Home რუბრიკები პოლიტიკა აქა ამბავი ჩახდილი შარვლებით რუსის ჯართან მებრძოლი “პატრიოტებისა”

აქა ამბავი ჩახდილი შარვლებით რუსის ჯართან მებრძოლი “პატრიოტებისა”

რას “ახურებენ” ხურვალეთში ქაცარავას “ქაცარები”?

4947
აქა ამბავი ჩახდილი შარვლებით რუსის ჯართან მებრძოლი “პატრიოტებისა”

გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა .. საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ისედაც პერმანენტულად დაძაბული ვითარების ხელოვნურად კიდევ უფრო დაძაბვის არცთუ წარუმატებელი მცდელობა იყო; მცდელობა, რომელშიცმთავარ ოპოზიციურძალად ევრო თუ მიშნაცებთან ერთად ჩართული იყო .. მესამე, არასამთავრობო (ასო) სექტორი სახალხო დამცველთან და ლიბერასტულ ტელევიზიებთან (“რუსთავი 2”, “ტვ პირველი”) ალიანსში.

მეორე, უმთავრესი თუ არა, არცთუ უმნიშვნელო თემა გასული კვირისა ქვეყანაში კრიმინალის გააქტიურება გახდა, რაც კიდევ ერთი მიზეზ-საბაბი აღმოჩნდა ქვეყნის “მთავარი ოპოზიციური ძალისთვის” ქოცების გაკოტრებულ ხელისუფლებაზე იერიშის მისატანად; თემა, რომელიც, ხურვალეთში “გახურებისგან” განსხვავებით, ნაცების მიერ აშკარად ხელოვნურადაა პოლიტიზებული უტიფარ-უნამუსო (თუ რატომ უტიფარ-უნამუსო, ამაზე ქვემოთ) ლოზუნგით _ “ჩვენი (ნაცების) ხელისუფლების დროს კრიმინალი არ იყო”(?!). ხურვალეთში “გახურებაზე” საუბრით სტატიის დამთავრება მაქვს განზრახული და ამიტომ ჯერ გააქტიურებული თუ, საზოგადოდ, დამძიმებული კრიმინალური ვითარების თემა ამოვწუროთ… ყაჩაღი, ქურდი, ავაზაკი, მკვლელი და ა.შ. _ ყველა კრიმინალი ციხეში უნდა იჯდეს. ამაზე დასაბამიდანაა შეთანხმებული კაცობრიობა, მაგრამ რის ფასად? _ დასვა კითხვა საზოგადოებრივი მოწყობის ახალმა ფორმაციამ _ დემოკრატიამ და თვითვე უპასუხა დასმულ კითხვას: “სჯობს, ათასი დამნაშავე გარეთ იყოს, ვიდრე თუნდაც ერთი უდანაშაულო იჯდეს ციხეში”.

არ ვიცი, კონკრეტულად ვის ეკუთვნის ეს ჰუმანური გამონათქვამი, მაგრამ სწორედ ეს სენტენციადქცეული ჭეშმარიტება რომ უდევს საფუძვლად სამართლიან მართლმსაჯულებას, ამაზე არავინ დავობს იმ დასავლეთში, რომლისკენაც ვითომ მიისწრაფვის საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია. ამ სენტენციის პრაქტიკული გამოყენების გამო ჰყავთ დასავლური დემოკრატიების ქვეყნებში ავტორიტარული (რომ არაფერი ვთქვათ ტოტალიტარულზე) მმართველობის სახელმწიფოებთან შედარებით გაცილებით მცირე რაოდენობის პატიმრები და, შესაბამისად, მეტი კრიმინალია ციხის გარეთ.

ფაშისტურ გერმანიაში უამრავი პოლიტპატიმარი ჰყავდათ, ხოლო კრიმინალი _ თითო-ოროლა. ეს ისე, ცნობისთვის და ზემოხსენებულ უტიფარ-უნამუსოებისთვის იმის შესახსენებლად, როგორ იღრიალა პარლამენტის ტრიბუნიდან გერმანელი ჰიტლერის ქართველმა კლონმა და უტიფარ-უნამუსო ნაცების ბელადმა მიშა სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან: ყველანი ციხეში!”. ეს ჰუმანური სენტენციის საპირისპიროს ნიშნავდა: სჯობს, ათასი უდანაშაულო იჯდეს ციხეში, ვიდრე ერთი დამნაშავე იყოს გარეთ. ბელადის ამ კაცთმოძულე მოწოდებას _ ყველანი ციხეში!” _ ფეხზე ამდგარი ოვაციებით მიესალმა უტიფარ-უნამუსო პარლამენტართა არმია.

