Home რუბრიკები საზოგადოება “არ ინერვიულოთ ნაცებო, ჯულიეტა თავს ვერ მოიკლავს და მოგვიანებით გიორგისაც გააჩენს”

“არ ინერვიულოთ ნაცებო, ჯულიეტა თავს ვერ მოიკლავს და მოგვიანებით გიორგისაც გააჩენს”

4467
ჯულიეტა ვაშაყმაძე

პარლამენტარებმა _ ლევან გოგიჩაიშვილმა და ეკა ბესელიამ ცოტა ხსნის წინათ პარლამენტში განსახილველად შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება, თუ ეს ნაწარმოები სხვათა უფლებებს ლახავს. უნდა აიკრძალოს თუ არა ლია უკლებას ნამუშევრისმარიამი სათამაშო პისტოლეთითგავრცელება? _ ეს იყო ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის გადაცემაარჩევანისინტერაქტივის შეკითხვა, რომელიც წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ცენზურის სახელით ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას მიუძღვნა. გადაცემის სტუმარი მხატვარი ლია უკლება იყო.

გადაცემის დასაწყისში გიორგი გაბუნიამ მაყურებელს უკლებას ნახატი ე.წ. თვითმკვლელი მარიამი შემდეგი სიტყვებით წარუდგინა: სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამშო პისტოლეტით, მაგრამ იარაღი სათამაშოა და სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს და ცოცხალი დარჩება. მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ”. ეს გიორგი გაბუნიას მიერ ქრისტიანულ რელიგიაზე ქილიკის პირველი შემთხვევა არ არის. არც ისე დიდი ხნის წინათ მან გადაცემა “P.შ”-ის ეთერში აჭარაში ხეების მოჭრაზე საუბრისას განაცხადა: ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”. ამ განცხადებას “რუსთვი 2”-ის შენობასთან “ქართული მარშის” საპროტესტო აქცია მოჰყვა _ ტელეწამყვანისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხვდნენ. მოგვიანებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას ტელეკომპანიის სახელით ბოდიში მოუხადა…

კანონპროექტზე, რომელიც შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვას ეხება, თუ ეს ნაწარმოები სხვათა უფლებებს ლახავს, გვესაუბრებიან პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე დაქართული მარშისლიდერი სანდრო ბრეგაძე.

ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი

ეს საკანონმდებლო ინიციატივა არ გულისხმობს არანაირ ცენზურას

ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის წევრი:

_ ეს საკანონმდებლო ინიციატივა არ გულისხმობს არანაირ ცენზურას ან დამატებით შეზღუდვებს. ცვლილებების თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს. ცვლილება არის ტექნიკური სახის, ხდება კონსტიტუციური ნორმის სიტყვასიტყვით გადატანა შესაბამის კანონებში, რადგან ყველა კანონი ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

22 მაისსრუსთავი 2”-ის ეთერში გასულ გადაცემაარჩევანსსაპატრიარქოს მყისიერი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და სამღვდელოებას მოუწოდა, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობარუსთავი 2”-თან _ არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არც ერთ გადაცემაში მონაწილეობა.

საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია შეაჩვენა მიტროპოლიტმა იობმა. მან განაცხადა, რომ გაბუნია, ჟურნალისტი კი არა, “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დედა სიდონია გამოეხმაურა: არც ჩემთვისაა სასიამოვნო მოსასმენი მსგავსი საუბრები ღვთისმშობელზე, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც აგრესიას ავლენენ, მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა. გაბუნიას არ ვიცავ, მაგრამ, სხვათა შორის, სტიქაროსანი იყო და ერთ დროს ბერობა უნდოდა”.

მამა გიორგი (რაზმაძე)
მამა გიორგი (რაზმაძე)

ანათემა _ ეს არის გამოსაფხიზლებელი წამალი, რათა გონზე მოვიდეს ადამიანი და თავისი ქმედება შეინანიოს

მამა გიორგი (რაზმაძე): ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი:

_ მკაცრად უნდა მოეთხოვოს “რუსთავი 2”-ს პასუხი, ისე, რომ არავის არასოდეს არ გაუჩნდეს მსგავის სისულელის თქმის სურვილი. ეკლესიას აქვს სერიოზული იარაღი, რომელსაც ანათემა ჰქვია. მეუფე იობმა გაბუნია გადასცა ანათემას და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ხელისუფლებით დაწყებული, დამთავრებული გაბუნიებით, სააკაშვილებით, ყველა უნდა გადაეცეს ანათემას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიხვდნენ, ეკლესიასთან ბრძოლა რით მთავრდება. ანათემა ეს არ არის სიძულვილი, ეს არის გამოსაფხიზლებელი წამალი, რათა გონს მოვიდეს ადამიანი და თავისი ქმედება შეინანიოს. ამის შემდეგ ეკლესია მას სიხარულით მიიღებს, ხოლო, თუ არ მოინანია, ანათემა მის შთამომავლობას გადაეცემა და ვაი იმ ადამიანს, რომელიც მის ოჯახში დაიბადება. “რუსთავი 2”-ის მიზანმიმართული პროვოკაციების უკან, გგონიათ, ხელისუფლება არ დგას? ანტიდისკრიმინაციული კანონი ამის მაგალითია. საზოგადოება ხედავს, რომ ეს ტელევიზია მამათმავლობისა და დედათმავლობის პროპაგანდას ეწევა სოროსის დაფინანსებით. დღეს “რუსთავი 2” ხელისუფლების დახმარებით ცდილობს, გათახსირებული ცხოვრების წესი ქართველ საზოგადოებას თავს მოახვიოს. საპატრიარქოსა და ზოგიერთ სასულიერო პირს “რუსთავი 2”-ის ეშინია. მრცხვენია, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ და ამაზე ვსაუბრობ.

_ რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ საპატრიარქოსრუსთავი 2”-ის ეშინია?

_ იმას, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ბინძურ საქმეებში გაბუნიაზე მეტად არის გასვრილი.

მოამზადა სოფო კაკაჩიამ

P.S. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა კანონპოროექტს, რომლითაც, შესაძლოა, აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას მოსამართლე საჭიროდ ჩათვლის, თუმცა საქართველოში, უკვე 20 წელზე მეტია (1997 წლიდან), არსებობს კანონი, რომლის მიხედვით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, როდესაც ეს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ლახავს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here