Home რუბრიკები პოლიტიკა აქა ამბავი აშშ-ის პრეზიდენტიდან ბაკულას ღორებამდე

აქა ამბავი აშშ-ის პრეზიდენტიდან ბაკულას ღორებამდე

ჯო ბაიდენი

გასული კვირის ინფორმაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი უთუოდ ნატოსა და უკრაინის გაერთიანებული ძალებით ყირიმისგათავისუფლებისსაკითხს შეეხებოდა, სამხედრო ძალით, რაც, სულ ცოტა, ფართომასშტაბიან საომარ ოპერაციას ნიშნავს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ახალ მსოფლიო ომად შეიძლება ტრანსფორმირდეს.

კიდევ ერთხელდა ხვალ იყო ომი”?

ამ შემაშფოთებელი შეკითხვით მიმართეს ექსპერტებმა ისრაელის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იაკობ კედმის, რომლის პასუხი შექმნილ ვითარებაში მოულოდნელად დინჯი იყო:

_ არა, არავითარი ომი არ იქნება, არც უმნიშვნელო, არც მსოფლიო ომი.

უკრაინაში ომის მოლოდინის განწყობილების გამწვავება მაგონებს პროვოკაციას ყირიმის ყურეში, სადაც შეჭრას შეეცადა რამდენიმე უკრაინული კატარღა.

მაშინაც შეიქმნა ისეთი სიტუაცია, თითქოს აშშ-მა ერთგვარად გული აიცრუა უკრაინაზე. ამჟამად მსგავსი რამ განმეორდა.

ვლადიმერ ზელენსკი
ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკიმ და მისმა გარემოცვამ ზოგიერთი ვაშინგტონელი ამხანაგის მითითებით მოაწყვეს დაუფარავი დემარში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების იმიტაციით, რათა იძულებული გაეხადათ (აშშ-ის პრეზიდენტი) ბაიდენი, დაერეკა ზელენსკისთვის. ატმოსფეროს დაძაბვის ერთადერთი მიზანი ეს იყო.

თუ უწინ საამისოდ დასჭირდათ გააფთრებული პროვოკაციის მოწყობა (კატარღების შეჭრა), ამჯერად ასეთი პროვოკაციის გარეშე მოახერხეს ისტერიკის გაღვივება. ბაიდენმა დაგვივიწყა, გული აიყარა _ აღარ რეკავს!..

ამ საზიზღარი, ბინძური, იაფფასიანი, პრიმიტიული, ვულგარული ისტერიკის ამოცანა მარტივი იყო: ევროპა უკრაინისკენ აღარ იხედება, აშშ თვალს გვარიდებს, ამიტომ უნდა ჰქმნან ყურადსაღები რამ.

გააკეთეს. რა უპასუხა ბაიდენმა? ჩვენ თქვენთან ვართ, მხარს გიჭერთ!

რით და როგორ შეიძლება დაეხმაროს უკრაინას ბაიდენი ახლა, ამჟამად? რით შეიძლება დაეხმაროს ნატო უკრაინას მოცემულ მომენტში?

_ უკრაინის ნაცვლად ვიომებთ, ჩვენი ნაწილები მიიღებენ მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ომშიო?

_ ეს არავის უთქვამს! უკრაინელებს სურდათ ამის მოსმენა. არ უთქვამს მსგავსი რამ არც ბაიდენს, არც აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსს. მან განაცხადა, სავსებით ნეიტრალური ფრაზა: ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით, ჩვენ მხარს დაგიჭერთ. ისინი ასევე უჭერდნენ მხარს საქართველოს. დაე, დაუჭირონ! მათ შეუძლიათ, გამოაცხადონ დასავლეთ ევროპის ყველა ტაძარსა და შეერთებული შტატების ყველა ეკლესიაში ლოცვის ერთიანი დღე. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ “საყოველთაო მობილიზაციას?!”

შეუძლიათ შეაგროვონ და გაუგზავნონ თბილი ტანსაცმელი.

დიდად პატივცემულმა ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელებს გაუგზავნა, მაგალითად, ვაქცინის მილიონი დოზა?

