Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-მა გერმანია “მეწველ ძროხად” აქცია

აშშ-მა გერმანია “მეწველ ძროხად” აქცია

ამერიკელებმა გადაწყვიტეს, დემონსტრაციულად “მოწველონ” მდიდარი მოკავშირეები

მერკელი

აშშში გერმანიის კანცლერის _ ანგელა მერკელის ვიზიტის შედეგები და გერმანული საავტომობილო კომპანიების გარშემო ატეხილი სკანდალი ექსპერტებს აიძულებს, იფიქრონ, რომ ვაშინგტონს სურს, თავის ყველაზე ერთგულ, მდიდარ, ამასთანავე, პრაქტიკულად დაუცველ მოკავშირეს ბევრი მილიარდი დოლარი წაართვას.

უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია საკითხი, რომ საავტომობილო გიგანტი “ფოლკსვაგენი” ჯარიმას, 4,3 მლრდ დოლლარს, გადაუხდის აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს, რათა ამ უწყებამ შეწყვიტოს თაღლითობაში დადანაშაულებული “კოშმარული” გერმანული ქარხნების ჩხრეკა-შემოწმება. კონცერნს, რომელიც, თავისი “ფოლკსვაგენების” გარდა, ფლობს “აუდისა” და “პორშეს”, ავტომობილების გამონაბოლქვის მონაცემის შემცირებაში ადანაშაულებდნენ და მას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო დახურვით ემუქრებოდა. ასე რომ, ფაქტობრივად, ლაპარაკია გერმანიის ნაციონალურ ინდუსტრიაზე.

გასულ კვირას დაახლოებით 100 სამართალდამცველმა ჩაატარა შემოწმება “აუდის” შტაბ-ბინაში _ ინგოლშტადში, აგრეთვე, ვოლფსრბურგის ბაზასა და ქარხანა Neckarsulm-ში. შემოწმებისას გაჩხრიკეს კომპანიის 47 თანამშრომლის პირადი ნივთები, მათ შორის, “აუდის” გენერალური დირექტორის _ რუპერტ შტადლერის.

ამერიკელებმა გერმანელები უკვე აიძულეს, ეღიარებინათ დანაშაული, რომ შეცდომაში შეიყვანეს მომხმარებელი, როდესაც ავტომობილზე უკანონო მოწყობილობა დაამონტაჟეს, რომ ხელს უშლიდნენ მართლმსაჯულებას სიმართლის დადგენაში, არღვევდნენ კანონს ჰაერის სისუფთავის შესახებ. ამრიგად, სწორედ ჰაერიდან შეივსება აშშ-ის ხაზინა 4 მილიარდზე მეტი დოლარით.

მადა ჭამაში მოდისო და, გერმანული გადასახადის გადამხდელებს მალე მოუწევთ ქამრების შემოჭერა. 18 მარტს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიას ნატოსა და ამერიკის უზარმაზარი ვალი აქვს.

მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, მიუხედავად ამისა, გერმანიამ უზარმაზარი თანხა უნდა გადაუხადოს ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. საჭიროა მეტი თანხის გაღება ძალიან მძლავრი და ძვირად ღირებული თავდაცვისთვის, რომლითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ გერმანიას”, _ დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. ამ განცხადების ცინიკურობა ნათელია ყველასთვის, ვინც ცოტაოდენი რამ მაინც იცის, თუ როგორ მოაწყვეს ომისშემდგომი გერმანია ანტიჰიტლერული კოალიციის ყოფილმა მოკავშირეებმა.

სხვა დიდი და მდიდარი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანიას არ აქვს შესაძლებლობა, რეკეტირს კბილები დაუხრჭიალოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანამ ვერ დაიბრუნა ძველი სამხედრო ძლიერება, მისი სპეცსამსახურები კი, რომლებიც ამერიკელებმა შექმნეს, ამერიკელების ინტერესების გატარებას ემსახურებიან.

ტრამპთან შეხვედრისას ან, საერთოდ, მერკელის სიტყვა რომ დაეძრა გერმანიის სუვერენიტეტსა და ნაციონალურ ინტერესებზე, წამსვე შეახსენებდნენ ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ასე რომ, დღეს, ისევე, როგორც დაახლოებით 70 წლის წინათ, გერმანელთა ხვედრი თანამედროვე მსოფლიოში ასეთია _ იმუშავე, გადაიხადე და მოინანიე.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here