Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-მა რუსეთს დაუთმო ასპარეზი, ანუ არც ისე შორია გურჯისტანამდე

აშშ-მა რუსეთს დაუთმო ასპარეზი, ანუ არც ისე შორია გურჯისტანამდე

7964
იაკობ კედმი

საინფორმაციო სააგენტოავრორასსატელევიზიო სტუდიის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა ცნობილ ისრაელელ საზოგადო მოღვაწესა და ანალიტიკოს იაკობ კედმის. მან ვრცლად ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასა და, საერთოდ, დღევანდელი საერთაშორისო პრობლემების მოწესრიგებაში რუსეთის როლზე. უფრო საინტერესო კი იმ პოლიტიკის მიმოხილვაა, რომელსაც აშშ განახორციელებდა (ცდილობდა, გაეტარებინა) რუსეთის მიმართ 2000-იანი წლების დასაწყისიდან. მკითხველი უთუოდ დაფიქრდება, რა სასიკვდილო ავანტიურაში ჩააბეს საქართველო წინა ხელისუფლებებმა და რატომაა, რომ ახლანდელი მთავრობაც ჯიუტად იმავეს ცდილობს.

ტომობრივკლანური აღმოსავლეთი

ამ მრავალმხრივ საინტერესო ტელეინტერვიუს საგაზეთო ვერსიას ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

კედმი მიიჩნევს, რომ რუსეთი, როგორც წესი, არ ერევა საერთაშორისო კონფლიქტებში, სანამ ამ კონფლიქტების განვითარება რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს არ დაემუქრება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლო აღმოსავლეთის მოვლენების დროს. როგორც ცნობილია, აშშ-მა ობამას პრეზიდენტობის პერიოდში გადაწყვიტა, მსოფლიოს ამ ნაწილის ქვეყნებში “თანამედროვე დემოკრატიის” შეტანა, ანუ “ახალი წესრიგის” დამყარება. ამერიკას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მათ უნდა დაემხოთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რეჟიმები, რომლებიც, ესეც ცნობილია, იყო ტოტალიტარული და დიქტატორული.

მიზანი, ერთი შეხედვით, კეთილშობილურია, მაგრამ საკითხავია, მოერგებოდა თუ არაახალი წესრიგიაღმოსავლეთის სპეციფიკას, ჩვევებსა და ტრადიციებს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტომობრივკლანური სტრუქტურიზაციის პრინციპებს. იაკობ კედმი სწორედ ამ პრობლემას განიხილავს, უწინარეს ყოვლისა.

ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნის რეჟიმი, როგორც ვთქვით, ავტორიტარული იყო. ამ არეალში ერთადერთი ეროვნული სახელმწიფო არის ეგვიპტე. ყველა სხვა ქვეყანა ტომობრივ-გვაროვნული ჯგუფებითაა დასახლებული. ეს ტომები ამა თუ იმ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა ორი კოლონიური სახელმწიფოს გადაწყვეტილებით _ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის. მათ დაუდგინეს საზღვრები ერაყს, სირიას, ლიბიას. ყველა ეს სახელმწიფო მრავალეროვნულია, ტომობრივია, კლანური და, როგორც წესი, რამდენიმე რელიგიური კონფესიით თითოეულში.

100 წლის წინათ ერაყი არ არსებობდა, ხელოვნურად არის შექმნილი. მხოლოდ ძლიერ, ავტორიტარულ ხელისუფლებას შეეძლო, შეენარჩუნებინა ეს სახელმწიფო, როგორც მთლიანი და ერთიანი წარმონაქმნი. ამის გარეშე იგი დაიშლებოდა სხვადასხვა ტომობრივ ან კონფესიურ ჯგუფებად.

დღეს იგი უკვე აღარ არის სახელმწიფო, რაც ახლო აღმოსავლეთის პირობებში ნიშნავს დესტაბილიზაციასა და ქაოსს. იგივე დაემართა ლიბიას, სახელმწიფოს, რომელიც ათამდე ტომს აერთიანებდა და კარგადაც ფუნქციონირებდა.

დაამხეს ერთიანი ხელისუფლება და მივიღეთ ის, რაც დღეს აშკარაა.

სირიაზე საუბრისას კედმიმ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ რამდენიმე სახელმწიფო იყო ამხედრებული. თურქეთი დაინტერესებული იყო ისლამის თურქული მიმართულებით გაძლიერებით; საუდის არაბეთი სალაფიტებს, ისლამის ფუნდამენტურ მიმართულებას, უჭერდა მხარს; ყატარი თურქეთის თამაშს თამაშობდა… ამ გაწევ-გამოწევამ ყველაფერი არია და შედეგად დაიწყო ომი.