_ კარგი შეკითხვაა.

_ ცოტა ფულიც მიაწოდა? იქნებ ვინმეს წამოსცდა ევროპაში: _ რადგან ასე გიჭირთ, დაგეხმარებით… რით? ფულით? არა, არა, არა! ვაქცინით? არა, რა თქმა უნდა, რაზე ლაპარაკობთ! აბა, რით დაეხმარებიან უკრაინას? იმით, რომ რუსული გაზით გამთბარ ბინებში ისხდებიან თავიანთ ევროპაში? ან ამერიკელები _ შტატებში და თავის ქნევით დაუდასტურებენ: ო, ეს საზიზღარი პუტინი, ოხერი და მამაძაღლი, რას აკეთებს! გაკიცხვას იმსახურებს!

აქა ამბავი აშშ-ის პრეზიდენტიდან ბაკულას ღორებამდე

გაკიცხონ! მათი ნებაა.

მაგრამ არც ერთ მათგანს, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს არც სამხედრო დახმარების, არც ეკონომიკური დახმარების, არც სამედიცინო დახმარების შესახებ.

ერთადერთი, რაც ბაიდენმა გააკეთა, დარეკა! დიადი საქმე გაუკეთა უკრაინას! დაურეკა იმ ტაკიმასხარას და უთხრა: დამშვიდდი, შენთანა ვარ, არ ინერვიულომორჩა და გათავდა. უკრაინის ყველა პრობლემა გაქრა და ეს არის დიდი სიხარულის მიზეზი.

დღეს უკრაინისკენ გადაფურთხებაც კი არავის სურს

მაგრამ, როცა იწყებენ ისტერიკის პროვოცირებას, მაშინ მყისიერად რეაგირებენ.

უკრაინის საერთო მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მსოფლიო სავალუტო ფონდს ჯერ არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება, არ მიუცია დახმარება. დღეს არავინ არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით. შეიძლება გაუგზავნონ ჩამოსაწერი საბრძოლო მასალები, ისედაც რომ ლპება საწყობებში. სხვა არაფერი! რისთვის ვარდებიან ისტერიკაში?

_ საისტერიკო ისაა, რომ არავინ იცის, ვინ მართავს დღეს უკრაინას, რას იქმს ეს კაცი, შეიძლება მოულოდნელად ომი გამოუცხადოს რუსეთს.

_ ვერ შეძლებს, რადგან კონსტიტუციით მის უფლებამოსილებას აღემატება. წინამორბედი პრეზიდენტის დროს აშშ-ის სტრატეგიული ჯარების სარდალმა თქვა (ეს ამერიკის ისტორიაში გაუგონარი შემთხვევა იყო), რომ პრეზიდენტის უკანონო ბრძანებას არმია არ შეასრულებს. იგი ლაპარაკობდა იმ ვარიანტის შესახებ, როცა ტრამპი თავისი უგუნური ქმედებით შეეცდებოდა შეერთებული შტატების ჩათრევას ომში. ამერიკაში საკმარისად არის გამაწონასწორებელი წინაღობები და ძალები, უწინარეს ყოვლისა, არმია. სამხედროებზე უკეთ არავინ იცის ომის ფასი.

_ ეს ზუსტია!

_ და არავის მიეცემა უფლება, ჩაითრიოს შეერთებული შტატები ომში ვიღაც ტაკიმასხარის გამო, რომელსაც აწუხებს საკუთარი პოპულარობის პრობლემა თავის ქვეყანაში. ვინ წარმოიდგენს, რომ ამერიკელები თავიანთ ქვეყანას სტრატეგიული თერმობირთვული თავდასხმის სამიზნედ გახდიან ვიღაცის და რაღაცის გამო. მსგავსი რამ ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

ერთია სხვისი დაბომბვა, როცა საპასუხო დარტყმას არ ელოდები, მაგრამ დღეს ასეთი რამ შეუძლებელია. შეუძლებელია, ვინც გინდა, იყოს ამერიკაში პრეზიდენტი, როგორი უნარისა და შესაძლებლობის.

