მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შეტყობა სულ უფრო რთული საქმე ხდება, განსაკუთრებით, თუ ეს მოვლენები ეწინააღმდეგება იმას, რასაც ლაპარაკობენ ე.წ. სიღრმისეული სახელმწიფოს წარმომადგენელი უფლებამოსილი პირები, მაგრამ საინფორმაციო რესურსმა Real Raw News–მა ეს მოახერხა.
თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ ჯო ბაიდენი ხშირად მსჯელობს კოვიდ-19-ზე: “ამერიკისთვის პანდემიაზე საშიში მხეცი არ არსებობს”; “პანდემია” დიდხანს გაგრძელდება, მას უნდა ვებრძოლოთ მასობრივი ვაქცინაციით”; “ლოკდაუნის რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს” და ა.შ. სოციალურ ქსელებში ამ “მსჯელობის” საწინააღმდეგო ცნობებს კი ციფრული სივრცის მცველები ანადგურებენ, თუმცა ალტერნატიული ინფორმაცია ზოგჯერ მაინც აღწევს საზოგადოებამდე.
აი ერთი ისტორია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომ აშშ–ის ხელისუფლების ზედა ფენებში “პანდემიაზე” ერთნაირი თვალსაზრისი არ არსებობს.
10 თებერვალს გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის ვირტუალური (ოღონდ პირდაპირ რეჟიმში) შეხვედრა ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსნებთან პანდემიის თემაზე. ამ დახურული ვიდეოკონფერენციის ოქმი არ არსებობს, მაგრამ არის ვიდეოკონფერენციის შინაარსის ვერსია, რომელიც მოამზადა საინფორმაციო რესურსმა Real Raw News-მა (სპეციალიზებულია “აკრძალული” ამბების გავრცელებაზე).
ვიდეოკონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ახალი დირექტორი როშელ ვალენსკი და ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი ენტონი ფაუჩი, რომელსაც წარმოადგენენ, როგორც მთავარ ექსპერტს კოვიდ-19-ის საკითხებში. ფაუჩის დამსახურება არის ის, რომ კოლეგებზე უკეთ შეუძლია მოქალაქეების შეშინება პანდემიის საშინელებებით. და აი მისი ბოლო ახალი ამბავი: “აშშ–ში მცხოვრებთ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ წელს, არამედ 2022 წლის ბოლომდე მოუწევთ ნიღბების ტარება”.
ბაიდენისა და ჯანდაცვის მაღალჩინოსნების შეხვედრაზე განხილული იყო საკითხი ფლორიდის შტატში კოვიდ-19-თან ბრძოლის ორგანიზების შესახებ. ამ შტატის მთავრობამ, გუბერნატორ რონ დესანტისის განკარგულებით, უარი განაცხადა ფედერალური ცენტრის მოთხოვნით რამდენიმე შეზღუდვის დაწესებაზე.
შტატის დაუმორჩილებლობაზე ლაპარაკისას ბაიდენმა განაცხადა, რომ აკრძალავდა ფლორიდის შტატთან საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლის, სანამ შტატში ვაქცინაცია მასობრივად არ ჩატარდებოდა. ენტონი ფაუჩის თქმით, შტატის მიერ ფედერალური მთავრობის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება ფუჭად იქცეს პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა, რადგან ფლორიდა არის ადგილი, სადაც კოვიდ-19 მუტაციას განიცდის და გამორიცხული არ არის, რომ კიდევ უფრო საშინელი ახალი ვირუსი იქიდან გავრცელდეს. როშელ ვალენსკიმ კი დასძინა: შტატის მცდელობა, არად ჩააგდოს ფედერალური მთავრობის მოთხოვნა საავტომობილო და საჰაერო მიმოსვლების აკრძალვის შესახებ “იქნება ამორალური, ეგოისტური და, შესაძლოა, უკანონოც”.
შემდეგ ბაიდენმა დესანტისი გალანძღა იმის გამო, რომ ფლორიდის ეკონომიკა “ღია” დატოვა “კოვიდის ბნელ დღეებში”.
