Home რუბრიკები საზოგადოება არც თვალი არ უნდა დავიბრმავოთ, არც ყურებში ბამბა არ უნდა დავიცოთ და...

არც თვალი არ უნდა დავიბრმავოთ, არც ყურებში ბამბა არ უნდა დავიცოთ და არც ენა არ უნდა მოვიჭრათ…

672
შოთა დიღმელაშვილი

პარლამენტთან აქცია ახალი ფორმატით განახლდა, ნაციონალები კი პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას აპირებენ. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, სწორედ ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს დანაშაულებრივი ქმედებები _ გავრილოვის შემოყვანით დაწყებული, 20 ივნისის ღამით დამთავრებული. მაგრამ, თუოცნებაამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, მომავალი პარლამენტი ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებსო

რას გაიგებ ამკოაბიტირებულქვეყანაში?!

ტურამ ქვეყანა დააქცია, მგელს კი ბრალი აჰკიდესო.

პარლამენტთან კი აქცია გრძელდება. მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

რუსთაველზე არსებულ ვითარებას ყოველ საღამოს სოციალურ ქსელში ერთსაათიანი გადაცემა ეძღვნება, აქციის ერთერთი ორგანიზატორის _ შოთა დიღმელაშვილის თქმით კი, გადაცემაში გიორგი გახარიას მიწვევაც იგეგმება.

ვინ არის შოთა დიღმელაშვილი? _ თუგუგლ”- ვენდობით, მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტფლანგვის დეტექტორისხელმძღვანელი. ვერ გაიგეთ? სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან ვერც ჩვენ გავიგეთ, რომელ დეტექტორს ხელმძღვანელობს ეს 33 წლის ახალგაზრდა და რის ფლანგვაზეა საუბარი. იქნებ რუსთველზე დროის ფლანგვას გულისხმობენ დათავიანთი პროექტის ფარგლებშისწორედ ამას იკვლევენ იქ ყოფნით?!

საით მიდიხარ, საქართველოვ?!

ეს არ არისჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი” (იოანე საბანისძე), ანუ ერის სვლა თავის ისტორიულ გზასა და კვალზე, რაც ყოველ დროს ყველასთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს (ივანე ჯავახიშვილი).

ყველა ეპოქაში ახალი თაობა ყოველთვის სიახლეების დანერგვისკენ ისწრაფვის, ასე იყო ილიასა და მისი თაობის დროსაც, მაგრამ მათთვის ის სიახლე იყო მისაღები, რომელიც ქართველი კაცის ისტორიულ ტრადიციებს არ შეურაცხყოფდა და, ერის ზნეობრივ გადაგვარებას კი არა, მის განათლებას, მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევებთან ზიარებას ემსახურებოდა. დღეს ლიბერალობა სალანძღავ სიტყვად არის ქცეული, რადგან ის ასოცირდება ათასგვარ სისაძაგლესა და სიბინძურესთან, რომლებიც პროგრესულ კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე დასაძრახ საქციელად მიაჩნდა.

ჩვენ კი ჩვენს ახალგაზრდა მკითხველს ისევ ილია ჭავჭავაძის ბრძნულ ნააზრევს შევთავაზებთ განსჯისთვის და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა გაარჩიოს: “ზნეობა უფრო მაგარი ქვითკირია კაცთა ცხოვრებისათვის, თუ საცა ვისი რამ მოახელო, სჭამე, რაკი გემრიელიაო”.

* “პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო, ნათქვამია (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.)

