Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ აპირებს თავისი ჯარების დატოვებას სირიაში

აშშ აპირებს თავისი ჯარების დატოვებას სირიაში

ჯარი

The Washington Post იუწყება, რომ პენტაგონი სირიაში ჯარებსისლამურ სახელმწიფოზეგამარჯვების შემდეგაც დატოვებს, ხოლო ადმინისტრაცია ქვეყნის ჩრდილოეთში ახალ ხელისუფლებას დაამყარებს.

ვაშინგტონში ეშინიათ, რომ სირიიდან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის უცბად გამოყვანამ შეიძლება ხელი შეუწყოს ბაშარ ასადს, “ხელთ იგდოს სირიის ტერიტორია”. აღნიშნავენ, რომ ეს იქნება სირიის, როგორც უახლოესი მოკავშირის, გამარჯვება.

ამის თავიდან ასაცილებლად აშშ-ს განზრახული აქვს ჯარის დატოვება სირიის ჩრდილოეთში და იქ ახალი, ასადის მთავრობისგან დამოუკიდებელი ადგილობრივი ხელისუფლების დაწესება.

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ თავიანთი შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთში ყოფნა მიზნად ისახავს სირიის ე.წ. დემოკრატიული ძალების მხარდაჭერას და ასადის იძულებას, წავიდეს დათმობაზე ჟენევის მოლაპარაკებისას, რომელიც გაეროს ეგიდით გაიმართება. ამასთანავე, აშშ-ის სამხედროების ყოფნა სირიაში თითქოს აუცილებელია “ისლამური სახელმწიფოს” ნარჩენების გასანადგურებლად.

გასული კვირის პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ სირიაში მყოფი 2000 მოსამსახურიდან იქ მხოლოდ ხუთასს დატოვებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here