Home ახალი ამბები საქართველო „ასეთ უნიკალურ გეოპოლიტიკურ ვითარებას საქვეყნოდ არ იყენებ.. სხვას რას აკეთებ? ლოცულობ?!“

„ასეთ უნიკალურ გეოპოლიტიკურ ვითარებას საქვეყნოდ არ იყენებ.. სხვას რას აკეთებ? ლოცულობ?!“

2849
იურისტმა მანანა (მატა) ხეჩიკაშვილ-უძილაურმა საქართველოს გეოპოლიტიკურ უპირატესობებზე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. იურისტის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მდებარეობა უზარმაზარი დივიდენდია ქვეყნისთვის, რასაც სამწუხაროდ ხელისუფლება რაციონალურად ვერ იყენებს.

„საქართველოს ტერიტორიული მდებარეობა უზარმაზარი დივიდენდია, ჭკვიანი ხელისუფლების პირობებში… თუ იცი, რომ რუსეთი და თურქეთი, ვერ დაუკავშირება თავის მოკავშირებს. აზერბაიჯანი ვერ დაუკავშირდება თურქეთს და ვერ გავა შავ ზღვაზე. და ასეთ უნიკალურ გეოპოლიტიკურ ვითარებას საქვეყნოდ არ იყენებ… სხვას რას აკეთებ?
თუ იცი, რომ საქართველო ცივილიზაციის და კულტურის კერაა და ამის მეცნიერული მტკიცებულებაც გაქვს და საერთაშორისო დონის მკლევართ – მეცნიერთა კონფერენციას არ მოიწვევ… სხვას რას აკეთებ? ლოცულობ?!“- განაცხადა მანანა ხეჩიკაშვილმა.

„საქართველო და მსოფლიო“ საკითხის განვრცობის მიზნით, მანანა (მატა) ხეჩიკაშვილ-უძილაურს გაესაუბრა.

– მედალს ორი მხარე აქვს, მართალია საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ბევრი დაბრკოლება შეუქმნია საუკუნეების მანძილზე ქართველი ერისთვის, მაგრამ რატომ ვერ ისწავლა ხელისუფლებამ  თუ როგორ გამოიყენოს ეს მოცემულობა ქვეყნისთვის სასიკეთოდ?

– მაგალითისთვის თუნდაც აფრიკის სახელმწიფო, რომელიც სათავისოდ იყენებს თავის გეოპოლიტიკურ მდებარეობას. ეთიოპიის შემადგენლობიდან სეპარატისტული რეგიონის – ერიტრეის გამოყოფის შემდეგ (ეთიოპია), ზღვას ჯიბუტის პორტების მეშვეობით უკავშირდება. მაშ რატომ ვერ ახერხებს ჩვენი ხელისუფლება გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობა?!

ჩემი სუბიექტური აზრით, იმის გარდა, რომ ხელისუფლება მარიონეტულია და საქართველო კოლონია, სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია!  ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არა თანამდებობრივი უპირატესობა, კეთილდღეობა და აღმატებულება, არამედ ქვეყნის ინტერესები.

– თქვენი აზრით, ასეთი ხელისუფლების კვლავ ლეგიტიმაციას რატო უშვებს ხალხი? რა არის ამის მიზეზი?

– ქართველი ხალხი ბრძენია, მიუხედავად ამისა, რომ მრავალგზის გაუცრუვდა მოლოდინი. ხალხი ვერ ხედავს ძალას, სანდო პირს, რამდენჯერაც გამოვიდნენ იმდენჯერვე მოტყუვდნენ, იმდენჯერ დაარბიეს,  შეურაცყვეს და შედეგი ნული. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ლეგიტიმაციას ხალხი უშვებს, ხალხი ხელისუფლების წყაროა, რომელიც თავად ხელისუფლების, ურა პატრიოტების, მედროვეთა  და ფარისეველთა ღვაწლმა დააშრო… ამ წყალს კალაპოტი,  ახალი სიცოცხლე უნდა.

– თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? პრობლემა მხოლოდ ხელისუფლების უნიათობაშია?

– შესაძლოა ჩემი გადასახედიდან ხელისუფლება არ ჩანს და ამას სხვები ხედავენ. ხელისუფლებას დავინახავდი მაშინ, თუ სამ სახელმწიფოსთან მორღვეულ საზღვართან დემარკაცია ჩატარდებოდა, დავინახავდი მაშინ, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, დაიცადა სახელმწიფოს დაცვის მექანიზმებს ნებისმიერი მეთოდით, თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, დაიცავდა, ეროვნულ ღირსებას, მრწამსს, ზნეობას და საკუთარი ხალხის ინტერესს და არა პირიქით ანტიდისკრიმინაციული, უივენალური, ქართული მიწების გაყიდვა-გასხვისების ანტისახელმწიფოებრივი კანონენვის ზარ-ზეიმით დაკანონებას!