* “ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნამუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “…ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალსა. საბუთიანს, მართალსმხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინოდა, თუ საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბაძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია. მსჯავრდაუდებელი ბოროტი _ მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულლბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “მხილება ავისა და ბოროტისა საფუძვლიანი და საბუთიანი იყოს და არა მოჭორილი, _ დასამდურავისა, ან წყენის, ან შფოთის ატეხის შიშით ნურვინ გაიხეთქს გულს. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმაოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ, როცა იგი ავი ჩვენ თავში გვცემს, ჩვენს არარაობას ჩვენდა სამარცხვინოდ საქვეყნოდ ჰღაღადებს. რად უნდა გავჩუმდეთ?” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “ნუ სძღები სხვისა რძითა, ნუ იმოსები სხვისა მატყლითაო”. სხვისა ნურა გინდა-რა, შენი იკმარე, _ ეს არის კაცთა ურთიერთობის ქვაკუთხედი, ეს არის დედაბოძი ზნეობისა” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “ღმერთმა იცის, _ კაცურკაცობისათვის რა უფრო სანატრელია, სხვისი პურის ჭამა, თუ თავისის გაცემა. ვინ იცის: ზნეობა უფრო მაგარი ქვითკირია კაცთა ცხოვრებისათვის, თუ საცა ვისი რამ მოახელო, სჭამე, რაკი გემრიელიაო (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს”, ესე იგი, მისი ზნე, გაუწურთვნელი ზნე, ყავარჯენი კი არა, ჭირია” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “ტყუილად კი არ ამბობს ბოსსუეტი: “ერიდენით და უფრთხილდით საკუთარს ზნესა. ზნე იმისთანა მტერია, რომელიც, საცა წახვალთ, ყოველგან თან დაგდევთ სიკვდილის კარამდინაო” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “ადამიანის უუძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულისწყრომით ზედა ეგება (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი”.

* “რაც გინდ იყოს, …”ივერია” სიფრთხილით და წინდახედულად მოქცეულა ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორს ასოს ქვეშ მიმალული კორესპონდენტის ფეხის ხმას. იქ, საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “მცირეოდენ განათლებამოცხებულ კაცს, მცირეოდენ სარის ჭკუის პატრონს კარგად მოეხსენება, რომ ყოველივე თავისის თავის და პრესის პატივისმცემელი რედაქცია და თუნდ ყოველივე ცალკე კაცი ასე უნდა მოიქცეს ყოველს შემთხვევაში და, თუ სულ მთლად ზურგს არ შეაქცევს, ეჭვი მაინც უნდა შეიტანოს იქ, საცა სხვის ადამიანურს ღირსებას, სინდისს, წმიდათა-წმიდას შესაბღალავად და შესაგინებლად იმეტებენ. ეს ანბანია ზნეობისა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი კანონია, მერე იმისთანა, რომელიც, რა თვალითაც გინდ შეხედოთ, ერთნაირად სავალდებულოა ყველასათვის, რა დასისა და რწმენის კაციც გინდ იყოს” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვს სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმეს დებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “ბევრი კაცი, და იქნებ იმისთანა უხეირო რედაქციაც, სადმე იყოს, კაცთა საუბედუროდ, რომელიც ძალზე იჭაჭება და ბუკითა და ნაღარით გაიძახის ამ შეუძლებლობას ადამიანისას, მაგრამ ყოველ წარამარად მოტანტალე კორესპონდენტს სიხარულით კარს უღებს და ხელს უწყობს გამვლელი და გამომვლელი საერთოდ, და რედაქციის მიერ ნიშანში ამოღებული საკუთრივ, ლაფში ამოსვაროს თავიდამ და ფეხამდე წინასწარ მოუკითხავად, _ ვინ მტყუანი და ვინ მართალი”. “ნუთუ ეს ამისთანა საქციელი ხელშეხება არ არის და ყველა ხელშეხებაზე უფრო საზიზღარი, უფრო შემაძრწუნებელი და უფრო საშიში კაცის ერთმანეთობით ადამიანურ ცხოვრებისათვის. ნუთუ ეს არის იგი მადლცხებული თავისუფლება ბეჭდვისა, პრესისა, რომელსაც ასე სამართლიანად შევხარით დღეს დიდი და პატარა და ასე გულმხურვალედ და თავდადებით ვეტანებით”.

“ეს ხომ თავისუფლება კი არა, ბოროტად ხმარებაა იმ გაბატონებულ ძალ-ღონისა, იმ ძლევამოსილ შემძლებლობისა, რომელიც პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც-კი ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით”.

“ნუთუ ამისთანა შემძლებლობა ბეჭდვის სხივმოსილ თავისუფლებისა, რედაქციამ იმაზე უნდა ჩამოახდინოს, რომ კაცმა კაცი უთავბოლოდ გაჰპენტოს, კაცმა კაცს უთავბოლოდ სახელი შეულახოს ნამუსის ქუიდ მოჰხადოს და ლაფში გადაუგდოს. რედაქციის კალამი ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან თავისის ან სხვისა ხელით”.

