Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის ახალ სტრატეგიაში უკრაინის ადგილი აღარ არის

აშშ-ის ახალ სტრატეგიაში უკრაინის ადგილი აღარ არის

439
აშშ-ის ახალ სტრატეგიაში უკრაინის ადგილი აღარ არის

შეიარაღების ახალი სახეობის შექმნით რუსეთმა აიძულა აშშ, შეეცვალა სტრატეგია და ამ ახალ სტრატეგიაში უკრაინის ადგილი აღარ არის, _ განაცხადა YouTubeარხისეხო კიევისეთერში უკრაინელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ლაზარევმა.

“რუსეთმა 2018 წელს სამხედრო სფეროში გარღვევა მოახერხა და ამის შედეგად ამერიკელებმა დაკარგეს კონტროლი პერიფერიებზე, რამაც გამოიწვია ცვლილებები ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურეში, კასპიის რეგიონსა და უკრაინაში.

ალექსანდრე ლაზარევი
ალექსანდრე ლაზარევი

როცა რუსეთმა განაცხადა ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაზე, რომელიც საკმაოდ შორ მანძილზე მოქმედებს, ამერიკელებმა თავდაპირველად თქვეს, რომ ასეთი რამ არ არსებობს, შემდეგ კი თეთრმა სახლმა დაადასტურა, ამ შეიარაღების არსებობა და განაცხადა, რომ თვითონაც დაიწყო მუშაობა მსგავსი იარაღის შექმნაზე. ახლა აშშ-ის სტრატეგია რუსეთის მიმართ შეიცვალა”, _ განაცხადა ლაზარევმა.

“სტრატეგია შეიცვალა, უკრაინა კი ამ ვითარებაში ისტორიის განაპირას აღმოჩნდა. ჩვენ ვერ გავხდით ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისევე, როგორც პოლონეთმა მიიღო კოლოსალური თანხები, ჩვენც მოგვცემდნენ დიდძალ ფულს რუსეთთან დაპირისპირებისთვის. მაგრამ არა, ვერ მივიღეთ ეს ფული და ვერც მივიღებთ. სტრატეგია შეიცვალა და ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ხელს უშლის აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის აღდგენას. კიდევ რა უნდა ითქვას, იმის გასაცნობიერებლად, რომ დასავლეთი ჩვენ არ დაგვეხმარება”, _ დასძინა პოლიტოლოგმა.

politnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here