Home სხვადასხვა დაიჯესტი ასზე მეტი ამერიკელი მღვდელი ბავშვების მიმართ ძალადობაშია ეჭვმიტანილი

ასზე მეტი ამერიკელი მღვდელი ბავშვების მიმართ ძალადობაშია ეჭვმიტანილი

469
ასზე მეტი ამერიკელი მღვდელი ბავშვების მიმართ ძალადობაშია ეჭვმიტანილი

ნიუიორკის რომაულკათოლიკურმა ეპარქიამ თავის საიტზე გამოაქვეყნა 120-ზე მეტი ღვთისმსახურის სია, რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებზე სექსუალურად ძალადობდნენ, ასევე, ინახავდნენ ბავშვთა პორნოგრაფიას. შერიგებისა და კომპენსაციის დამოუკიდებელ პროგრამას უკვე წარუდგინეს პრეტენზიები ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნების წინააღმდეგ, მაგრამ მათი ბრალეულობა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

სიაში მხოლოდ არქიეპარქიის წევრების სახელებია შეტანილი. ჩამონათვალში არ შეუტანიათ იმ ღვთისმსახურების სახელები, რომლებიც სხვა ორდენების ან რელიგიური ინსტიტუტების წევრები არიან. ამასთანავე, ეჭვმიტანილებს ან უკვე ჩამოერთვათ წოდება, ან აეკრძალათ მსახურება. ზოგიერთი გარდაცვლილია.

მარტის ბოლოს ასეთივე ეჭვი გაუჩნდათ ილინოისის შტატის 400 ღვთისმსახურის მიმართ. მოხსენება გვარების ჩამოთვლით გამოაქვეყნა იურიდიულმა ფირმა “ჯეფ ანდერსონმა და ასოციაციამ”. ვატიკანში კი ეჭვი მიიტანეს კარდინალზე. ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით იგი თანამდებობიდან მოხსნეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here