ასეა აწყობილი ამერიკული ძალაუფლების სისტემა _ საჯარისო, სტრატეგიული.

აქა ამბავი აშშ-ის პრეზიდენტიდან ბაკულას ღორებამდე

აქედან და შენამდე _ ხუთ ათას კილომეტრზე

კოლეგები დაინტერესდნენ პრეზიდენტ ბაიდენის პუტინთან სატელეფონო საუბრის კედმისეული შეფასებით. რას უნდა ნიშნავდეს აშშის მიერ რუსეთთან ურთიერთობის მაქსიმალურად გამძაფრების პარალელურად პრეზიდენტების სამიტის შეთავაზება?

_ თუ აშშ-ს სურს, განახორციელოს რამენაირი საერთაშორისო პოლიტიკა, მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება. თუ ვერ მოელაპარაკებიან, ვერც განახორციელებენ. ეს შტატებში უკვე შეიგნეს ეს და გაითვალისწინეს.

_ რამდენად დაუახლოვდნენ რუსეთი და ამერიკაცხელ კონფლიქტს”, როცა უკიდურესად მწვავე შეფასებების ფონზე ორივე მხრიდან საჯარისო ნაწილების არნახული კონცენტრაცია ხდებოდა საზღვრების გასწვრივ?

_ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ეს (მკაცრი შეფასებები) სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. დიდხანს ველოდით და, როგორც იქნა, დაიწყეს ლაპარაკი იმ ენაზე, რომელიც მათთვის (ამერიკელებისთვის) გასაგებია. უნდა დაიცვან წესიერება, ზრდილობა… ზრდილობიანად შეიძლება ადგილზე მოსვა ყველა, ვინც გინდა იყოს. ლავროვმა ეს შესანიშნავად გააკეთა ამ დღეებში.

უკრაინის პრესის ისტერიკული რიტორიკის გარდა არაფერი მომხდარა: ბაიდენმა დაურეკა ზელენსკის. სხვა არაფერი. უკრაინელებმა (ტელევიზიით) აჩვენეს ტექნიკით დატვირთული მატარებლების შემადგენლობების გადაადგილება. ამის იქით _ არაფერი. გადაიყვანეს დაშორიშორების ხაზისკენ მცირეოდენი ჯარი და 120-მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნები. სულ ეს იყო. მაშასადამე, ეს ნიშნავდა პუბლიკაზე მუშაობას ისტერიკისა და პოლიტიკური დაძაბულობის შესაქმნელად. მაგრამ, როცა ზელენსკიმ ისტერიკულად შესძახა _ მხოლოდ ნატო გადაგვარჩენს! მას უპასუხეს, რომ ნატოს მხარდაჭერა ილუზიაა, მაშინ დაამატა: “ჩრდილოეთის ნაკადი” მაინც გადაკეტეთ და ახალი სანქციები დაუწესეთო რუსეთს.

ეს არის სიტყვების სრულიად უაზრო, შემთხვევითი გროვა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არასოდეს მოჰყოლია. რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას არავინ აპირებს, გათავხედებული და უზნეო ტვინგაყინული უკრაინელი ნაცისტებიც კი.

უკრაინის პროპაგანდის მიხედვით, რუსეთის საზღვრის გასწვრივ განლაგდა ფედერაციის 40-ათასიანი საარმიო კონტინგენტი, მაგრამ საზღვარიც ხომ დიდია. ყირიმში კი დგას 28-30-ათასიანი ჯარი. მაშ, რა არის პრობლემა?! დასავლეთის საზღვართან გადაისროლეს ერთი სატანკო არმია. ეს ნიშნავს, რომ, თუ იგი მოძრაობას დაიწყებს რუსეთ-ბელარუსის საზღვრიდან პოლონეთის მიმართულებით, ერთი ოპერატიული ნაბიჯით გერმანიაში დაასრულებს ყველაფერს. გარღვევა ასეული კილომეტრია. ასეთია მანევრები, წვრთნა, რომლებსაც რუსეთი წელიწადში ერთი-ორჯერ აწყობს.