სირია ანტიკლერიკალური სახელმწიფო იყო. ამ ქვეყნის კონსტიტუციით, რელიგიურ ნიადაგზე ომის დაწყების თავიდან ასაცილებლად აკრძალულია რელიგიური პარტიები. ასე დამყარებული სტაბილურობა ააფეთქეს.

კედმი ასკვნის, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველა არაბული სახელმწიფო, როგორც უსუსტესი წარმონაქმნი, განადგურდა: ერაყი, სირია (თითქმის), ლიბია. ეგვიპტემ გაუძლო მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ხელთ იგდო არმიამ და სახელმწიფოს მართვას ჩამოაცილა “ძმები მუსლიმები”. ასე რომ არ მომხდარიყო, მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში გაცილებით უარესი იქნებოდა. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთმა სწორად განსაზღვრა აშშ-ის მხრიდან მის წინააღმდეგ მიმართული მუქარის გაძლიერების სტრატეგიის არცთუ დაფარული მიზანი.

ამერიკის საიდუმლო მიზანი

აშშ-მა ჯერ კიდევ 2002 წელს შეიმუშავა რუსეთზე აბსოლუტური სამხედრო უპირატესობის მოპოვების კონცეფცია, რომელიც დაამტკიცა პენტაგონმა და რომელიც 2018-2020 წლებისთვის უნდა განხორციელებულიყო. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მომენტი იყო რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა, ძირითადად, ტომაჰავკის ტიპის რაკეტებით, როგორც საზღვაო, ისე საჰაერო პლატფორმებიდან. მაშინ ჯერ კიდევ ძალაში იყო შეთანხმება, რომ ამ ტიპის რაკეტები სახმელეთო პლატფორმებზე არ უნდა ყოფილიყო.

დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში რუსეთს თავს დაატყდებოდა 6 ათასამდე რაკეტა და ამ მასობრივი და საყოველთაო შეტევის შედეგად ეს ქვეყანა ამოიბუგებოდა, შეწყვეტდა არსებობას, როგორც უძლიერესი სამხედროდერჟავა”. რადგან მსოფლიოში არ არსებობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ამ რაოდენობის რაკეტებს მოიგერიებდა, შეტევის შედეგად სრულად იქნებოდა ნეიტრალიზებული რუსეთის, როგორც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, ასევე სტრატეგიული რაკეტების სისტემაც. ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭირო არ იყო მაინცდამაინც ბირთვულქობინებიანი რაკეტების გამოყენება, ჩვეულებრივი რაკეტები საკმარისი იქნებოდა.

ასეთი დარტყმა რუსეთს დააჩოქებდა.

რუსეთმა თავი დაიცვა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით დაიწყო განვითარება (კედმი ამ ახალი სტრატეგიის დასაწყისად 2005 წელს მიიჩნევს), რუსეთში სერიოზულად დაფიქრდნენ, რა შეიძლებოდა, დაეპირისპირებინათ ამერიკელებისთვის.

ძირითადი დარტყმა, როგორც კედმიმ აღნიშნა, უნდა განხორციელებულიყო საზღვაო პლატფორმებიდან ან ხმელთაშუა და შავი ზღვების მხრიდან, ან ჩრდილოეთიდან _ ბარენცის ზღვის, ბალტიის ზღვისა და ჩრდილოეთის ზღვის მხრიდან. რუსეთმა ორი გადაწყვეტილება მიიღო:

პირველი. საზღვაო და საჰაერო შემადგენლის გაძლიერება, რომლებიც წინ აღუდგებოდა ამერიკის ფლოტის დარტყმას;

მეორე. ხმელთაშუა ზღვის ფლოტის შექმნა, რომელიც გაანეიტრალებდა ამერიკელების ფლოტს. კედმიმ აქვე განმარტა, რომ იგი მხოლოდ სამხრეთის მიმართულებას შეეხო და არაფერი თქვა კალინინგრადსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ჩრდილოეთით, ფრანც იოსების მიწაზე ხორციელდებოდა.

ამ კონცეფციის ფარგლებში, მისი აზრით, ორი რამის უზრუნველყოფა იყო აუცილებელი:

პირველი: შავი ზღვის ფლოტის აღორძინება;

მეორე: მუდმივი ბაზის დაარსება ხმელთაშუა ზღვის ესკადრისთვის, რადგან ამის გარეშე ფლოტის მუშაობა რეალურად შეუძლებელია.

