Home რუბრიკები პოლიტიკა “არ გისმენთ, არ მწამს, არ მჯერა თქვენი!”

“არ გისმენთ, არ მწამს, არ მჯერა თქვენი!”

რას გვაზეიმებენ ქოცები და ნაცები უბედურ საქართველოს _ 20-წლიან იმედგაცრუებას?

2915
მამუკა ბახტაძე

გასულ კვირაში საქართველოს ერთბაშად ორი საიუბილეო თარიღიდაატყდათავს. პირველზე, 9 აპრილის 30 წლისთავის აღნიშვნაზე, გაზეთის წინა ნომერში ვწერდი და ამიტომ ამ თემაზე საუბრით თავს აღარ შევაწყენ მკითხველს. მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ 30 წელიწადია, ერი და ბერი ვერ შეთანხმებულა, 9 აპრილი საზეიმო თარიღია თუ სამგლოვიარო საქართველოს უახლეს ისტორიაში და იქნებ ახლო მომავალში შევთანხმდეთ.

რაც შეეხება მეორე საიუბილეო თარიღს, ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანების 20 წლისთავს, აქ ერისა და ბერის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქოც-ნაცურ ხელისუფლებასა (მკითხველს შევახსენებ დიდი ხნის შეთანხმებას, რომ, თუ არ ჩავთვლით “პატრიოტთა ალიანსს”, პარლამენტში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკურად ერთი და იმავე სქესის ქოცებისა და ნაცების ქორწინება იყო) და არასაპარლამენტო ოპოზიციაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ამ თემაზე სრული კონსესუსია _ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრება საზეიმო თარიღია და პრემიერ ბახტაძის მეთაურობით აკი გაემგზავრა კიდეც სამთავრობო დელეგაცია ევროპის გულში სადიმპიტაურ-დამპიტაუროდ.

არადა, რას ვზეიმობთ? უფრო ზუსტად, რას გვაზეიმებენ ქოცები და ნაცები უბედურ საქართველოს _ 20-წლიან იმედგაცრუებას?

კონკრეტულობა გნებავთ? არც ეგ არის პრობლემა: სოხუმცხინვალის დაკარგვას? მიგრანტების ტოტალურ შემოსევას და, აქედან გამომდინარე, ისედაც კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების უკიდურესად დამძიმებას? ნარკომანების, ნარკობარიგების, კახპების, ლგბტ პირების მიერ რუსთაველის პროსპექტის პარალიზებას? რუსეთთან ურთიერთობების უკიდურესად გამწვავებასა და, აქედან გამომდინარე, მავთულხლართების უფრო ღრმად შემოჭრას შიდა ქართლში და, შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ოცნების უსაფუძვლობას?

რომელი ერთი ჩამოვთვალო? აკი ერთ-ერთ წინა წერილში დავესესხე დავით გურამიშვილს: “ქართლის ჭირსა ვერ ვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა მჭევრი”…

ყოველივე ზემოთ ნახსენები თუ ვერ ნახსენები “ჭირი ქართლისა” ხომ სწორედ ევროსაბჭოს “რეკომენდაციების” ან მათი მდუმარე თანხმობის შედეგად მოხდა?

ერთადერთი “სიკეთე”, რომელიც ევროსაბჭოში გაერთიანებიდან გამომდინარე გვახსოვს, არის ზურაბ ჟვანიას მიერ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ნასროლი ქოც-ნაცების მიერ ლეგენდარულად შერაცხილი ფრაზა: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, რომელსაც, ეს დღეებია, ხშირად ატრიალებდნენ ქართული ლიბერასტული ტელეარხები. არადა, მსგავსი სისულელე ძნელი წარმოსადგენია _ თუ ქართველი ხარ, რაღა მაშასადამე უნდა ამას?!

ამის თაობაზე 10 წლის წინათ დიდ ჭაბუა ამირეჯიბს ვკითხე: ვინ ვართ ჩვენ _ ევროპელები თუ აზიელები? “გორა მბორგალმა” ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე წერილობით (მაშინ უკვე ვეღარ საუბრობდა ქართველი კლასიკოსი, ბერი დავითი) მიპასუხა: ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. ჩვენ ვართ ის, როგორი სულიერებითაც მოვედით ამ მადლიან, მაგრამ შარიან მიწაწყალზე; პლუს, რაც ევროპააზიიდან ვისესხეთ და გავიქართულეთ.

ჩვენ ქართველები ვართ!”