ამჟამად მიმდინარეობს მანევრები დასავლეთშიც _ ალბანეთიდან ნორვეგიამდე. რამდენიმე ქვეყანაა ჩართული, რამდენიმე ფლოტი, რამდენიმე სამხედრო-საჰაერო, როგორც ტაქტიკური და ოპერატიული ძალა. რამდენიმე არმიაა. რთული ოპერაცია, მაგრამ _ ჩვეულებრივი.

_ ესმით კი დასავლეთში, რას წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალები დღეს?

_ სამხედროებს ესმით. რამდენად ერკვევიან ამაში ე.წ. სამხედრო მიმომხილველები, ჟურნალისტები, ვერაფერს გეტყვით. რუსეთს შეუძლია, გადაისროლოს რამდენიმე არმია ხუთი ათას კილომეტრზე სულ რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს უნარი დღევანდელ მსოფლიოში არც ერთ არმიას არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ერაყში შესაჭრელად ამერიკელები ნახევარი წლის განმავლობაში აგროვებდნენ ჯარს. ნატოს განცხადებით, სრულფასოვანი არმიის რუსეთისთვის დასაპირისპირებლად მას ერთ თვეზე მეტი დასჭირდება. ეს ევროპის შესანიშნავი გზებით _ რკინიგზით თუ საავტომობილო მაგისტრალებით.

რუსეთის სტრატეგიული სახმელეთო ჯარების მობილურობა მსოფლიოში უმაღლეს დონეზეა, ამიტომ რუსეთს არ დასჭირდება ჯარების თავმოყრა იმისთვის, რომ 48 საათში განახორციელოს სამხედრო ოპერაცია პოლონეთის ან უკრაინის საზღვარზე.

იქ, საიდანაც მზე ამოდის

_ სავარაუდოა წყნარი ოკეანის რეგიონში მოვლენების მოულოდნელი განვითარება, სადაც აღმავლობის გზაზე მდგარი ქვეყანა _ ჩინეთი შეეცდება, დაიბრუნოს ტაივანი. რას გააკეთებს ასეთ შემთხვევაში შეერთებული შტატები?

_ უწინარეს ყოვლისა, უნდა დამშვიდდნენ _ ჩინეთი დაიბრუნებს ტაივანს. რა საშუალებით? ჩინეთს ურჩევნია ისე და იმგვარად, როგორც ეს ჰონკონგის შემთხვევაში მოხდა. თუ ვინმე შეერთებულ შტატებში განიზრახავს ტაივანის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზის შექმნას ან ამერიკის ჯარების ჩაყვანას, ეს ჩინელებისთვის იქნება კაზუს ბელი (ომის გამოცხადების ფორმალური მიზეზი). არც გააჭიანურებენ, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ტაივანი არსად დაიკარგება.

ჩინეთის სტრატეგიული მიზანი ტაივანის მიმართულებით ძალის ისეთი უპირატესობის შექმნაა, რომელშიც ამერიკელები ვერ ჩაერევიან.

_ ამ ამოცანის გადაწყვეტასთან ჩინელები ახლოს არიან?

_ აქეთ მიიწევენ დაჟინებით. თუ ჩინეთი გადაწყვეტს ხვალ ტაივანში შეჭრას, ასეც მოიქცევა. შეერთებული შტატები წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ორი წლის შემდეგ ჩინეთი ამას უფრო იოლად შეძლებს თუნდაც შეიარაღების იმ რაოდენობითა და ხარისხით, რომელიც დღეს გააჩნია, ამიტომ ტაივანი თვითონ მივა ჩინეთთან. ეს საუკეთესო ვარიანტია. ტაივანელები ჩინეთს უწოდებენძირითად მიწას”, “მთავარ მიწას”. ისინი ნაწილი არიან მთავარი მიწის. მე ნამყოფი ვარ ტაივანში და ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. დღეს ჩინეთსა და ტაივანს შორის საქონელბრუნვა უზარმაზარია.

