Home სხვადასხვა დაიჯესტი აღმოსავლეთ ევროპისთვის მუქთა ფულის ეპოქა დასრულდა

აღმოსავლეთ ევროპისთვის მუქთა ფულის ეპოქა დასრულდა

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ზეიმი დასრულდა. დადგა დროება, როცა ევროკავშირი, მშობელი დედა კი არა, დედინაცვალია

ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი

15 წლის განმავლობაში კოჰეზიის ფონდების (ამ ფონდების ამოცანა იყო ეკონომიური და სოციალური განსხვავებების გათანაბრება ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებს შორის. ასეთი ფონდები შექმნილია გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის მსხვილმასშტაბიანი პროექტების დასაფინანსებლად _ ..) არსებობამ ევროკავშირში საინტერესო ეფექტი გამოიწვია.

სხვისი ფულით ცხოვრების იდეამ არა მხოლოდ ხორცი შეისხა, არამედ შური გამოიწვია “ბებერ ევროპაში”. ევროკავშირის დოტაციების ერთმანეთში გამყოფი ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური და ფინანსური ელიტების კმაყოფილი სახეების შემხედვარე საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის ელიტებმაც მოისურვეს, ნამცხვრის ნაჭერი დაეთრიათ. თვით იტალიელებმაც კი გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის მესამე ეკონომიკად წარმოჩენა, სხვების თვალში ნაცრის შეყრის თვალსაზრისით. შესანიშნავია, მაგრამ, როცა ფსონზე დიდძალი ფული დევს, სჯობს, გაიხსენო ქვეყნის ბიუჯეტის პრობლემები, რომლებიც იტალიას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ესპანეთსა და საბერძნეთს ერთად, მაგრამ აი უბედურება _ კოვიდპანდემიით გამოწვეულ “კრიზიკულ შედეგებამდე” და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ “გათანაბრების ფონდების” საშემოსავლო ნაწილი მხოლოდ 350 მლრდ ევროს შეადგენდა. ასეთი შემოსავალი უდარდელი ცხოვრებისთვის ყველა მსურველს ნამდვილად არ ეყოფა.

რისთვის დასჭირდა ბრიუსელს არჩევანის გაკეთება _ გაეგრძელებინა აღმოსავლეთ ევროპის უნაყოფო დაფინანსება სამხრეთ ევროპის ქვეყნების ცენტრიდანული ტენდენციების გაძლიერების რისკის ფასად ან შეეწყვიტა “აღმოსავლეთის მიმართულების” დაფინანსება ადგილობრივი ელიტების აღშფოთების გაძლიერების ფონზე, თუმცა იმის გაცნობიერებით, რომ ისინი წყალქვეშა ნავიდან ვერსად გაიქცევიან?

აღმოსავლეთ ევროპისთვის მუქთა ფულის ეპოქა დასრულდა

ასე გაჩნდა შთაბეჭდილება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას შეუწყვეტს აღმოსავლეთ ევროპას და 2021-2027 წლების საბიუჯეტო პერიოდში კოჰეზიის ფონდების გასავლებს მიმართავს სამხრეთ ევროპისკენ, ხოლო პოლონეთსა და სხვებს, “რომლებიც აღმოსავლეთში არიან”, დოტაციები შეუმცირდებათ 28-40%-ით. და ეს საუკეთესო შემთხვევაში, რადგან ევროკავშირის დონორი ქვეყნების მთავრობაში აქტიურად საუბრობენ კოჰეზიის პროგრამის საერთოდ გაუქმებაზე, ვინაიდან ის აშკარად ვერ მუშაობს _ “ღარიბიდამდიდარიქვეყნების ეკონომიკების გათანაბრება ვერ ხერხდება.

ავიღოთ, მაგალითად, პოლონეთი. 15 წლის განმავლობაში ვარშავამ 120 მლრდ ევრომუქთაფული მიიღო. 556 მლრდ ევროს მშპ მქონე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანდ თანხად შეიძლება არ მოგეჩვენოთ მშპ 1,43% წელიწადში, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ პოლონეთის ეკონომიკის ზრდა 2001 წელს 1,3 პროცენტს შეადგენდა, 2013 წელს _ 1,1%-, 2006-2020 წლებში კი წლიური ზრდა 2,23%-ის ფარგლებში იყო, გამოდის, პოლონეთის ეკონომიკის განვითარებას დოტაციები 50%-ზე მეტით უზრუნველყოფდა.