რაც მოჰყვა ამ ოვაციებს, კარგად გვახსოვს: უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში დახვრეტა; .. შეკრებითობის კანონის ძალით მრავალი ახალგაზრდისთვის პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობის მისჯა; პატიმრების მასობრივი წამება, გაუპატიურებები, მკვლელობები და რა ვიცი, ვინ მოთვლის იმ ჯოჯოხეთის დეტალებს, რომლებსაც ყველას ერთად ქართველთმოძულე ნაცების 9-წლიანი ფაშიზმი, სადისტური რეჟიმი ერქვა. და ეს უტიფარუნამუსონი ბედავენ და ამბობენ: “ჩვენ დროს კრიმინალი არ იყოო”.

რის ფასად? ყოველივე ზემოთქმული და ართქმული საშინელებების ფასად?

ნახევარი საქართველო დაჭერილი ჰყავდათ, მეორე ნახევარი პრობაციონერი იყო და კრიმინალს ვინღა ჩაიდენდა?! ამ ხუმრობაში სიმართლის მწარე მარცვალი ურევია…

კრიმინალი ყველგან არსებობს და კრიმინოგენული ვითარების სიმძიმე-სიმსუბუქე, დანაშაულთა რაოდენობით კი არა, გახსნილი საქმეების რაოდენობით ფასდება; კომპონენტით, რომლის მიხედვით, არა მგონია, საქართველო ბოლო ადგილს იკავებდეს ევრაზიის კონტინენტზე.

ძველი, თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიების პოლიტიკური ნება, ანუ სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება არ არსებობს, თორემ, ვიმეორებ, დღევანდელ რეალობაში ქართველ სამართალდამცავთა ქმედებები კრიმინალის მიმართ და, საერთოდ, კრიმინოგენური ვითარების მაჩვენებლები, არა მგონია, საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს არ სჯობდეს.

ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ რეალური, საფუძვლიანი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი, ამ ღვთით დალოცვილ მიწაზე არავის შიოდეს, არავის სწყუროდეს, არავის სციოდეს და .. ელემენტარული, სასიცოცხლოდ აუცილებელი მინიმუმით უზრუნველყოს სახელმწიფომ მოსახლეობა, მაგრამ ეს სხვა საკითხია და ამაზე _ სხვა დროს. ახლა კი დავუბრუნდეთ წინამდებარე წერილის მთავარ თემას.

დავით ქაცარავა
დავით ქაცარავა

ქაცარი მეგრულად თხას (თხის შვილს) ნიშნავს; ცხოველს, რომელიც, ჭკუით კი არა, სიჯიუტით არის გამორჩეული. აბა, უჭკუო თხის გარდა, ვინ ჩაიდენდა ხურვალეთში იმ საქციელს, რომელსაც რუსი ოკუპანტებისთვის შიშველი უკანალების ჩვენება ჰქვია?!

რას მივაღწევთ მსგავსი “პერფორმანსებით”, გარდა იმისა, რომ რუსი ოკუპანტები კიდევ უფრო გადმოიწევენ აქეთ?

და საერთოდ, ვინ მისცა დავით ქაცარავას იმის უფლება, რომ ლამის მთელი ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს დაიცავსკონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებს რუსი ოკუპანტების შემოჭრისგან?

როგორც ხურვალეთის ინციდენტმა დაგვანახვა, ხურვალეთის მკვიდრთ ხურვალეთშიგახურებისუფლება დავით ქაცარავასთვის არ მიუციათ. მეტიც, ისინი დასანახავად ვერ იტანენძალადმაცხონე, არამკითხე მოამბექაცარავასა და მის ამქარს დარუსეთთან მებრძოლ” “ქაცარებსდაემუქრნენ: ხურვალეთში არ შეგიშვებთო!

ზემოთ “რუსთავი 2” და “ტვ პირველი” ვახსენე და სწორედ ამ ტელევიზიებმა ამოჭრეს დავით ქაცარავას, მისი გუნდისა და ქართველი ჟურნალისტების მიმართ ხურვალეთელების აგრესიული დამოკიდებულების ამსახველი კადრები _ რა გინდათ, თავი დაგვანებეთ, რუსები არაფერს გვიშავებენ და მოშორდით აქედანო, მოთქვამდნენ ხანში შესული ქალები. ერთმა ახალგაზრდა კაცმა პოპულიზმში დასდო ბრალი ქაცარავას: მაგას თავის გამოჩენა უნდა. კი, რუსი ოკუპანტია, მაგრამ რა ვქნათ?! ქაცარავა რომ ჩაიხდის და უკანალს დაანახვებს რუსებს, ამით წართმეულ მიწებს დაგვიბრუნებენო? ციტირებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შინაარსობრივად ზუსტად ასე თქვა ხურვალეთელმა ახალგაზრდა კაცმა.