დასასრულ: რუსეთისა და ნატოს სამხედრო შეტაკების ალბათობა წლიდან წლამდე შემცირდება. იმ პირობებში, როცა რუსეთის არმია ყოველწლიურად ახალი სტრატეგიული იარაღით აღიჭურვება, მათ შორის ომის შესაძლებლობა შესაბამისად იკლებს. წლევანდელი წლის ბოლოს უფრო ნაკლები იქნება, გაისად _ უფრო მეტად შემცირდება, რადგან სამხედროებმა სხვებზე უკეთ უწყიან, რას ნიშნავს ასეთი დაპირისპირება.

ასეთად მესახება მომავალი, რომლის რეალური პერსპექტივა რუსეთის სამხედრო მრეწველობამ და სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შექმნეს.

პრეზიდენტია თუ მექანიკური თოჯინა?

რუსი ექსპერტები დაინტერესდნენ კედმის პასუხებით სამ შეკითხვაზე: რატომ დასჭირდა ბაიდენს პუტინთან დარეკვა? რას ელოდება აშშ? რას მიიღებს?

_ ჩემი აზრით, ეს არის ურთიერთობის განვითარების ბუნებრივი პროცესი. საკუთარ უპირატესობაში დარწმუნების მიუხედავად, ამერიკაში შესანიშნავად იციან, რომ რუსეთის გარეშე ბევრ მსოფლიო პრობლემას ვერ გადაწყვეტენ. ერთია პროპაგანდა, მეორე _ პრაქტიკული საქმე. ძირითადი მსოფლიო პროცესების ადგილიდან დაძვრა რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. აშშ ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა აქვს, რომლების გადასაწყვეტად რუსეთის, დახმარება თუ არა, მონაწილეობა აუცილებლად სჭირდება. მაგალითად, ისეთი პრობლემების, როგორებიცაა ირანის ბირთვული იარაღი, სირია, შეიარაღებული კონფლიქტები. აშშში მიხვდნენ, რომ დადგა დრო, გაარკვიონ, სად და რისი გაკეთება შეუძლიათ, ყველაფერს ამაოდ რომ არ შეეჭიდონ.

ამას ითვალისწინებდნენ რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როცა გადაწყვიტეს შემწყნარებლურად მიეტევებინათ ბაიდენისთვის გამოხდომა პუტინის წინააღმდეგ.

ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. აშშ მზადაა, განიხილოს ყველა პრობლემა რუსეთთან ერთად. ეს არ ნიშნავს დათანხმებას, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობის განვითარების გზაზე პირველი და აუცილებელი ნაბიჯი გადადგმულია, რაც კონსტრუქციულია და სასარგებლო ყველასთვის.

(პუტინისა და ბაიდენის) შეხვედრა გაარკვევს, ბაიდენი მექანიკური თოჯინაა თუ ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მქონე ფიგურა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება შეხვედრა, მასთან ერთად ვინ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას, ვინ მისცემს ტონს, როგორ ირეაგირებს იგი ნათქვამზე. მე მგონია, რომ ეს შეხვედრა მრავალმხრივ სასარგებლო იქნება.

_ ამ შეხვედრამდე ჯერ კიდევ მისასვლელია.

_ მოლაპარაკება გაიმართება, ეს ფსაკიმაც დაადასტურა. მან თქვა, რომ სანქციებს ან იმ ღონისძიებებს, რომლებსაც შტატები განახორციელებს, არავითარი კავშირი არ აქვს ამ შეხვედრასთან. ამავე ჭრილში უპასუხეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან: თუ განხორციელდება სანქციები ან ანტირუსული ქმედება, რუსეთი უპასუხებს, თანაც მკაცრად. ეს ნიშნავს, რომ, თუ ამერიკა საჭადრაკო სვლას გააკეთებს, რუსეთი უპასუხებს, შეიძლება ცოტა უფრო მკაცრადაც კი. მოლაპარაკების დროს განვიხილავთ ყველა პრობლემას და გამოვთქვამთ საკუთარ თვალსაზრისს. თუ ამერიკელები უარს იტყვიან შეხვედრაზე, კეთილი და პატიოსანი, არავინ არაფერს დაკარგავსო. მაგრამ, არა მგონია, რომ ამერიკელებმა უარი თქვან, რადგან შეხვედრა აუცილებელია.

