Home რუბრიკები პოლიტიკა არ გეშინიათ, ბატონებო, ეს დამშეული ხალხი შინ რომ მოგადგეთ?!

არ გეშინიათ, ბატონებო, ეს დამშეული ხალხი შინ რომ მოგადგეთ?!

6347
არ გეშინიათ, ბატონებო, ეს დამშეული ხალხი შინ რომ მოგადგეთ?!

ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ ინფორმაცია რომ ნახოთ, შეიტყობთ, რომ, 2014 წლის აღწერის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს. ამსამი მილიონ სჩემტომცხოვრებთა შორის 86%-ია ქართველი, 2% _ აზერბაიჯანელი, 4,5% _ სომეხი, ხოლო დანარჩენი _ ბერძნები, რუსები, ებრაელები, იეზიდები, ასირიელებიის, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, არავინ დავობს და ქვეყანას კარიც არაერთხელ გაუღია უცხოტომელებისთვის და უმასპინძლია კიდეც.

სანამ აღნიშნული ციფრები გაგაოცებთ, გეტყვით, რომ ეს სტატისტიკა მცდარია. დიახ, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აღწერის შედეგები ყალბია, რადგან აქ მითითებულია არა ის, რამდენი ადამიანი ცხოვრობს რეალურად საქართველოში, არამედ ის, რამდენი ადამიანია აქ რეგისტრირებული, თორემ ამსამი მილიონ სჩემტოდანნახევარ მილიონზე მეტი ლუკმაპურის საშოვნელად რუსეთშია გადახვეწილი, ერთი ამდენი _ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, დაახლოებით 50 ათასამდე _ ამერიკაში და გამოდის, რომ რეალურად აქ 2 მილიონზე ცოტა მეტი ვართ. მითითებული არ არის არც იმ უცხოელთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, ბინადრობის ნებართვა მიიღეს და ცხოვრობენ. ჰო, ის ადამიანები, რომლებითაც სავსეა დედაქალაქის ქუჩები და, თუ დავითვლით, ეგებ კონკრეტულ უბნებში ადგილობრივებზე მეტიც იყვნენ.

ქართველები საქართველოში 86%-იც რომ აღარ ვართ, ყველაზე კარგად ხელისუფლებამ იცის, მაგრამ ფონს უფრთხილდებიან, პროტესტის ეშინიათ და ამიტომ აქვეყნებენ ამ ყალბ ციფრებს. და, თუ ვინმე გააპროტესტებს, ეტყვიან, რომ ოფიციალურად ასეა და არაოფიციალურ ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ. ქართველ ერს გადაშენების საფრთხე რომ ემუქრება, საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება. არაერთხელ გამოაქვეყნეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმ ერების სია, რომლებიც გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე უკვე 2050 წელს დადგებიან. მათ შორის ქართველებს მოწინავე პოზიციები გვიკავია.

დემოგრაფიული საფრთხე ყველაზე პირველმა პატრიარქმა იგრძნო. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ამიტომ მოიფიქრა პროექტი, ყოველ მესამე შვილს მე მოგინათლავთო და ერი წაახალისა. მოიკითხეთ საახლობლო-სამეგობროში, რამდენმა ოჯახმა გააჩინა მესამე შვილი მხოლოდ იმიტომ, რომ პატრიარქი მონათლავდა და მისი უწმინდესობის მადლი გადავიდოდა მათ ოჯახებზე. მაგრამ მხოლოდ პატრიარქი ამ პრობლემას ვერ გამოასწორებს, მხოლოდ ის ვერ მოერევა იმას, რასაც სახელმწიფო ელემენტარულ ყურადღებას არ აქცევს და, მრავალშვილიან ოჯახებს თვეში ათ ლარს რომ უმატებს თითო ბავშვზე, დაცინვა და აბუჩად აგდებაა, სხვა არაფერი.

ისევ სტატისტიკას დავუბრუნდეთ. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46 031 შემთხვევა აღირიცხა. ეს მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს იყო განქორწინების 10 222 შემთხვევა, 2016 წელს – 9 539, 2015 წელს – 9 112, 2014 წელს – 9 119 და 2013 წელს – 8 039.

