“ტრანსგენდერებს უფლებები არ აქვთ. აშშ–ის უზენაესი სასამართლოს მიერ ისინი არასოდეს ყოფილან დასახელებულნი, როგორც უფლებების მქონენი”, _ განაცხადა ალაბამას შტატის სენატორობის კანდიდატმა როი მურმა, რომელიც ადრე შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა და ლგბტ–თა მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიციით გამოირჩეოდა.
მური ცნობილია იმით, რომ 2016 წელს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ არ აღიარა და შტატის მოხელეებს ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების მოწმობის გაცემა აუკრძალა. ამ ნაბიჯის გამო მურს თანამდებობა დაატოვებინეს.
მური ალაბამის შტატში დეკემბერში დაგეგმილ სენატის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ფავორიტად ითვლება.