შემდეგ გაირკვევა, რომელ საკითხებს განიხილავენ, რაზე მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და რამდენად შეძლებს აშშ, დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი, ამ გადაწყვეტილებების შესრულებას.

მსგავსი შეხვედრა ბაიდენის წინამორბედ პრეზიდენტთან გაიმართა და თითქმის არც ერთი გადაწყვეტილება თუ შეთანხმება არ შესრულებულა სენატისა და კონგრესის მტრული დამოკიდებულების გამო. ამჯერადაც იგივე შეიძლება გამეორდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ღირს საკუთარი ინტერესების განხილვა. ეს ეხება ორივე მხარეს.

ვფიქრობ, რუსეთს აქვს შესანიშნავი საშუალება, წარმოადგინოს ამ შეხვედრაზე თავისი თვალსაზრისი და მოსთხოვოს შეერთებულ შტატებს, აღიაროს რუსეთის აბსოლუტური დამოუკიდებლობა და აშშ-ის ჩაურევლობა რუსეთის საშინაო საკითხებში. რუსეთი არ მოითმენს სანქციებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება მისი ბუნებრივი უფლების წინააღმდეგ _ განავითაროს თავისი ქვეყანა, თავისი ეკონომიკა და თავისი საერთაშორისო ურთიერთობანი. რუსეთის პრეზიდენტს შეეძლება, სწორედ ამ ჭრილში გაარკვიოს ყველაფერი, მოისმინოს რას იტყვის ამერიკელი კოლეგა და უპასუხოს ინტელიგენტურობის, დახვეწილობისა და სიღრმისეული ცოდნის დემონსტრაციით.

_ რუსეთის პოზიციის წარდგენა ამერიკამ შეიძლება აღიქვას, როგორც ულტიმატუმი. ყველა შემთხვევაში საინტერესო იქნება და ღირს დაველოდოთ.

_ ეს არ იქნება ულტიმატუმი, ეს არის პირობები, რომლებიც რუსეთს აუცილებლად სჭირდება, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. რუსეთი არ ემუქრება შეერთებულ შტატებს. მოლაპარაკება კი გულისხმობს საერთო ენის გამონახვას.

ბოლო ორისამი დღის განმავლობაში არა მხოლოდ შეიცვალა რუსეთის დიპლომატიის რიტორიკა, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა თავისი პოზიცია, რაში არ ეთანხმება შეერთებულ შტატებს. შეიცვალა რიტორიკა, შეიცვალა მიდგომაც _ დათმობას აღარავინ აპირებს.

ისტორიულად ასე იყო: როგორც კი იცვლებოდა რიტორიკა, იცვლებოდა პოლიტიკაც. თუ რუსეთის პოლიტიკა _ არ გაართულოს ურთიერთობა აშშ-თან, შესაფერ რეაქციას არ გამოიწვევს ამერიკის მხრიდან, მაშინ რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს საუკეთესო შემთხვევაში (როგორც ნათქვამი იყო) ადეკვატურად, შეიძლება ცოტა უფრო მკაცრადაც. წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინათ აშშის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო პოლიტიკა დამყარებულია ამერიკის არმიის ძლიერებაზე. ასევე აფასებენ ისინი რუსეთის პოლიტიკას. რაც უფრო ძლიერი იქნება რუსეთი, რაც უფრო აღმატებული იქნება მისი უნარი, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს აშშ, მით უფრო დაკნინდება ამერიკის შესაძლებლობა, წინ აღუდგეს რუსეთის სტრატეგიულ ძალებს. შესაბამისად, მოქნილი გახდება შტატების პოლიტიკაც მათივე აზროვნების ბუნებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის არმია ტექნიკურად უკეთ არის აღჭურვილი, უფრო მდიდარი ტექნიკა აქვს, ამერიკელი სამხედროები თანამემამულე პოლიტიკოსებზე უკეთ ერკვევიან არსებულ ვითარებაში, უფრო უკეთ, ვიდრე კარგად დაფინანსებული ვაისამხედრო კომენტატორები.

_ მათი კომენტარები უწინდელ დონეზე რჩება: საკმარისია, ამერიკამ თვალი დაახამხამოს და რუსეთი დამარცხდება. ამ რიტორიკას აქტიურად იყენებენ ისინი, ვინც მზად არის, დაემორჩილოს შტატებს, ბალტიისპირელები იქნებიან, პოლონელები თუ უკრაინელები. და ამ დროს ბაიდენი ურეკავს პუტინს. რას ნიშნავს ეს?

_ უწინარეს ყოვლისა, ბაიდენის ზარმა გააოგნა მთელი ეს ანტირუსული ბანდა. დაიწყეს ამის გაუკუღმართებული ახსნა-გამართლება იმით, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება ამერიკის ძლიერებისა და რუსეთის სისუსტის მიზეზით. ზოგიერთს ისე გადაუბრუნდა ტვინი, რომ აცხადებს: რუსეთმა სპეციალურად დაძაბა ურთიერთობა უკრაინაში…

_ რათა ბაიდენს დაერეკა პუტინისთვის (!).

_ დიახ! ასე ვიტყვი: ყველაზე საშიშია, როცა ადამიანები თავის მოტყუებით არიან გართულნი. თუ ამას აკეთებენ ის მოღვაწენი, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ სამხედრო-სახელმწიფოებრივი პრობლემები, ეს კატასტროფაა. თუ თავს იტყუებენ ჟურნალისტები და ადამიანებს სურთ, მოისმინონ ეს სისულელე, დაე, უსმინონ! მთავარი ისაა, რომ არ ირწმუნონ ასეთი პროპაგანდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთ ქვეყანას უარეს ვითარებაში შეათრევენ. კონტრპროპაგანდაა საჭირო, საგნებს თავთავიანთი სახელი უნდა ვუწოდოთ. ვამხილოთ ეს სიცრუე, მაგრამ არ მივანიჭოთ იმაზე დიდი მნიშვნელობა, რაც სინამდვილეშია.

P.S. საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში სახელმწიფო მართვის მნიშვნელოვან ელემენტად დამკვიდრდატელეფონის უფლება”, როცა ხელმძღვანელი დიდმოხელის ერთ დარეკვას კანონზე მეტი ძალა ჰქონდა.

ხშირად _ გადამწყვეტი.

საერთაშორისო ურთიერთობაში ხომ არ გადმოინაცვლა დღეს?!

ბაიდენმა დარეკაო

იმათზე დიდმა კაცმა, როგორებიც ბაკულას ღორების პატრონის შესაშინებლად გალაქტიონ ხოსოლიანის ოჯახში საქეიფოდ მიწვეული მაზრის სამმართველოს თარჯიმანი დასეკრეტარიიყვნენ, მაგრამ ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ამდამსჯელი ოპერაციისფინალივით უშედეგო არ იქნება მსოფლიოს წამყვანი ზესახელმწიფოს პრეზიდენტის დაპირება, რომ დაეხმარება უკრაინას რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში?

სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს უახლესი ისტორიის მწარე გამოცდილება დასაეჭვებლად.

ხოლო გაბითურებული გალაქტიონ ხოსოლიანის ტირადა, რომელიც დავით კლდიაშვილმა საუკუნის წინათ წარმოათქმევინა, დღევანდელობაზეა ზუსტად მორგებული. “მეგონა, კაცები იყვნენ! ოხრები, ქვეყნის მძარცველები, თავისი თავის მეტი არავინ ახსოვთ, არავის ჯავრი აქვთ! დაწყევლა ღმერთმა ყველა, არავისაგან საშველი არ არის! ყველა გამჟლეტია, ყველა მძარცველია! _ გამწარებით ამბობდა გალაქტიონი, _ ამათზე ხომ ვიყარე გულის ჯავრიმოუხდებათ!.. ერთ დღესაც გაწყვეტილან ყველა, ვისაც არ ვებრალებით! ყველა ერთ დღესაც გაწყვეტილან!”

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here