Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-მ სირიაზე თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 72 ადამიანი! (ვიდეო)

აშშ-მ სირიაზე თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 72 ადამიანი! (ვიდეო)

1028
7 აპრილს, დლის 04:40 წუთზე აშშ-მ სირიაზე თავდასხმა განახორციელა.  ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული.

სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო. აშშ-ის მიერ სირიაში შაირათის სამხედრო-საჰაერო ბაზის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჰომსის პროვინციის გუბერნატორმა, თალალ ალ-ბარაზიმ დაადასტურა. ამის შესახებ თალალ ალ-ბარაზიმ ტელეარხ „ალ-მაიადინის“ ეთერში განაცხადა.

„ცენტრალურ სირიაში, შაირათის ავიაბაზაზე ამერიკელების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – განაცხადა ჰომსის გუბერნატორმა. როგორც Al Jazeera იუწყება, სირიის ხელისუფლება შაირათის ავიაბაზიდან დაშავებულთა ევაკუაციას ახორციელებს. გამოცემა Al Arabiya-ს ინფორმაციით, ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა.

“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად მიიჩნევს”, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. „პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის მიერ სირიაზე განხორციელებული დარტყმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაა, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და განხორციელებულია მოგონილი საბაბით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

 

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here