შეადარეთ, მკითხველო, ჭაბუას გენიალური განმარტება იმ “მაშასადამეს” და ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ “სისულელე” რბილად არის ნათქვამი. ან კიდევ ერთი სისულელე, როგორსაც ხშირად მოისმენთ ჩვენი პროდასავლელი ლიბერასტებისგან _ “საქართველო ევროპულ ოჯახს უბრუნდება” ან “საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდება”.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ელემენტარული აქსიომაა. ანუ, უბრუნდება თუ დაუბრუნდება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ოდესღაც იყო ამ ყბადაღებული ევროპული ოჯახის წევრი და, აქედან გამომდინარე, მინდა ვიკითხო: როდის იყო ეს “ოდესღაც”, როდესაც ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა, ანუ დავით აღმაშენებლიდან, ვიდრე თამარ შვიდმნათობიერამდე, როდესაც “ვეფხისტყაოსანს” ვწერდით, ხოლო ევროპულ ოჯახში ტანის დაბანა არ იცოდნენ, თუ რუსეთთან შეერთებამდე, როდესაც საქართველოს წერა-კითხვისთვის აღარ ეცალა, რადგან “ობოლი საქართველოს” მეფენი ყოველი მხრიდან შემოსეულ მტერს იგერიებდნენ?

რა თქმა უნდა, ეს კითხვები ყოველი ნორმალური ადამიანისთვის რიტორიკულია და ახლა ისევ ევროსაბჭოს იუბილეს დავუბრუნდეთ…

ერთ-ერთ წინა წერილში გაუწყეთ, როგორ შეურაცხყო ევროსაბჭოს ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა (თუ ასე თქმა შეიძლება), ე.წ. ევროკომისიამ ჩვენი სათაყვანებელი უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, როცა უწოდა მას “სიძულვილის ენით” მოსაუბრე მხოლოდ იმ “დანაშაულის” გამო, რომ ილია მეორემ გაბედა და ლგბტ ღონისძიებებს სირცხვილი, ხოლო მამათმავლობას ავადმყოფობა უწოდა. პატრიარქის (წაიკითხე, სრულიად ქართველი ერის) ასეთი გაუგონარი შეურაცხყოფა ქოც-ნაცების ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, გაატარა.

და აი, ამ “გატარების” შედეგი სტრასბურგში: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ ბახტაძეს ევროსაბჭოს სლოვენიელმა დეპუტატმა ვიოლეტა ტომიჩმა უსაყვედურა, რომ საქართველოში ლგბტ პირებს დღემდე არ მიეცათ 17 მაისს გეიაღლუმის ჩატარების შესაძლებლობა და ჰკითხა, თუ როდის და როგორ აპირებს ხელისუფლება ამ “უსამართლო დისკრიმინაციის” გამოსწორებას.

პასუხად, ბრინჯივით დაბნეულმა პრემიერმა რაღაცები ილუღლუღა .. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე, რომ გეიპარადების მოწინააღმდეგე მცირერიცხოვანი მარგინალური ჯგუფები ყველგან არიან და პირობა დადო, რომ მსგავსუსამართლობასამიერიდან აღარ დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება.

პრემიერად წოდებულმა კაცუნამ, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, საქართველოს დედაეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი, რადგან, პრემიერის პირიდან ამოსული სიშტერის მიხედვით, “მცირერიცხოვანი მარგინალები” სწორედ ქართველი ერი, ეკლესია და პატრიარქია.

ამ ყოველივეს შემდეგ, პრემიერად წოდებული არარაობა ასევე არარაობა მინისტრებსა თუ პარლამენტის წევრებთან ერთად, ვითომც არაფერიაო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სამების ტაძარში ანთებული კელაპტრებით ხელში ფარისევლურად ეამბორებიან უწმინდესის კალთას.

ზემოთ ქართული ლიბერასტული ტელეარხები ვახსენე და, აბა, რა ლიბერასტები იქნებოდნენ, სტრასბურგიდანაც არ ეკბინათ რუსეთისთვის?! აქაოდა, ჩვენ 20 წლის იუბილეს ვზეიმობთ, ხოლო რუსეთი ამაოდ ცდილობს ევროსაბჭოში დაბრუნებასო. არადა, ყველაფერი პირიქით ყოფილა. ევროპა მიხვდა რუსეთის მიმართ დაწესებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციების უაზრობას _ მიუხედავად ანგლო-საქსების (აშშ-ბრიტანეთი) მოლოდინისა, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობა წითელ მოედანზე არ გამოვარდნილა იაფი ძეხვისა და დემოკრატიის მოთხოვნით. ამით დასრულდა ხლისტების ოცნება მართლმადიდებელი რუსეთის შიგნიდან აფეთქება-დაშლისა; ყირიმის თემა დახურულად გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა და მეტიც, არც დონბას-ლუგანსკის მიტოვებას აპირებს რუსეთი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროპა ნელ-ნელა ხვდება, რომ რუსეთზე დაწესებილი სანქციებით მხოლოდ აშშ-ბრიტანეთი ხეირობს და სწორედ ამიტომ ევროსაბჭოს გერმანულმა დეპუტაციამ რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნების რეზოლუციის პროექტი გაიტანა კენჭისსაყრელად, რაც ჯერჯერობით ჩავარდა თუ ჩავარდნა შეიძლება ვუწოდოთ კენჭისყრის ამ შედეგებს: ევროსაბჭოს დეპუტატთაგან ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების მომხრე 105 იყო, წინააღმდეგი _ 30, თავი შეიკავა _ 16-მა. რაც შეეხება 47 წევრ-ქვეყანას, რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგი მხოლოდ 8 აღმოჩნდა, მათ შორის, რასაკვირველია, სულელი საქართველო, რომლისგან განსხვავებით ჭკვიანი სომხები რუსეთის დაბრუნების მომხრეთა რიგებში არიან. დანარჩენი ქვეყნებიდან უმრავლესობა მომხრე იყო, ნაწილმა თავი შეიკავა.