შავი ზღვის ფლოტის არსებობას განსაკუთრებული საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იუშჩენკომ 2004 წელს განაცხადა, რომ უკრაინა შედის ნატოში. აგენტურული და არააგენტურული მონაცემებით, გამოაშკარავდა, რომ შეერთებული შტატების ძირითადი მიზანი არის სევასტოპოლი, რუსეთის იქიდან მოცილება და ამერიკის სამხედროსაზღვაო ძალების მიერ სევასტოპოლისა და ყირიმის ოკუპაცია. მარტივი და სწორი გათვლაა. მთავარ თემას ოდნავ თუ გადავუხვევთ, ცხადი გახდება, რატომ უნდოდათ ჩვენი შეთრევა ნატოში და რატომ იკლავენ დღესაც თავს გარკვეული ძალები ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად. ამმშვიდობიანი მიზნებისთვისგანსაზღვრულიპორტისადგილზე სამამულო ომის დროს საბჭოთა წყალქვეშა ნავების საიდუმლო ბაზა იყო განთავსებული.

“ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების სევასტოპოლსა და ყირიმში შესვლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დასასრული იქნებოდა. ამერიკელები გაბატონდებოდნენ შავ ზღვაზე და ყირიმიდან საშუალება მიეცემოდათ, ნებისმიერი ობიექტი გაენადგურებინათ რუსეთის ტერიტორიაზე.

ამ ყველაფერმა განაპირობა ყირიმის შემოერთებაც (რომ არ დაეშვათ იქ ამერიკული პლაცდარმის შექმნა), თუმცა სხვა მიზეზებიც არსებობდა ამის განსახორციელებლად.

იყო მთავარი მიზანი _ რუსეთის სახელმწიფოსთვის სასიკვდილო მუქარის თავიდან აცილება. ეს მოხდა 2014-ის დასაწყისში.

სამხედრო ბაზები _ უსაფრთხოების გარანტი

იყო სხვა ასპექტიც: რუსეთმა გადაწყვიტა, დახმარებოდა სირიას, შეენარჩუნებინა ერთიანი და მყარი სახელმწიფო, რათა ამ ქვეყანაში რუსეთს ჰქონოდა საზღვაო და სამხედრო-კოსმოსური ძალების ბაზები ხმელთაშუა ზღვაში _ ტარტუსსა და ხმეიმიმში.

“სწორედ ამ მიზნით, რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების დასაცავად, შევიდა რუსეთი სირიაში”, _ ამტკიცებს კედმი და დასძენს, რომ დღეისთვის რუსეთი სრულად არის გაბატონებული შავ ზღვაზე და ამერიკის ფლოტის მიერ შავი ზღვის მხრიდან ყოველგვარი საფრთხე ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, რუსეთმა ამერიკის ნაქები ფლოტი საბოლოოდ გააძევა ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, უზრუნველყო სირიის სტაბილურობა და დაიცვა საკუთარი ქვეყანა განადგურებისგან. რუსეთი სამართლიანად მიიჩნევს, რომ სირიის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მის ტერიტორიაზე უცხოეთის ქვეყნების ჯარის ნაწილები არ უნდა იყოს _ არც ირანის, არც თურქეთის. რუსეთის ჯარები სირიაში დაკავებულნი არიან თავიანთი ბაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ეს ერთი.

მეორე. რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა სირიაში გამორიცხავს მის წინააღმდეგ სხვა ქვეყნების შესაძლო აგრესიას. ბოლო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თურქეთთან სირიის კონფლიქტის დროს, სწორედ ამისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ, როგორც კედმი ამბობს, ეს მხოლოდ დასაწყისია.

რუსეთის პოლიტიკის კონსტრუქციულობა უკვე აღიარა ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანამ. თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ დავტოვებთ სირიის ტერიტორიას, როგორც კი ახალარჩეული სირიის კანონიერი ხელისუფლება მოგვთხოვსო.

თურქეთმა ასეთი რამ პირველად განაცხადა.

რუსეთი რას აკეთებს?

იგი უკვე ამთავრებს სირიაში მშვიდობიანი არჩევნების ბაზის ფორმირებას, ახალი კონსტიტუციის მიღებას, რომლის საფუძველზეც აირჩევენ ახალ მთავრობას.

ეს კი ნიშნავს, რომ მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის რუსეთი, უპასუხებს სირიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ინტერესებს.

ამ ყველაფრის გამო კი აშშ-მა დაასკვნა, რომ მას არავითარი ინტერესი აღარ აქვს ახლო აღმოსავლეთში.

არმაზ სანებლიძე

P.S. შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ასპარეზი რუსეთს დაუთმო. ამით დაიწყო. როგორი იქნება მომდევნო ნაბიჯი?

არც ისე შორია გურჯისტანამდე”.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here