Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ ლონდონის სიტყვას ენდო

აშშ ლონდონის სიტყვას ენდო

ლონდონი

აშშმა ირწმუნა ლონდონის განცხადება, რომ რუსეთი დამნაშავეა სკრიპალების საქმეში. ეს თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა ბრიფინგზე, რომლის ჩანაწერიიუთუბიზეგამოქვეყნდა.

“დიდი ბრიტანეთი ჩვენი მოკავშირეა. თუ იგი გვარწმუნებს, რომ მტკიცებულებები არსებობს, იქ იციან კიდეც, რომ რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს. ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვენდოთ მათ… მე სამხილები არ მინახავს. თუ ისინი  გამოგვიგზავნეს, აშკარად არა სახელმწიფო დეპარტამენტში. ასეთი საკითხი აშშ-ის მთავრობის უმაღლეს დონეზე წყდება”, _ დასძინა ნაუერტმა.

27 მარტს გაზეთმა “კომერსანტმა” გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩომ მოსკოვში უცხოეთის დიპლომატებს შორის გაავრცელა. მოკლე პრეზენციაში არის თეზისი, რომლის თანახმად, რუსეთი “უეჭველად არის პასუხისმგებელი” სკრიპალების მოწამვლაში. ჩამოთვლილია “მოსკოვის მტრული ქმედებანი” ბოლო პერიოდში, მათ შორის, მოსკოვის სავარაუდო ჩარევა ამერიკის პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროცესში და კიბერშეტევა ესტონეთის ინტერნეტზე 2007 წელს. იმავე დღეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ მოწყობილი ბრიფინგის მონაწილე დასავლელმა დიპლომატებმა აღიარეს, რომ ლონდონმა თავის პარტნიორებს არ წარუდგინა ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლის საქმის სამხილები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here