აქცია

“ზოგისათვის ამისთანა საქციელი პრესისა თუ მთლად არ არის შესანდობარი, ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია მით, რომ პრესისგან უსამართლოდ და უსაბუთოდ შებღალვილს ღონისძიება აქვს თავი იმართლოს ბეჭდვითვეო, ბევრს ეს პრესის მეტის-მეტის პატივისცემით მოსდის და არა იმისათვის, რომ ამისთანა უკადრისი საქციელი პრესისა არ ეხამუშებოდეს. ეხამუშება, სწყინს კიდეც, მაგრამ არ უნდა რომ იმისთანა მზეს, როგორიც დღეს პრესაა, საქები რამ ჰქონდეს და არ გაუქარწყლოს”.

“მეც დიდი პატივისმცემელი ვარ პრესისა…, მაგრამ ამისთანა პატივისმცემელი კი არასდროს არა ვყოფილვარ და არც ვარ, რომ ყოველ წარამარად ბღაჯვნას პრესის წმინდა სახელი ვუწოდო, ან პრესის ყოველი საქციელი ვაქო და ვადიდო ბრმად და განუსჯელად. ბრმად თაყვანისცემა რისიმე და ვისიმე, კერპთმსახურება და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობაა”.

“კიდევ ვიტყვი, რომ პირველდაწყებითი კანონი და მოძღვრება მთელის განათლებულის თუ გაუნათლებელ კაცობრიობისა ის არის, რომ ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს, რომ ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს, და მას მერმეთ, დიახ მხოლოდ და მხოლოდ მას მერმეთ მოეკითხოს ბრალდებულს პასუხი. და უამისოდ ბრალდებულთა სკამზედ ასმა ადამიანისა პასუხის საგებლად წაწყმედაა, მიწასთან გასწორებაა, პირქვე დამხობაა იმ საკაცობრიო სამართლისა, მართლმსაჯულებისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ადამიანური ურთიერთობა, მთელი ადამიანური ყოფა-ცხოვრება”.

“ეს ყველაზე უწინარეს პრესამ, ვით სალარომ ადამიანის ჭკუა-გონებისამ, უნდა იცოდეს და თვითეულს გაზეთს თუ ჟურნალს თავის დროშაზე დიდი ასოებით წააწეროს”.

“აქ აღვირის მიშვება და სადავის მიგდება კარის გაღებაა იმ ერთგვარი უწმინდურობისა, რომელსაც “შანტაჟს” ეძახიან და მაშინ ძაღლიც ვეღარ იცნობს პატრონსა. ერთი-ერთმანეთსშევეჯახებით, ერთი-ერთმანეთს თავს შევახლით, ერთი-ერთმანეთს დავჭამთ, მაშინ ტყეში მგელთან და აფთართან ცხოვრება უკეთესი და უფრო მოსვენებული იქნება, ვიდრე კაცთა შორის” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “მართალია, გლეხკაცი და ღარიბი უფრო მეტად საზრუნველია, უფრო მეტად გაჭირვებული, ვიდრე თავადი, აზნაური, მღვდელი თუ ვაჭარი, მაგრამ განა აქედან ის გამოდის, რომ ყველა ესენი ადამიანები არ არიან? განა ცოდვაა, რომ ამათთვისაც ვიზრუნოთ და თავი შევიტკიოთ? რაკი ცხოვრებას და ისტორიას გლეხებთან ერთად ეგენიც გაუჩენია სამართლიანად თუ უსამართლოდ, განა შესაძლებელია ერთის კალმის მოსმით, თუნდ იმისთანა ძლიერის, როგორიც დღეს “მოგზაურის” რედაქციას ქვეყნის სასაცილოდ თავისი თავი ჰგონია, განა შესაძლებელია, ვამბობ, ისე ამოდენა ხალხი დედამიწის ზურგიდან წაიშალოს!” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “ნამეტნავად ეხლანდელ დროში, როცა ასე გამწვავებულია საქმე წოდებათა შორის, ყოველივე ამბავი და ნაამბობი ათასჯერ ასაწონია, ათასჯერ გასაზომია და ერთხელ ძლივად დასაჯერებელი. თუ კაცი სინდისსა და ნამუსზე ხელაღებულია და ვისიმე ჯავრის ამოყრა გულს მოსწოლია, ადვილად მოახერხებს ათქმევინოს თავადაზნაურს, თუ გლეხს, ავზნეობა და ავკაცობა ერთმანეთისა” (“ნუთუ”. 1905 .).

