Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესი

აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესი

ვიზა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა ახალი ანკეტა ვიზის მაძიებელთათვის, რომელშიც რამდენიმე პუნქტია დამატებული. მაგალითად, აუცილებელია იმ სახელების მითითება, რომლებითაც განმცხადებელი სოცქსელებშია დარეგისტრირებული.

აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლები ვიზის მიღების მსურველებს მოსთხოვენ უცხოეთის მათი ყველა ადრინდელი პასპორტის ნომრებს, პროფილების სახელებს სოცქსელებში, ასევე, დაწვრილებით ცნობებს ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოში გადაადგილებისა და მუშაობის თაობაზე. შეკითხვები აუცილებელი ხასიათის არ არის, მაგრამ ანკეტაში მითითებულია, რომ მათზე პასუხების გაუცემლობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ვიზის გაცემაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here