Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ბომბავს “ისლამური სახელმწიფოს” “დედაქალაქ” რაკას

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ბომბავს “ისლამური სახელმწიფოს” “დედაქალაქ” რაკას

687
ქალაქი რაკა

აშშის მეთაურობით მებრძოლი კოალიციის მასირებული საჰაერო რეიდების შედეგად 26 ივლისს ქალაქ რაკაში დაიღუპა 29 მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის 8 ბავშვი, _ იუწყება სააგენტოფრანსპრესილონდონში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაციისადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიისმონაცემებზე დაყრდნობით.

არაბებისა და ქურთების ალიანსის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” “დედაქალაქ” რაკაზე განხორციელებული შეტევის შედეგად ქალაქის უმეტესი რაიონიდან ტერორისტები განდევნეს, _ ხაზს უსვამს “ფრანს-პრესი”.

2016 წლის ნოემბრიდან “სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” აშშ-ის მხარდაჭერით ალყაში მოაქციეს “სახალიფოს დედაქალაქი”, ივლისის დასაწყისში კი შეტევაზე გადავიდნენ. ამერიკული სარდლობის მონაცემებით, ოპოზიციური ძალების სამხედრო ქვედანაყოფების რაკაში შესვლამდე ამ მსხვილ დასახლებულ პუნქტში “ისლამური სახელმწიფოს” 3000-დან 4000-მდე “ბოევიკი” იმყოფებოდა. დღევანდელი მონაცემებით, ტერორისტები რაკას პროვინციის მხოლოდ 10 პროცენტს აკონტროლებენ. არაბულ-ქურთულმა კოალიციამ “ხალიფატს” წაართვა რაკას პროვინციის ორ მესამედზე მეტი. ამავე დროს სირიის აღნიშნული ოლქის რაიონების 22 პროცენტი დამასკოს სახელმწიფო ჯარების კონტროლს დაექვემდებარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here