* “საზოგადოება, რომელსაც ჭკუა და გონება შერჩენია და ცნობიერება გაჰღვიძებია, მარტო იმას კი არ უნდა სჯერდებოდეს, _ აი გლეხობა სხვასთან ერთად ამასაც შემოსწყრა, ამას “ბოიკოტობა” გამოუცხადა, არამედ გულდამშვიდებული გარჩევა უნდა, _ ვინ ვის რას ემართლება, ვინ ვის რას ერჩის, ვინ ვისზე სამართლიანად ხელს იწვდის. განა კაცთა ადამიანური ცხოვრება, ისტორია, პროგრესი და სხვა რაიმე სიკეთე შესაძლებელია, თუ ყოვველთ უწინარეს კაცთა ურთიერთობაში ისინი არ მოიკითხა, ამაების პასუხი არ იძია?” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “ლანძღვა-გინებაც ხელშეხებაა ადამიანის ღირსებისა, მაგრამ არა იმ ზომისა, რომ საქმიანმა პრესამ ამის გამო ბუკი და ნაღარა დაჰკრას. ლანძღვა-გინება უმართებულო საქციელია და მარტო მლანძღველის სიბრიყვეს მოასწავებს, ხოლო სიბრიყვე ავზნეობის ნიშანი კი არ არის. გაუზრდელობის, გაუწვრთნელობის საქმეა. იმდენი დღეგრძელობა თქვენა გქონდეთ, რამდენი ქვეყანაზედ ბრიყვი და უზრდელი კაცი იყოს და ამასთან ყოვლად კარგი და პატიოსანი” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “უჭკუო ტყუილს რა მოკლე ფეხები აქვს, აი საბოროტო დაშლილს საღერღელს, დაჟინებულს და თავდაუჭერელ სურვილს ადამიანთა გაბიაბრუებისას სადამდე შესძლებია თვალის აბმა, ჭკუაგონების დახშობა!” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “განა შესაძლოა კაცს ღმერთი იქამდე გაუწყრეს, რომ კაცის სიკვდილი ვისმე დააბრალოს მაშინ, როდესაც თვით სიკვდილი არ მომხდარიყოს სრულებით” (“ნუთუ”. 1905 წ.).

* “ლანძღვა ის არის, რომ იტყვი და არას დაამტკიცებ: დაუმტკიცებელი და უსაფუძვლო ქებაც კი ლანძღვაზედ საწყენია პატიოსან კაცთათვის (“პასუხი”. 1861 წ. 14 მაისი).

“ვინც ლაფში თავიდამ ფეხამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს”

(“საქართველოს მოამბეზედ”. 1862 წ.).

* “ჩვენ ქართველში გვიყვარს მხოლოდ მისი სიკეთე, სიცუდე კი ყველგან საზიზღარია, ქართველი იქნება მისი მექონი, თუ ინგლისელი, სულერთია ჩვენთვის, ორივ წყალში გადასაყარნი იქნებიან” (“საქართველოს მოამბეზედ”. 1862 წ.).

* “მიირთვიც რომ გითხრა, ამ კარგს დარბაისლურს სიტყვას, თუ მოინდომებ, ცუდად ჩამომართმევ, თუ ნამეტნავად ზოგიერთი კაცის გულის გარყვნილებაში შენც წილი ჩაგიდვია” (“ზოგიერთი რამ”. 1866-1876 წ.).

* “განათლებულს, მაღალ ზნეობის კაცს მართლად შენიშნული წუნი უფრო ნაკლებ ეთაკილება, ვიდრე ტყუილი ქებადიდება; გაუნათლებელს სულმოკლეობას კი პირიქით სულ სხვა მადა აქვს ამაებისათვის (“ქართული თეატრი”. 1886 წ.).

* “იგი სიცილი მაშხალასა ჰგავს, რომელიც მინამ ანთია, კიდევ ჰო, როცა დაიწვის და ჩაქრება, დამწვარი მჩვარი-ღა დარჩება და ცხვირის მოსარიდებელი ნატისუსალი” (“ქართული თეატრი”. 1886 წ.).

* “ადამიანის გრძნობას როგორღაც ეთაკილება, ეზიზღება ხუმრობა და გასართობი სიცილი იქ, საცა ზრზენამ და ზიზღმა თავისი მრისხანე და სამართლიანი განაჩენი უნდა წარმოსთქვას და მახვილმა შეგინებულის ზნეობისამ თავი უნდა იჩინოს” (“ქართული თეატრი”. 1886 წ.).

