Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში _ კურტ ვოლკერი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში _ კურტ ვოლკერი თანამდებობიდან გადადგა

512
აშშ-ის სპეცწარმომადგენელი უკრაინაში _ კურტ ვოლკერი თანამდებობიდან გადადგა

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში _ კურტ ვოლკერმა განცხადება დაწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ვოლკერმა განცხადება გადადგომაზე მას შემდეგ დაწერა, როცა გამოქვეყნდა ერთ-ერთი მზვერავის საჩივარი დონალდ ტრამპის მიმართ. მზვერავი ამტკიცებს, რომ თეთრი სახლის მეთაური ზემოქმედებას ცდილობდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე, სატელეფონო საუბრის შემდეგ კი რამდენიმე კაცი (მათ შორის _ კურტ ვოლკერი) მოსალაპარაკებლად ჩავიდა კიევში.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენლის გადადგომაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული დიპლომატიის მეთაური მაიკ პომპეო სასამართლოში გამოიძახეს უკრაინასთან მოლაპარაკებების დოკუმენტებით, სავარაუდოდ, დაკითხავენ ვოლკერსაც.

სკანდალი აგორდა იმ ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვით ტრამპი თითქოს ცდილობდა, აეძულებინა ზელენსკი, გამოძიება დაეწყო ყოფილი ვიცეპრეზიდენტის _ ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here