ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA –ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი წინადადებით გამოვიდა, ამერიკის სასანქციო პოლიტიკის გამო სარჩელი შეიტანოს საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში. “აშშ–მა მკაცრი სანქციები დაგვიწესა.
აღნიშნულმა გავლენა მოახდინა ეროვნულ ვალუტაზე, გაიზარდა ინფლაცია, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდით. აშშ არასწორ გზას ადგას და ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ. აშშ ირანს ვერ დააჩოქებს”, _ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ “ირანმა სარჩელი უნდა შეიტანოს აშშ-ს წინააღმდეგ”.