Home ახალი ამბები მსოფლიო ასე იცის თავისუფლებისა და ტოლერანტობის ჰაერის მეტისმეტი დოზით ჩასუნთქვამ: მთვრალმა უკრაინელმა მიუნხენში...

ასე იცის თავისუფლებისა და ტოლერანტობის ჰაერის მეტისმეტი დოზით ჩასუნთქვამ: მთვრალმა უკრაინელმა მიუნხენში ამერიკელი მამაკაცი გააუპატიურა

814
The Daily mall

უკრაინის მოქალაქემ მიუნხენში ლუდის ფესტივალოქტობერფესტისმიმდინარეობისას უგონოდ მყოფი ამერიკელი ტურისტი გააუპატიურა. ამასთანავე, უკრაინელმა თავიდან აიცილა სასჯელი, რადგან სასამართლოს განუცხადა, რომ 6 ლიტრი ლუდი დალია და ამიტომთავს ვერ მოერია”, _ იუწყება ბრიტანული გამოცემა The Daily mall.

38 წლის სერგეი კ. (უკრაინელის გვარი დასახელებული არ არის) უარყოფს, რომ ჰომოსექსუალია, თუმცა აღიარა, რომ უგონოდ მყოფი ამერიკელი აიძულა, ორალური სექსით დაკავებულიყო.

უკრაინელმა თავისი 32 წლის მსხვერპლი ნახა კოტელჰუგელის ბორცვზე, კარვებთან, სადაც ფესტივალის სტუმრები ისვენებენ ხოლმე ზეიმის შემდეგ.

ინციდენტი  ორმა ესპანელმა ტურისტმა გაასაჯაროა, რომლებმაც მომხდარი კამერით გადაიღეს.

“თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ მას ამერიკელის გაძარცვა სურდა, მაგრამ შემდეგ დავინახეთ ორალური სექსისთვის დამახასიათებელი მოძრაობები და ძალიან გაგვიკვირდა”, _ განაცხადეს ესპანელებმა.

სასამართლო პროცესზე უკრაინელმა აღიარა დანაშაული, თუმცა აღნიშნა, რომ კარგად არ ახსოვს, რაც გასული წლის 1 ოქტომბერს საღამოს მოხდა.

“არ ვიცი, რატომ გავაკეთე ეს. მე არ ვარ ჰომოსექსუალი. ვფიქრობ, ის (ამერიკელი  _ ნ.კ.) თანახმა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ რამეს არ ჩავიდენდი”, _ განუცხადა უკრაინელმა მოსამართლეს, რომელმაც მას 2-წლიანი პირობითი სასჯელი აკმარა.

ამერიკელი კი, რომელიც უკრაინელის ვნების დაკმაყოფილების სამიზნეში აღმოჩნდა, სასამართლო პროცესზე არ გამოჩენილა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here