და სად არის შედეგი? ის, უბრალოდ, არ არის! მატერიალური კეთილდღეობის ევროპულ დონეს პოლონეთი ნაბიჯითაც არ მიახლოებია. ისევე, როგორც დანარჩენი აღმოსავლეთევროპული ლიმიტროფები (ერთობა სახელმწიფოებისა, რომლებიც შეიქმნა 1917 წელს რუსეთის იმპერიაში შემავალ ტერიტორიებზე, შემდეგ 1990-იან წლებში სსრკ-ის _ ლ.მ.). ისინი ერთობლივად ცდილობენ ორ სკამზე დაჯდომას. ერთი მხრივ, საბერძნეთთან, პორტუგალიასა და მალტასთან ერთადდარაზმულთა ჯგუფისშექმნით ძლიერად ზემოქმედებენ დონორებზეევროინტეგრაციის გაღრმავებისდაფინანსების შესანარჩუნებლად; მეორე მხრივ, გააფთრებით ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ მათი ეკონომიკები იზრდება, უფრო მეტიც _ სრულიად დამოუკიდებლად იზრდება, კოჰეზიის პროგრამები კი, უბრალოდ, სასიამოვნო ბონუსებია. ამ სურათში ცუდად “ჯდება” მათი ბიუჯეტების დეფიციტი, რომელმაც ბოლო 7 წლის განმავლობაში 7%-ს მიაღწია, პოლონეთში კი _ 7,2%-ს. არადა, ევროპული წესებით, ბიუჯეტის დეფიციტი 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

აღმოსავლეთ ევროპისთვის მუქთა ფულის ეპოქა დასრულდა

ამ ისტერიკით მშვენივრად ისარგებლა “ბრიუსელის დამპყრობმა” მმართველთა ახალმა ლიბერალურმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშია ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბირელი. მათ თქვეს, რომ ფული არის, ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია ბაზარზე გაიტანოს ობლიგაციები, რომელთა გაყიდვით მიღებული შემოსავალი შეიძლება მოხმარდეს “სუსტების” ფინანსურ მხარდაჭერას.

მუქთა ფულის ევროპელმა მოყვარულებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საერთო ევროპული პროგრამის _ “ევროკავშირის აღდგენის ფონდის” _ რეალიზაციას. თუმცა, რატომ არ უნდა დაეჭირათ, თუკი პოლონეთისთვის, ლიეტუვისთვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის დოტაციებმა 35%-ით მოიმატა; კერძოდ, ბალტიისპირეთის სამმა რესპუბლიკამ 7 წლის განმავლობაში 1,15 მლრდ ევრო მიიღო დამატებით?

და მხოლოდ ახლა, როცა ყველა პროცედურა შეთანხმებულია და საბოლოოდ დამტკიცებული, ევროკომისიამრომანტიკოსებსა და მეოცნებეებსგანუმარტა, რომ ფული, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ არა მუქთა. პირველ რიგშიევროკავშირის აღდგენის ფონდიუნდა შეივსოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ახალი გადასახადების შემოღებით, უწინარესად _ “ეკოლოგიური ხასიათისგადასახადების; მეორე _ გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები დაფარავს ფონდისთვის საჭირო ფინანსების მხოლოდ მესამედს. დანარჩენის მოპოვება უნდა მოხდეს ბაზარზე ევროობლიგაციების გატანით, ანუ ევროპის ფინანსურ ბაზრებზე ვალის აღებით.

შესაბამისად, მოუწევთ ფულის დაბრუნება, ე.ი., “გაჭირვებულთათვის” ეკონომიკური დახმარება გაფორმდება მკაცრად ხანგრძლივვადიანი კრედიტების სახით მიმღები ქვეყნების მთავრობების გაკონტროლებით.

საერთოდ კი, ევროპაში მუქთა ფული დამთავრდა. ახლა ოცნებების ასასრულებლად ყველას მოუწევს თანხის სრულად გადახდა, ხოლო ინტეგრაციის გაძლიერება საერთო ევროპული პროექტის შიგნით შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისედაც ღარიბი პერიფერიის ეკონომიკური ექსპლუატაციის გაძლიერებით.

ასეთ პერსპექტივას კარგად აცნობიერებენ აღმოსავლეთ ევროპის ლიმიტროფები, მაგრამ მას ჯიუტად არ აქცევენ ყურადღებას. კონკრეტულად ახლა ბუღალტრული ინდიკატური ეკონომიკური მაჩენებლები ზრდაზე მიუთითებს, შედეგები კი იქნება 7-8 წლის შემდეგ, როდესაც შტურვალთან ამჟამად მყოფი ადამიანები საპატიო პენსიაზე იქნებიან და დანანებით იტყვიან, რომ შემცვლელებმა “მათი ცხოვრების საქმე” გააფუჭეს.

ნებისმიერ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ზეიმი დასრულდა. დადგა დროება, როცა ევროკავშირი, მშობელი დედა კი არა, დედინაცვალია.

russtrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here