Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული “რადიო თავისუფლება” ათასობით ებრაელის მკვლელს აპიარებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული “რადიო თავისუფლება” ათასობით ებრაელის მკვლელს აპიარებს

316
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული “რადიო თავისუფლება” ათასობით ებრაელის მკვლელს აპიარებს

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულირადიო თავისუფლებასკანდალში გაეხვია. ამ მედიასაშუალების ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა ათასობით ებრაელის მკვლელობაში ბრალდებული ნაცისტის ქალიშვილს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უკრაინელი ებრაელების კომიტეტის ხელმძღვანელმა ედუარდ დოლინსკიმ.

“ნაცისტებთან მოთანამშრომლე ზოლოჩევის რაიონის (ლვოვის ოლქი) გუბერნატორ მიკოლა ალისკევიჩის ქალიშვილთან ინტერვიუ, რომელიც მას “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა ჩამოართვა, სიცრუისა და დეზინფორმაციის ნათელი მაგალითია. ამ ინტერვიუში არის ყველაფერი, იმის გარდა, რითაც დაკავებული იყო რესპონდენტის მამა ჰოლოკოსტის პერიოდში”, _ წერს დოლინსკი.

მისი თქმით, 1944 წლის სექტემბერში სსრკ-ის უშიშროების ორგანოებმა დაიწყეს ნაცისტების მიერ ზოლოჩევში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. გაირკვა, რომ ალისკევიჩი იყო 1941 წლის 3-5 ივლისს ზოლოჩევში 3 ათასი ებრაელის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მან კოლეგა-ნაციონალისტებთან ერთად ჩამოაყალიბა უკრაინის ნაციონალური კომიტეტი, რომელმაც მიმართა გერმანელებს, უფლება მიეცათ, დაერბიათ ებრაელები. ერთ-ერთ კოშკთან თავი მოუყარეს ათასობით ქალს, კაცსა და ბავშვს. ისინი აიძულეს, ამოეთხარათ ორმო, შემდეგ კი დახვრიტეს და ცხედრები ამ ორმოში ჩაყარეს.

ალისკევიჩი მონაწილეობდა 9 ათასი ებრაელის განადგურებაში. როდესაც წითელი არმია ლვოვის ოლქს მიუახლოვდა, ალისკევიჩი ოჯახთან ერთად გერმანიაში გაიქცა, მაგრამ მალე დაჭრეს და გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი ირენა კი უკრაინელ ნაციონალისტს გაჰყვა ცოლად და აშშ-ში გადასახლდა. ნაცისტი მკვლელის ქალიშვილს ინტერვიუ რადიო “სვობოდას” ჟურნალისტმა გალინა ტერეშჩუკმა ჩამოართვა.

politnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here