სააგენტო SANA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კოალიციის სამმა ვერტმფრენმა ქალაქ ყამიშილიდან გაიყვანა “ისლამური სახელმწიფოს” ერაყული წარმოშობის ოთხი მეთაური. რა მიმართულებით გაფრინდა აღნიშნული ესკადრა, უცნობია.
ცოტა ხნით ადრე სამხედრო-დიპლომატიურმა წყარომ რია-ნოვოსტის მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2017 წლის აგვისტოში ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენებმა დეირ-ეზ-ზორიდან სირიის ჩრდილოეთში გადაიყვანა 20-ზე მეტი სამხედრო მეთაური და მათთან დაახლოებული მოთარეშეები.