ცხვრის ფარა  კარგ  მწყემს არ შემოუბრუნდება…  თუმცა,  ჩვენმა გულგრილობამ, ეგოიზმა,    ურთიერთშუღლმა და სულმოკლეობამ მისცა ,,გზა ფართო“  ყველა უმსგავსობას!

გამოსავალი ჭკვიანი და ერთგული ადამიანების ერთობაა!

ადამიანებს, ვისაც უყვარს ზოგადად ადამიანი და პოლიტიკური ნიშნით არ დაყოფს ისედაც დაქსაქსულ საზოგადოებას,  ვინც იცის მარტივი ჭეშმარიტება, კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს ხერხემალს არ გამოაცლის! უხერხემლო “ორგანიზმი” ვერასოდეს გასწორდება წელში და ფეხზე ვერ დადგება.

გარდა ამისა, აუცილებლად მიმაჩნია საგარეო ვექტორის სწორი განსაზღვრა. უმთავრესი პრობლემა სწორედ არასწორირი საგარეო პოლიტიკური კურსია. საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და ადამიანების სოციალური გარემო უგულვებელყოფილია, რთულია სულიერებაზე ისაუბრო. ჯერ ერია ფიზიკურად გადასარჩენი! ეს უსარიოზულესი საკითხია.

მთავარი კი, მაინც ის არის, რომ ნებისმიერ საგარეო ვექტორზე ორიენტირება არ აღმოჩნდეს საქართველოსთვის დამანგრეველი. სწორედ ამიტომაა საჭირო ეროვნული ძალების კონსოლიდაცია იმ ძალების პარალელურად, რომელი ძალებიც სწორ საგარეო ვექტორს შესთავაზებს საზოგადოებას.

 

ნათია თათარიშვილი

7 COMMENTS

  1. ხელისუფლებ რომელიც ვერ იყენებს
    ქფეყანაში არსებულ რესურსებს ქვეყ
    ყნის საწინაოდ, არამედ პირიქით მის
    საზიანოდ..უნდა მოშორდნენ ხელისუფ
    ლებას.

  2. იქნებ განმარტება მოგვცეთ რას ნიშნავს ეროვნული ღირსება (მოშიშვლებულ სხეულის ნაწილებს?) მრწამსს (ვიცხოვროთ ცხვირ მოუხოცავი ზნეობის არ მქონე მორალისტების ქადაგების მიხედვით?)
    ზნეობას და საკუთარი ხალხის ინტერესს (ეს უკვე მეტისმეტია თურმე ვიღაც შიშველმა მორალისთმა უნდა განუსაზღვროს ქართველ ერს მორალი და ერის ინტერესი, თქვენს ადგილზე დიდი ხნიტ ვილოცებდი და მოძრვარს დავეკითხებოდი მექნებოდა თუ არა ერის
    ასეთი კადნიერი სულიერი დამოძღვრის უფლება

  3. ფატიიიმაა მოძმანაშვილო ჩაიხედეთ სარკეში იქნებ უარესი რამ აღმოაჩინოთ.
    სანამდე ქვის სროლას გადაწყვეტ
    მანამ კარგად მიიხედმოიხედე
    რაიცი იქნებ ლოდი მოექანება

  4. ფატიმა მოძმანაშვილი – მოშიშვლებული სხეულის ნაწილები ბეწვიანი მოსასხამით.. ესეიგი, თქვენი ლოგიკით ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულები …გრიბოედოვი მეუღლე ნინო ჭავჭავაძე და დადიანის მეუღლე-ეკატერინე ჭავჭავაძე ცხვირმოუხოცავი ზნეობის იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სამოსიდან მხრები მოუჩანდათ…ანუ, იყვნენ შიშვლები! საინტერესოა, სურათები თუ მაინც გინახავთ მათი და თუ იცით, რა მორალის და ეთიკის მატარებლები გახლდნენ ორივე ქალბატონი.. თუ თქვენი გენეტიკური საკვები პროდუქტი ეგოიზმია?! მაპატიეთ, ქალბატონო გავკადნიერდები და რადგან, ესოდენ აღმატებული უფლებამოსილებით აღსავსე ბრძანდებით , რჩევას გკითხავთ — .ჩემი მოვალეობის შესარულების უფლების მინიჭებისთვის, ტანდურ ,,მეუფე,, პეტრეს მივმართო თუ რომელიმე ეკუნემიზმის თანამოზიარე არმენული ლობის წევრთაგანს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here