საპასუხოდ, გუბერნატორმა მოიყვანა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმადაც ქვეყნის ფონზე შტატში შექმნილი ვითარება სულაც არ არის ცუდი. შემდეგ კი მოკლედ მოჭრა: “მე არ დაგემორჩილებით… ფლორიდა კატეგორიული წინააღმდეგია. მოგზაურობის აკრძალვა ან გადაადგილების შეზღუდვა იქნება ფედერალური ხელისუფლების ბოროტად და უხეშად გამოყენება რაიმე იურიდიული ან მეცნიერული დასაბუთების გარეშე. ჩვენ კოვიდ-19-ის ვითარებას ვაკონტროლებთ, თქვენ კი ჩვენს შტატსა და მის მცხოვრებლებზე უკანონო ძალაუფლების დამყარებას ცდილობთ”.
ბაიდენმა საპასუხოდ ვერაფერი მოიფიქრა და განუცხადა: “კეთილი, კაცო, ფლორიდას სჭირდება ჩვენი დახმარება, თქვენ კი გჭირდებათ ვაქცინები, რომლებიც რთული საშოვნელია (C’mon, man, C’mon, man, Florida needs our help, and you need vaccines, which are hard to come by, isnt that right, Dr. Fauci right, Dr. Fauci)“. რონ დესანტისმა კი მიუგო, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა შტატის ჯანდაცვის ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებსაც უფრო ენდობა, ვიდრე ფინანსურად მოტივირებულ ფედერალ მაღალჩინოსნებს. ეს იყო პირდაპირი გამოხდომა პრეზიდენტის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ფაუჩი ლობირებს Big Pharma-ს ინტერესებს, კერძოდ, ვაქცინის წარმოებას. “აღარ გეყოთ ვაქცინებით ფულის კეთება, დოქტორო ფაუჩი?!” _ ჰკითხა გუბერნატორმა ვაქცინის წარმოების ლობისტს. შემდეგ მიმართა პრეზიდენტს: “ჯო, თუ თქვენ ასე მოქმედებას განაგრძობთ, მე უფლებას მივცემ შტატის ეროვნულ გვარდიას, დაიცვას შტატის მცხოვრებთა მოძრაობა”. ამ ფრაზამ ბაიდენს თავმოყვარეობა შეულახა: “მომმართეთ, როგორც ბატონ პრეზიდენტს ან პრეზიდენტ ბაიდენს”. ამაზე ფლორიდის გუბერნატორმა რამდენიმე სიტყვა თქვა არანორმატიულ ლექსიკაზე და ვიდეოკონფერენცია დატოვა.
მოკლედ, ამერიკაში სულ უფრო საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ჯო ბაიდენი თეთრ სახლში თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ამერიკა კი _ თავისი ცხოვრებით. სანამ ტეხასის შტატს თოვლი და ყინვა უტევს, ბაიდენი თბილ თეთრ სახლში გლობალურ დათბობაზე მსჯელობს.
რამდენიმე დღის წინათ საკაბელო ტელეარხ NSNBC-ზე გამოვიდა თეთრი სახლის მრჩეველი კოვიდ-19-ის საკითხებში _ ენდი სლავიტი, რომელმაც ორ შტატში _ კალიფორნიასა და ფლორიდაში _ კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარება ერთმანეთს შეადარა. კალიფორნიის გუბერნატორმა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა გევინ ნიუსონმა ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა “პანდემიასთან საბრძოლველად”. კალიფორნიაში მცირე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია, მოიმატა ფსიქიკური დაავადებების შემთხვევებმა. ფლორიდის გუბერნატორს, რესპუბლიკელ რონ დესანტისს თავის “სამფლობელოში” მსგავსი შეზღუდვები არ აქვს, იქ ნიღბების ტარებაც კი არ არის სავალდებულო. გაკონტრების შემთხვევებიც მინიმალურია. ენდი სლავიტი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ 1000 მცხოვრებზე გაანგარიშებით ინფიცირებულების, ჰოსპიტალიზებულებისა და გარდაცვლილთა სტატისტიკური მონაცემები ფლორიდაში უკეთესია, ვიდრე კალიფორნიაში.
ამაზე თეთრი სახლის მრჩევლის კომენტარი “ვირტუოზული” იყო: “ორ შტატს შორის განსხვავება ჩვენი ახსნა-განმარტების ჩარჩოებიდან გადის”.
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა