Home სხვადასხვა დაიჯესტი აუპატიურებდნენ და კლავდნენ

აუპატიურებდნენ და კლავდნენ

1258
აუპატიურებდნენ და კლავდნენ

როგორ შეაგდეს იაპონელებმა 400 ათასი ქალი სამხედრო ბორდელებში

დღევანდელ მსოფლიოში იაპონელებს უმეტესად მშვიდობისმოყვარე ხალხად აღიქვამენ. ცნობილია: ისტორია იმითაც არის საინტერესო, რომ საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ამა თუ იმ ხალხის სიმკაცრის ხარისხი, ღირსების, სამართლიანობის, სიკეთის მისეული გაგება. იაპონელებმა ისტორიაში ისეთი კვალი დატოვეს, მხოლოდ მიამიტი თუ დაიჯერებს ტოკიოს განცხადებას, რომ არავისთან არ სურს დაპირისპირება და კონფლიქტი.

მიამიტები რომ არ ვეგონოთ ვინმეს, საღი თვალის გადავხედოთ ისტორიას.

XX საუკუნის ოცდაათიან წლებში ჰიტლერულმა გერმანიამ, ფრანკისტულმა იტალიამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს ე.წ. ანტიკომინტერნულ პაქტს.

მონაწილე ქვეყნებს სურდათ, დაემყარებინათ “ახალი მსოფლიო წესრიგი” და მსოფლიო თავიანთი ინტერესების სფეროებად გაინაწილეს: იაპონიამ მიიღო შორეული აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. აყვავდა იაპონური მილიტარიზმი: 1930-იან წლებში ამომავალი მზის ქვეყანამ დაიპყრო მანჯურია, 1937 კი დაიწყო ჩინეთ-იაპონიის ომი.

იაპონელებს სურდათ, არა მხოლოდ ახალი მიწების ხელში ჩაგდება, არამედ ადამიანური რესურსის სურვილისამებრ გამოყენებით ხარისხიანადაც დაესვენათ დაპყრობილ ტერიტორიებზე. ასე გაჩნდა .. ნუგეშის სადგურები, ანუ ბორდელები სამხედროებისთვის.

პირველად ასეთი “სადგურები” 1932 წელს გაიხსნა. 10 წლის თავზე მათმა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. სექსუალურ მონობაში აღმოჩნდა 400 ათასზე მეტი ქალი, რომლებიც ბორდელებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან _ შორეული აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მორეკეს.

მშვიდობის ქანდაკება იაპონიის საელჩოს წინ სეულში
მშვიდობის ქანდაკება იაპონიის საელჩოს წინ სეულში

ტრაგიკულ დასასრულს ისინი წითელმა არმიამ გადაარჩინა, რომელმაც გაუკუღმართებულ იაპონელებს კუდით ქვა ასროლინა. საბჭოთა ჯარისკაცებმა 1945 წელს იაპონელი ოკუპანტებისგან გაწმინდეს მანჯურია, სახალინის სამხრეთი, კურილიის კუნძულები და კორეის ჩრდილოეთი.

იაპონელი სამხედროები “ნუგეშის სადგურებში” ძალადობდნენ ახალგაზრდა ქალებსა და არასრულწლოვან გოგონებზე. საკონცენტრაციო ბანაკებს შემოვლებული ჰქონდა მავთულხლართები, გამწარებული და გატანჯული ქალები რომ არ გაქცეულიყვნენ.

თითოეული ქალისთვის დღიური ნორმა იყო 20-დან 50-მდე სამხედროსმომსახურება”. მათ ყოველდღე სინჯავდნენ _ ხომ არ იყვნენ დაავადებული ვენერიული სნეულებით, ამოწმებდნენ ორსულობაზე. თუ ქალი ფეხმძიმედ იყო, მას წამლავდნენ თაგვის საწამლავით. დაავადების შემთხვევაშიც მუშაობდა ეს მეთოდი. ამ სფეროში დაგროვებული გამოცდილება იაპონელებს ნაცისტებმა გაუზიარეს.

გაწამებულ გოგოებსა და ქალებს, რომლებსაც აღარ შეეძლოთ თავიანთი “მოვალეობის” შესრულება, კონდახებით ჩაქოლავდნენ და თავსაც ჰკვეთდნენ. იაპონელი სამხედროები ბორდელებს გალეშილები ან ოპიუმის დიდი დოზით გაბრუებულები ეწვეოდნენ ხოლმე. “ნუგეშის სადგურების” თემა იაპონიისთვის მტკივნეული თემაა. იაპონელებს არ უყვართ იმის გახსენება, როგორი ღირსებააყრილი იყვნენ ქალები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სექსუალურ მონებად აქციეს.

ცნობილია, რომ უკანდახევისას იაპონელები ბორდელებში ყველა კვალს შლიდნენ, ხოცავდნენ მოწმეებს, მაგრამ 100 ათასამდე ქალმა მაინც შეძლო გადარჩენა და ქვეყანას ამცნო გადატანილი საშინელების ამბავი.

ჩინეთის ტერიტორიაზე იაპონელებმა შექმნეს 280 “ნუგეშის სადგური”, სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში _ 100 და სამხრეთის ზღვების კუნძულებზე _ 10. სამხრეთკორეულ ქალაქ პუსანში რამდენიმე წლის წინათ ძეგლი დაუდგეს გაწამებულ ქალებს. ტოკიოში ეწყინათ ისტორიული სიმართლის ამგვარად გამჟღავნება.

ეს აზიელი ბაბუაწვერები _ იაპონელები ომის დროს მხოლოდ პატარა გოგონებს კი არ აუპატიურებდნენ ბორდელებში, არამედ ატარებდნენ ცდებს ჩინელ და საბჭოთა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებზე, რათა დაედგინათ, უკეთ როგორ უნდა დაეხოცათ რუსები, ჩინელები და მათთვის არასასურველი ხალხები.

ამ მიმართულებით ცდებს ატარებდნენ “731-ე რაზმში”. იკვლევდნენ ვირუსებს, ბაქტერიებს, ბუნებრივ შხამებს ადამიანების დახოცვის კაციჭამიური გეგმების სარეალიზაციოდ. კვლევითი ცენტრის ასაგები ადგილის გასაწმენდად იაპონელებმა დაწვეს გლეხების 300 ქოხი. პარალელურად ჟანდარმებმა დაიწყეს ადამიანური “მასალით” ცენტრის მომარაგება. ისინი, ძირითადად, იყვნენ ახლო არეალში მცხოვრები ჩინელები და რუსები. უარს არც მონგოლებსა და კორეელებზე ამბობდნენ.

ადამიანებს, რომლებსაც “მორებს” უწოდებდნენ, ასნეულებდნენ შავი ჭირით, ქოლერით, ციმბირის წყლულით და აკვირდებოდნენ ავადმყოფობის მიმდინარეობის პროცესს. თუ ადამიანი გამოჯანმრთელდებოდა, მას კვლავ და კვლავ დაასნებოვნებდნენ, სანამ ეს უბედური არ გარდაიცვლებოდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა “მასალის” მრავალფეროვნებას, ამიტომ “საქმეში” იყენებდნენ კაცებსაც, ბავშვებსაც და ორსულ ქალებსაც.

გენეტიკური მეხსიერება საოცარი რამეა. დღეს ადამიანი სიკეთეს ასხივებს, ხვალ კი მავანის ოჯახს ამოწყვეტს, რადგან ზეადამიანად წარმოიდგენს საკუთარ თავს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დამარცხებულებს თავიანთი საჭიროებისთვის ისტორიის გადაწერის უფლება არ აქვთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here