რას ნიშნავს ეს? იმას, რომ რუსეთი მოკლე ხანში მაინც დაბრუნდება ევროსაბჭოში და საქართველოს ეს დაუფიქრებელი წინააღმდეგობა შეიძლება ძვირად დაუჯდეს…

დავით მხეიძე

P.S. გასულ შაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა _ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზშიდაიცავი საქართველოპირველად შეიკრბა, რომელსაც მეც დავესწარი, რადგან ბევრს ვიცნობ მათგან და ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც _ მაინტერესებდა მესამე ძალაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკური მოძრაობის მიმართულება. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ამ შეკრებამ იმედი გამიცრუა _ უმეტესად ზოგადი ფილოსოფიური წიაღსვლები და არანაირი კონკრეტიკა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის (როგორც გაირკვა, იქ დამსწრე საზოგადოებისთვისაც) მტკივნეულ თემებზე _ დემოგრაფიულ კატასტროფაზე, მიგრანტების შემოსევაზე, ტერიტორიული მთლიანობაზე, ლგბტ პირებისა და არასამთავრობო ხლისტების გაჯეჯილებაზე, განათლების სისტემის ნგრევაზე და .. საზოგადოება კი მესამე ძალისგან, პირველ რიგში, ეროვნულ ზნეობრივსაკვებს”, ანუ, სამშობლოს გადარჩენის ღონისძიებებს ელოდება და მხოლოდ შემდეგ _ “ბუტერბროდებს”! მავანი მეტყვის, შე კაი კაცო, პირველი შეკრება იყო და ყველაფერზე ხომ ვერ ილაპარაკებდნენო, მაგრამ არა, ნათქვამია, სახარე ხბოს, სასკორავში ეტყობაო და რაზეა საუბარი, როდესაც ერთ ხელში ჭაბუას დროშა გიჭირავს და მეორეთი, ემანდ რას იტყვის ევროპაო, არ მათქმევინებ ჭაბუას მიერ დატოვებულ ზემოხსენებულანდერძს” _ “ჩვენ ქართველები ვართ”! რა ჰქვია ამას, მკითხველმა განსაჯოს

მე კი პირობას ვდებ, რომ ამიერიდანდაიცავი საქართველოსშეკრებებზე აღარ მივალ, რათა ჩემიმეტისმეტი ქართველობითევროპა არ გავაბრაზო. ჩემ წილ საქართველოს კი, სადაც ვიქნები, იქ დავიცავ ისე, როგორც იცავდნენ ჩემი დიდებული წინაპრები!

დასასრულ, მინდა მოვიყვანო ჭაბუა ამირეჯიბის მეგობრის _ შოთა სალუქვაძის აწ გარდაცვლილი შვილის _ ანანიას ლექსი, რომელიც შეესაბამება ზემოაღწერილს:

მე კარგად მახსოვს თქვენი სიმღერა,

ფარისევლური სიტყვა და ძღვენი,

მე კი დავრჩები ვით ველზე მგელი,

არ გისმენთ, არ მწამს, არ მჯერა თქვენი!”

1 COMMENT

  1. ჩემი აზრით, 9 აპრილი არა თუ სადღესასწაულო, არამედ ქართველთა სირცხვილის დღედ შევა ისტორიაში. განა მიტინგის დაშლა რუსეთის მთავრობას მაშინდელმა წითელმა ინტელიგენციამ და მათმა ცეკას პირველმა მდივანმა, ხალხის მიერ “მურტალოდ” შერაცხულმა ჯუმბერ ილიჩმა არ სთხოვა, ხოლო რუსის ტანკების გამოჩენისთანავე ქართველი ვაი და ვუი ურაპატრიოტი ლიდერები თავქუდმოგლეჯილები არ გაიქცნენ შეკრების ადგილიდან ?! ბ–ნო დავით, ყველა მამულიშვილთან ერთად მოგიწოდებთ “პატრიოტთა ალიანსის” ბაზაზე ჩამოაყალიბოთ ახალი ნაღდი ეროვნული ძალა და კენჭი იყაროთ საპარლამენტო არჩევნებში !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here