რაც შეეხება ქორწინებას, ბოლო 5 წლის მონაცემებით, ქორწინების მაჩვენებელი შეადგენს 144 161-ს. კერძოდ, 2017 წელს 23 684 წყვილი დაქორწინდა, 2016 წელს _ 25 101, 2015 წელს _ 29 157, 2014 წელს _ 31 526 და 2013 წელს _ 34 693.

აღსანიშნავია, რომ განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, შემდეგ იმერეთის რეგიონი მოდის. 2017 წელს თბილისში 3 731 წყვილი განქორწინდა, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში – 1 739.

ეს ოფიციალური ციფრებია, რომლებსაც ვერსად გავეცქევით და, წლების მიხედვით თუ გავაანალიზებთ, კატასტროფული შედეგები გვაქვს: 2013 წელს საქართველოში 34693 წყვილი დაქორწინდა, 2017 წელს _ 23 684, ანუ 11009 ოჯახით ნაკლები შეიქმნა. მარტივად რომ ვთქვათ, 2018 წელს, სულ ცოტა, 10 ათასი ბავშვით ნაკლები დაიბადება საქართველოში. სამომავლოდ ეს ციფრი გეომეტრიული პროგრესიით რომ წავა კლებისკენ, ადვილი მისახვედრია.

და რას ვაკეთებთ ამ სტატისტიკის გასაუმჯობესებლად? _ ერთ სიტყვაში ეტევა ყველაფერი, რასაც სახელმწიფო ამ მიმართულებით აკეთებს _ არაფერს! დიახ, არაფერს, ბატონებო, საერთოდ არაფერს!

წლიდან წლამდე გვესმის დაპირება, რომ ეს სფერო დასახვეწია, რომ არის ხარვეზები კანონში, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხანდახან კომპიუტერი უნიშნავს ყოველთვიურად 12-ლარიან დახმარებას (სამ სულზე 12 ლარს და ეს დადასტურებული ფაქტია), ადამიანური ფაქტორებია გასათვალისწინებელი და ამას ვერ ითვალისწინებენ, რადგან, თუ ელექტროენერგიის დანახარჯი გადასცდა დაშვებულ ზღვარს, მაშინ ოჯახს სოციალურ დახმარებას უწყვეტენ და იყო შემთხვევა, როცა ოჯახის უფროსი გარდაიცვალა, ცხედარს სპეციალურ მაცივარში ინახავდნენ სამ დღეს და ამის გამო მრიცხველმა დასაშვებზე მეტი დაწერა, ოჯახმა კი, მარჩენალდაკარგულმა ოჯახმა, უკვე სოციალური დახმარებაც დაკარგა.

