Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ დაუზავდა “თალიბანს” და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანს ჯარს ავღანეთიდან

აშშ დაუზავდა “თალიბანს” და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანს ჯარს ავღანეთიდან

1991
აშშ დაუზავდა “თალიბანს” და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანს ჯარს ავღანეთიდან

აშშის სპეცწარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში _ ზალმაი ჰალილზადმა და მოძრაობათალიბანისმეთაურის მოადგილემ, ამ ორგანიზაციის ყატარის პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელმა _ მულა აბდულა განი ბარადარმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას.

ცერემონია გაიმართა 29 თებერვალს დოჰაში. სამშვიდობო დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ჰალილზადმა და ბარადარმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამოსვლა დაუყოვნებლივ დაიწყება.

ტრამპმა მიულოცა თავის ავღანელ კოლეგა აშრაფ განის, აგრეთვე, ავღანელ ხალხს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ორგანიზაცია “თალიბანს” შორის.

“ჩვენ ახლახან ხელი მივაწერეთ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში დაახლოებით 8 ათასი კაცით”, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თუ როდის დაიწყება ამერიკელი სამხედროების გამოყვანის პროცესი ავღანეთიდან, ტრამპმა აღნიშნა: “დღესვე, ეს დაიწყება დაუყოვნებლივ”.

ცერემონიაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ “თალიბანმა” უნდა შეასრულოს დაპირება ტერორისტულ დაჯგუფება “ალ-ქაიდასთან” ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. მან, აგრეთვე, მოუწოდა “თალიბანს”, მხარი დაუჭიროს ბრძოლას ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან”.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეფ ბორელის თქმით, ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია სამშვიდობო პროცესისა, რომლის “საფუძველშიც დევს შიდაავღანური მოლაპარაკებები”. მან ავღანელებს მოუწოდა, ხელიდან არ გაუშვან “მშვიდობისკენ სვლის” შესაძლებლობა.

ნეტა კროუფორდი, პროექტ “ომის ფასის” დირექტორი ბრაუნის უნივერსიტეტში, მიუთითებს, რომ ავღანეთში ომი 2 ტრილიონი დოლარი დაჯდა.

კონფლიქტის წლებში ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების დანაკარგმა 2300 კაცი შეადგინა, დაახლოებით 20 660 ჯარისკაცი და ოფიცერი კი დაიჭრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here