Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი მაისში 87 მილიარდი დოლარით გაიზარდა

აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი მაისში 87 მილიარდი დოლარით გაიზარდა

ამერიკის ბიუჯეტი

ეს განაცხადა აშშის კონგრესის საბიუჯეტო სამმართველომ რამდენიმე დღის წინათ. აღნიშნა, აგრეთვე, რომ შემოსავლები შარშანდელთან შედარებით 15 მილიარდით გაიზარდა ინდივიდუალური გადასახადების ხარჯზე, რაც ხელფასების ზრდაზე აისახება. ხარჯი 2016 წლის მაისთან შედარებით 50 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

საფინანსო წლის განმავლობაში დეფიციტი 26 მილიარდით მეტი იყო 2016 წლის საფინანსო წლის 8 თვესთან შედარებით.

თეთრმა სახლმა მაისში წარადგინა 4,1 ტრილიონი დოლარის მოცულობის ბიუჯეტი. თანდართული პროგნოზით გათვალისწინებულია 2021 წლიდან ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა.

2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მშპ-ს ზრდა 2,3 პროცენტით. 2018 წელს ზრდა უნდა დაჩქარდეს 2,4 პროცენტამდე, 2019 წლისთვის _ 2,7 პროცენტამდე.

ბიუჯეტი, აგრეთვე, ითვალისწინებს 3,15 ტრილიონი დოლარის მოცულობის დეფიციტს უახლოესი 10 წლის განმავლობაში. ასეთია თეთრი სახლის გათვლა. კონგრესის საბიუჯეტო სამმართველო კი იმავე პერიოდში 9,5 ტრილიონი დოლარის დეფიციტს პროგნოზირებს.

ბიუჯეტის პროგნოზი ითვალისწინებს ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებით მიღებულ ცვლილებებს. ამასთანავე, დაგეგმილია სახელმწიფო სოციალური პროგრამების შემცირება 3,6 ტრილიონი დოლარით 10 წლის განმავლობაში. შეიკვეცება მცირეშემოსავლიანების სამედიცინო, ღარიბების კვებისთვის გათვალისწინებული დახმარების და სხვა პროგრამები.

განზრახულია, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საჭიროებისთვის და სხვა საერთაშორისო პროგრამების ხარჯების 29,1 პროცენტით შემცირება.

ბიუჯეტი პენტაგონს 639 მილიარდი დოლარით დააფინანსებს, მათ შორის, 65 მილიარდი დოლარი მოხმარდება საზღვარგარეთ ტერორიზმთან ბრძოლის ოპერაციების განხორციელებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here