Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის ულტიმატუმი ევროკავშირის ქვეყნებს

აშშ-ის ულტიმატუმი ევროკავშირის ქვეყნებს

593
აშშ-ის ულტიმატუმი ევროკავშირის ქვეყნებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს მოსთხოვა, ცვლილებები შეიტანონ ევროკავშირის თავდაცვის სფეროში. კერძოდ, აშშმა მოითხოვა ევროპულ პროექტებში იმ ამერიკული კომპანიების ჩართვა, რომლებიც დაკავებულნი არიან იარაღის კონსტრუირებითა და დამზადებით, _ იუწყება ესპანური გამოცემა El Paris.

ბრიუსელი არ ჩქარობს ამერიკის მიერ წაყენებულ პირობებზე დათანხმებას, რადგან ეშინია, რომ ექსპორტის ამერიკული ნორმების ხაფანგში გაებმება.

ესპანურმა გაზეთმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ პოლიტიკისა და უსაფრთხოების ევროპული კომიტეტის დელეგაციას. ამ შეხვედრაზე ამერიკელებმა ევროპელები გააფრთხილეს, რომ შეიძლება მარტონი აღმოჩნდნენ “ისეთი საფრთხის პირისპირ, როგორიც არის რუსეთი”.

მოლაპარაკებების ბოლოს კი გაისმა ულტიმატუმი: ან ევროკავშირი შეცვლის თავის რესტრუქციულ (შეზღუდვის) ნორმებს ან, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, აშშ-ისა და ევროპის იარაღის ინდუსტრია ცალ-ცალკე იმუშავებს.

მაისში აშშ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციებით დაემუქრა ევროკავშირს, თუ ამ გაერთიანების ქვეყნები დაიწყებდნენ თავიანთი თავდაცვითი პროექტების განხორციელებას და ამით ნატოს დაემუქრებოდნენ (აქ ნატო საბაბია ამერიკელებისთვის, ისინი იარაღის გასაღების ბაზარზე უფრო ზრუნავენ).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here