მოკლედ, ხურვალეთელთა (და არა მხოლოდ) პოზიცია ასეთია _ არამკითხე მოამბეებმა და ძალადმაცხონე ქაცარებმა თავი დაგვანებეთ; თავის გამოჩენის მცდელობაში რაღაც უბედურებას დაატრიალებთ, თქვენ გაიქცევით და რუსებთან პირისპირ ისევ ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობა, დავრჩებითო. რა, 2008-ში ამის მწარე გამოცდილება არ აქვს სრულიად შიდა ქართლს?

წინამდებარე წერილზე მუშაობისას, რომ იტყვიან, დავგუგლე “მებრძოლი რაინდი” დავით ქაცარავა და, ჰოი, საკვირველებავ, ისეთ ინფორმაციას წავაწყდი, მოულოდნელობისგან ლამის სკამიდან გადმოვვარდი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი და ხურვალეთში რუსებისთვის ყველაზე მაგრად “გამხურებელი” ქაცარავა 2013-2017 წლებში ხუთ რუსულ მხატვრულ ფილმში ყოფილა გადაღებული. მართალია, იმ ფილმების რეჟისორ-პროდიუსერები, ძირითადად, სომეხი ეროვნებისანი არიან, მაგრამ მერე რა?! ჯერ ერთი, ეს ფილმები რუსეთში, რუსული ფულითა და რუსულ თემატიკაზეა გადაღებული; მეორე და, ჩემი აზრით, უმთავრესი _ რუსი და სომეხი ხალხები პოლიტიკურ-იდეოლოგიურად ვის გაუყვია?! ისინი ხომ სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთის სტრატეგიული მოკავშირეები არიან?!

მინდა, რუსული კინემატოგრაფის ამომავალ თუ უკვე ამოსულ ვარსკვლავს შეკითხვა დავუსვა: როგორც ამბობენ, ახლანავაროჩენიჯიპით რომ დაქრის, რომელსაც ქართულად აწერიარუსეთი ოკუპანტია”, 2013-2017 წლებში, როდესაც რუსები კინოში იღებდნენ და ჰონორარებსაც უხდიდნენ, მაშინ არ იცოდა თხის ჭკუის მქონე კინოვარსკვლავმა ქაცარავამ, რომ რუსეთი ოკუპანტი იყო?

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მკითხველმა თავად განსაჯოს, რა უნდოდა რეალურად ქაცარავას, როცა ხურვალეთში “გაახურა”, ადგილობრივი მცხოვრებლების დაცვა რუსი ოკუპანტებისგან თუ ისეთი პროვოკაციის მოწყობა ხურვალეთში, დასაცავიც აღარავინ და არაფერი დარჩენილიყო და არა მხოლოდ ხურვალეთში, არამედ ჯერ კიდევ ჩვენად სახელდებულ დანარჩენ შიდა ქართლში.

დავით მხეიძე

P.S. მივმართავ ცვედან ხელისუფლებას! თუ იმის ერთი ადგილი არ გაქვთ, რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყოთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ .. საზღვრისპირა სოფლებში, ძალოვანი სტრუქტურების ოფიციალურ წარმომადგენელთა გარდა, ვერანაირიქაცარებივეღარ შევიდნენ ჩახდილი შარვლებით რუსის ჯართან საბრძოლველად!

1 COMMENT

  1. ამ აქციის ორგანიზატორების პოლიტიკურ- მორალური მხარე მაინტერესებს , ვინ არიან და ყველა აქციაზე რო მიდიხართ თქვე უბედურებო ბრბოვ, მარტო ფული რო გაინტერესებთ და ფულია თქვენთვის ღირსებაც და ნამუსიც, იმიტომაა ამდენი ტვინგამოლაყებული მაწანწალა რო გვყავს, რუსებს ღორული საქციელით ვერ შეებრძოლები, როცა მტერი უღირსია, უღირსებით კი არა შენი ღირსებით უნდა ებრძოლო, მითუმეტეს როცა იცი , რომ საქართველო ამ ოკუპანტებთან და ქართველი ხალხის გამანადგურებელ ძალასთან ცამდე მართალია. ხოდა რას ჩადიხართ, საცოდავებო!!! იქნებ რუსული ფულითაა დაფინანსებული ეს აქციაც იმიტომ რომ დაგცინონ მერე, ფუიიი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here