Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის კონგრესმენებმა ახლაღა შენიშნეს, რომ უკრაინაში ნაცისტებს განადიდებენ

აშშ-ის კონგრესმენებმა ახლაღა შენიშნეს, რომ უკრაინაში ნაცისტებს განადიდებენ

1191
უკრაინა

აშშის კონგრესმენთა 56-კაციანმა ჯგუფმა წერილით მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლითაც მიუთითა, რომ პოლონეთსა და უკრაინაში ანტისემიტიზმი ვრცელდება და დიდებით მოსავენ ნაცისტების ხელის შემწყობებს. მიმართვის ტექსტი გამოქვეყნდა 25 აპრილს კონგრესმენ რო ჰანის ოფიციალურ საიტზე.

ამერიკელი პარლამენტარები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ უკრაინაში განადიდებენ “კოლაბორაციონისტებს _ სტეპან ბანდერასა და რომან შუხევიჩს”, უკრაინულ ნაციონალისტურ ორგანიზაციებს. ამერიკელმა კონგრესმენებმა, რომლებსაც უეცრად აეხილათ თვალი, ისიც შეამჩნიეს, რომ ამგვარი პროპაგანდა და განდიდება ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.

“მოგიწოდებთ, რომ ჩვენთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად წინ აღუდგეთ ანტისემიტიზმს, ქსენოფობიას, შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას; მოუწოდოთ პოლონეთისა და უკრაინის მთავრობებს, გაემიჯნონ ჰოლოკოსტის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას, ნაცისტების მხარდამჭერთა განდიდებას, გულმოდგინედ გამოიკვლიონ ანტისემიტიზმთან დაკავშირებული ყველა დანაშაული”, _ მითითებულია ტექსტში.

UA REGNUM იუწყება, რომ რადიკალური ნაციონალიზმის პროპაგანდა და ფაშისტების ხელშემწყობთა განდიდება უკრაინაში მრავალჯერადად გაძლიერდა 2014 წლის თებერვალში კიევში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დონეზე ამგვარი მოვლენების მხარდაჭერა ადრეც შეიმჩნეოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here