აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ადრე გამოყოფილი თანხა გადაერიცხებათ სხვა ორგანიზაციებს. ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა წარმოადგინა ჯანმოს რეფორმირების დაწვრილებითი გეგმა, ორგანიზაციამ უარი განაცხადა ამ გეგმის განხორციელებაზე.
უფრო ადრე ტრამპმა ჯანმოს წაუყენა ულტიმატუმი და მოსთხოვა, გადაეხედა პოზიციისთვის, რომელიც ეხებოდა ჩინეთის “ბრალს” კორონავირუსის პანდემიაში და დაემუქრა, რომ შეუწყვეტდა დაფინანსებას.
მოამზადა ლუკა ნემსაძემ