Home ახალი ამბები საქართველო აშშ-ის საელჩო – მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას,...

აშშ-ის საელჩო – მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით

92

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.

ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით,“- აღნიშნულია განცხადებაში.

https://www.interpressnews.ge/

1 COMMENT

  1. “თავისუფლებას” ამოფარებული ამერიკელი სატანისტები! ან ერთი სად ნახეს ეს თავისუფლება ამერიკაში!? გარყვნილობა – კი, რა თქმა უნდა… მაგრამ თავისუფლება!? მე მგონი ამ ტარტაროზებს ეს ორი მცნება ერთმანეთში აერიათ. ანდა უბრალოდ ცდილობენ, რომ ჩვენ აგვერიოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here