ასეთ პირობებში ძნელია იმის მოსმენა, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში ადმინისტრაციულ ხარჯებში, ანუ პურ-მარილში ხელისუფლებამ ოთხ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. გასაგებია, რომ დელეგაციებს გამასპინძლება უნდა. გაუმასპინძლდნენ. ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მუნიციპალიტეტების პირველი პირები, საძმაკაცოსთან ერთად, კვირაში ორჯერ 2-3-ათასლარიან ქეიფებს რომ “არტყამენ” და ხალხის ხარჯზე ივსებენ სტომაქს, ესეც უცხოური დელეგაცია და ევროპის მასშტაბით თავის მოჭრა ხომ არ არის?! რომ ამბობენ ხელისუფალნი, სოციალური პროგრამებისთვის თავისუფალი ფული არ რჩებაო, აგერ, ქეიფებიდან, სულ ცოტა, 2 მილიონის ამოღება შეიძლება, თვეში ორი ტონა საწვავი რომ მიდის თითო მანქანაზე, მაგის შემცირებაც შეიძლება ან სულაც ხორვატიის პრეზიდენტისგან მაგალითის აღება, როცა გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის კუთვნილი თვითმფრინავი 15 მილიონად გაყიდა და თანხა ბიუჯეტში შეიტანა. ხედავთ, რა მარტივია, ბატონებო? სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ნაყიდიფორმულა-1”-ის ბოლიდები, რომლის მოვლაპატრონობაც მარნეულის მუნიციპალიტეტს ჰქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული, სად არის? რატომ არ ყიდით აუქციონზე? ან იმ კატარღებს, მიშა რომ დასეირნობდა დაბოლნისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რომ იყო ის კატარღები, სად არის?! ან ახმეტის მუნიციპალიტეტი რომ უვლიდა მაღალი გამავლობის 44 ჯიპს და ახმეტაში ეს მანქანები თვალითაც არავის უნახავს, სად არის?! ამოიღეთ, გაყიდეთ, ბიუჯეტში შეიტანეთ ფული და ის პრობლემა მოაგვარეთ, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. თითო ოჯახს ყოველ მესამე შვილზე სოლიდური თანხა რომ დაუწესოთ, იმდენი მაინც, რომ ბავშვი სასკოლო ასაკამდე უზრუნველყოფილი იყოს, როგორ გგონიათ, არ ექნება შედეგი? ექნება და მერე როგორი, მაგრამ არ გინდათ, არ გცალიათ თქვენ ჩვენი შვილებისთვის, რადგან ყველა თქვენგანს დეკლარაციაში უწერია, რომ შვილი საზღვარგარეთ ან პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს, სწავლის გადასახადი რამდენიმე ათასი ლარია და, ჩვენს შვილებს რომ დაახარჯოთ ბიუჯეტი, მერე თქვენებს რა ეშველებათ, რიგითი მოკვდავებივით ხომ არ ივლიან რიგით სკოლებში და რიგით უმაღლეს სასწავლებლებში?! ეს არის, ბატონებო, მთავარი მიზეზი და არა ის, რომ ქვეყანას ფული არ აქვს. თქვენ ქვეყნის განვითარება-გაძლიერებაში არ გსურთ ფულის გაღება, მხოლოდ საკუთარი მომავლის გასაძლიერებლად ზრუნავთ და ამისთვის არც თავს ზოგავთ, არც ქვეყნის ბიუჯეტს და არც ჩვენს ნერვებსა და ჯანმრთელობას.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ხელისუფლება აღიარებს: უარესობისკენ მივდივართ, პრობლემების შესახებ ვიცით, ხარვეზები გვაქვს აღმოსაფხვრელი კანონმდებლობაშიო და, აგერ უკვე მეექვსე წელია, ვერ აღმოფხვრეს. ვერ შეიმუშავეს კანონი, რომელიც წაახალისებდა მრავალშვილიან ოჯახებს. პირიქით, ისეთი კანონები მიიღეს, თავმოყვარეობას ეხებიან, სულში აფურთხებენ და გმირ დედებს ცხოვრების ხალისს უკარგავენ. თვითონ განსაჯეთ:

ექვსი შვილის დედას რომ ეტყვიან, დახმარება გერგება და თვის ბოლოს ბანკში დაგერიცხებაო და იქ მისულს 50 ლარიც არ ხვდება… ექვსი შვილი 50 ლარად თვეში როგორი სარჩენია, როგორი შესანახია, როგორი გამოსაკვები?! და ამ დროს ტელეეთერში რომ გამოვლენ და გეტყვიან: ნორმალურ ადამიანს დღეში 1,18 ლარის პროდუქტი ჰყოფნისო… და თქვენ არანორმალურები ხართ, 6 თვეში ორი ათასამდე კაცმა 4 მილიონი რომ ვერ იმყოფინეთ? თუ ადამიანების მოთმინებას ცდით ბოლომდე?!

ვინც არ იცის, ვეტყვით: გადმოცემის თანახმად, ციხის საჭმელს ბალანდა შემდეგი მიზეზის გამო დაერქვა. უკრაინაში იყო ციხის უფროსი გვარად ბალანდა, რომელიც პატიმრებს სასტიკად ეპყრობოდა და აშიმშილებდა. ერთ დღესაც შიმშილით შეწუხებულმა პატიმრებმა ციხის უფროსი დაკლეს, მისგან წვნიანი მოამზადეს და შეჭამეს. ამის შემდეგ დაერქვა ციხის საკვებს ბალანდა.

არ გეშინიათ, ბატონებო, ეს დამშეული ხალხი შინ რომ მოგადგეთ და ისედაც მდიდარ ქართულ სუფრას კიდევ რამდენიმე სახეობისა და სახელობის “კერძი” რომ შემატონ?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here