ოფიციალურად აღიარა პრეზიდენტად და ისიც კი განაცხადა, რომ მადუროს რეჟიმის სალიკვიდაციოდ მზად იყო, ზემოქმედებისსამხედრო ვარიანტებიცკი განეხილა. “ეს ყველაფერი იყო შარშან, იანვარში”, _ წერენ ნიუიორკელი ანალიტიკოსები. 2020 წლის იანვარში კი შედეგები შემაშფოთებელია: “მისტერ გუაიდო ისე ჩამოაშორეს ხელისუფლებას, რომ ამ დასვენების დღეებში აკრძალული ჰქონდა შესვლა საკანონმდებლო ორგანოშიც კი, სადაც კენჭი უნდა ეყარა სპიკერის პოსტზე ხელახლა ასარჩევად”, ვენესუელის საკითხებში ვაშინგტონელი ექსპერტისა და ამ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ კოორდინატორ ელიოტ აბრამსის განცხადებით, გუაიდოსთვის ვენესუელის პარლამენტის მეთაურის სტატუსის ჩამორთმევით (რასაც ვაშინგტონი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს) “მადუროს რეჟიმი დასუსტდა”. ეს სასურველის სინამდვილედ გასაღების ელეგანტური მეთოდია, მაგრამ ვაშინგტონელი ბიუროკრატები დამარცხებას შეჩვეულნი არ არიან. შესაბამისად, შეცდომების აღიარებაც არ იქნება. ამ პირობებშიც კი THE NEW YORK TIMES აღნიშნავს მოულოდნელობას: “აბრამსმა აღიარა, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა, შესაძლოა, მართებულად ვერ შეაფასეს რუსეთისა და კუბის მხარდაჭერის დონე, რომლის გამოც ვენესუელის პრეზიდენტმა ხელისუფლება შეინარჩუნა”.

შეფასებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა, რომელიც კვლავ აცხადებს, რომ გუაიდოს საქმე არ დასრულებულა და ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა ახლოვდება, მასმედიის გარდა, ამერიკელი ჟურნალისტების მიერ გამოკითხული ვენესუელის ოპოზიციიდან არავინ ეთანხმება.

ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, რომელმაც ვენესუელის პარლამენტის ხელმძღვანელი შეცვალა, ბრიტანელი THE TELEGRAPH წერდა: “თუკი ის (გუაიდო) წააგებს (კენჭისყრას ვენესუელის ნაციონალურ ასამბლეაში), მადუროს ჩამოგდების პროექტი, რომელიც უკვე სერიოზულ პრობლემებს განიცდის, სრულიად ჩაფლავდება”. კენჭისყრის შემდეგ ამერიკელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ და პროამერიკული ოპოზიციის რიგით წარმომადგენელს, კარაკასში ნაყინის გამყიდველს, ამერიკის მიერ მხარდაჭერილი გუაიდოს პერსპექტივაზე ჰკითხეს. “გუაიდომ წააგო ასამბლეა”, _ განაცხადა 29 წლის კარლოს მენოსმა. “ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მას ჰქონდა”, _ დასძინა ოპოზიციის მხარდამჭერმა. ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ამერიკულ მცდელობას ყველაზე ზუსტი დიაგნოზი გასულ 2019 წელს დაუსვეს და ეს გაკეთდა ვენესუელური მაიდნის პერსპექტივის შესახებ საყოველთაო დასავლური ოპტიმიზმის ფონზე.

ამერიკული საგარეო-პოლიტიკური ჟურნალი Fორიეგნ Aფფაირს-ი წერდა: “იმისათვის, რომ აიძულო მადურო, გადადგეს და ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, ვენესუელაში ოპოზიციამ უნდა დაამხოს სამხედრო და სამოქალაქო ალიანსი, რომელიც განაპირობებს მადუროს ყოფნას ხელისუფლების სათავეში”.

მასალის ავტორმა იწინასწარმეტყველა, რომ ვენესუელელი სამხედროებისა და ძალოვანების შეშინების ტაქტიკა გამოიწვევს მათ კონსოლიდაციას მადუროს გარშემო და გადატრიალების წარმატებით დასრულების შანსების მკვეთრად შემცირებას. ასეც მოხდა, მაგრამ მოხდა არა იმიტომ, რომ არასწორი ტაქტიკა იყო შერჩეული, არამედ იმიტომაც, რომ ვენესუელის ელიტა ძალიან განსხვავდება იმ კარიკატურული გამოსახულებისგან, რომელიც ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერებმა დახატეს დასავლურ მასმედიაში, სოციალურ ქსელებსა და ვაშინგტონის მაღალ სახელისუფლო კაბინეტებში. საუბრები იმის შესახებ, რომ მადუროს გარემოცვა კორუფციაშია ჩაფლული და ოპოზიციის გასამარჯვებლად საკმარისიაოფშორების გაჩხრეკვა, სადაც მათ მოპარული მილიარდები შეინახეს”, ბლეფი და სისულელე აღმოჩნდა. ერთადერთი, რასაც დასავლეთმა მიაკვლია და ექსპროპრიაციაც შეძლო, იყო ლონდონის საცავებში შენახული ვენესუელის ოქროს მარაგის ნაწილი. უფრო მეტიც _ გაირკვა, რომ კარაკასის ელიტის წარმომადგენლებს შორის გაცილებით ნაკლები მოღალატე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდა ვაშინგტონი, რომელიც მიჩვეული იყო თანამშრომლობას კიევის პოლიტიკურ ელიტასთან, რომელშიც ღალატი ნორმალურ და საქებარ საქციელად აღიქმება, თანაც, თუკი ამაში ფულსაც იხდიან.

ლეგენდარულმა ამერიკულმა იარაღმა _ “დოლარებით სავსე ჩემოდანმა” _ ვენესუელაში არ იმუშავა, თანაც აშკარად არა იმიტომ, რომ ვაშინგტონმა იძუნწა. მხარდაჭერაში თავიანთი კაცისა, რომელიც ვაშინგტონმა ოფიციალურად აღიარა პრეზიდენტად, ფულის საკითხი საერთოდ არ იდგა.

თუკი ამერიკელები თავიანთ შეცდომებზე ისწავლიან, მაშინ შემდეგ ჯერზე ისინი შეეცდებიან, ქვეყნის მოსახლეობასა და არმიას, აგრეთვე, სხვა ძალოვან სტრუქტურებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას. ამისათვის კი გამოიყენებენ პროპაგანდის თანამედროვე ტექნოლოგიებს სოციალურ ქსელებში, საქმეში ჩართავენ პოპულარულ კომიკოსებსა და ბლოგერებს, რომლებიც ერთხმად დაიჩივლებენ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ჯარისკაცი და იარაღია, პური კი _ არა, ამასთანავე, დასავლურ სიკეთეებსაც არ დაივიწყებენ.

ასეთი საინფორმაციო კამპანიის ელემენტები უკვე შეიმჩნევა საინფორმაციო სივრცეში. და, თუკი ამერიკული “სამხედრო ვარიანტებიდან” დაცვა შესაძლებელია მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და ატომური იარაღის საშუალებით, ზემოაღნიშნული საინფორმაციო კამპანიისგან დაცვა არის გაგება იმისა, ვინ რისთვის აწარმოებს ამ კამპანიას.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here