Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს

აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს

ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს.

“დღეს თეთრი სახლი კოორდინირებას უწევს მცდელობას, გაანადგუროს დემოკრატიული ცხოვრება ვენესუელაში და დაამხოს დემოკრატიული, თავისუფალი და კონსტიტუციური რეჟიმი”, _ განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა. ნიკოლას მადურო აპირებს პრესკონფერენციის გამართვას, სადაც აღნიშნული შეთქმულების შესახებ დეტალებს გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცემა The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს ვენესუელელ აჯანყებულებთან, სადაც მადუროს დამხობის შესაძლებლობას განიხილავდნენ.

ვენესუელა ბოლო წლებში ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. დაწყებულია ჰიპერინფლაცია და ეროვნული ვალუტის დევალვაცია. მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ინფლაციამ 287 ათასი პროცენტი შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here