* “ხასიათი და ზნე-ჩვეულება ყველგან არის, მაგრამ ყოველის თესლის ერს თავისი განსხვავებული ხასიათი აქვს და ზნე-ჩვეულება, იმიტომ, რომ ხასიათის და ზნე-ჩვეულების ასე თუ ისე აგებაზედ მოქმედებს მთელი კრებული იმ გარემოებათა, რომელთ წრეშიაც სული და ხორცი დიდი ხანია უტრიალებია ერს და დღესაც ატრიალებს” (“ქართული თეატრი”. 1886 წ.).

* “პატივისცემა კერძო პირისა და საზოგადოებისა დედა-კანონად უნდა ჰქონდეს ყოველს რიგიანს და მართებულს ჟურნალს თუ გაზეთსა” (“ივერიის” წინასიტყვაობა”. (I) 1877 წ. 3 მარტი).

* “პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს. ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შერცხვენა იქნება. ცუდია. თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო” (“ივერიის” წინასიტყვაობა”. (1877 წ. 3 მარტი).

* “ჭეშმარიტი პატივისცემა ის არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შეურაცხყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი ზნეობითი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავისთავს კაცად სცნობს და აღიარებს” (“ივერიის” წინასიტყვაობა”. (I) 1877 წ. 3 მარტი).

* “სხვა რა უფლებაა ადამიანისა იმაზედ უცილო, იმაზედ სანატრელი, იმაზედ წმინდა და უძვირფასესი, რომ კაცმა კაცისაგან პატივისცემა, ღირსეულად და მართებულად მოქცევა ითხოვოს?” (“ივერიის” წინასიტყვაობა”. (I) 1877 წ. 3 მარტი).

* “სხვა რის მეოხედ უნდა იყოს მწიგნობრობა საერთოდ, თუ არ ადამიანის უფლების შემნატრედ, მწედ და მოსარჩელედ?” (“ივერიის” წინასიტყვაობა”. (I) 1877 წ. 3 მარტი).

* “სხვა რით არის ადამიანი სხვა ცხოველზედ წინ წამომდგარი, თუ არა მზნეობითის კანონით, რომ მეც კაცი ვარ, შენც კაცი ხარ, ერთმანეთის პატივისცემა გვმართებსო?”

(“ივერიის” წინასიტყვაობა”. (I) 1877 წ. 3 მარტი).

* “ჭეშმარიტი ლიტერატურა ყოველგან და ყოველს შემთხვევაში მართებულობის, ზრდილობის, ადამიანის ღირსებისა ფარიც არის და ხმალიცა” (“ივერიის” წინასიტყვაობა”. (II) 1885 წ. 31 დეკემბერი).

* “უზრდელობა, უმათებულობა, გაუპატიურება ადამიანის, უწვრთნელობის, გონება-გაუხსნელობის და უჯიშობი სუტყუარი ნიშანია” (“ივერიის” წინასიტყვაობა”. (II) 1885 წ. 31 დეკემბერი).

* “ეხლანდელს ზნეობით დავარდნილ დროში ფეხადგმულია უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე” ვგონებ, არა ქვეყანაში არ მოხდეს ის, რაც ასე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე. საკვირველია!.. რაც უნდა უშვერი, უმსგავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს, ჩვენში ფეხს გაიდგამს ხოლმე, მერე ისე, რომ ყურსაც არავის შეაბღერტინებს. არც მის მომქმედსა აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეო, არც მის მაყურებელს აქვს სირცხვილი, რომ აგრე პირუტყვულად რაზედ ვექელვინებიო” (“ვიცინოთ თუ ვიტიროთ”. 1877 წ.).

* “ლანძღვა-თრევა გოგო-ბიჭების ჩალაურშიაც საზიზღარია და გარეთ, მთელის ერის, მთელის ქვეყნის მოედანზედ _ რაღა თქმა უნდა” (“ივერიის” წინასიტყვაობა”. (II) 1885 წ. 31 დეკემბერი).

* “ჩვენ, ქართველებმა, ერთობ უწმაწური ლაპარაკი ვიცით ხოლმე, როცა სალაზღანდაროდ შევიყრებით, მაგრამ საჯაროდ კი გვეთაკილება ხოლმე უმართებულო სიტყვის ხმარება” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. აპრილი).

* “თუ უწვრთნელს, უზრდელს, სხვის გამაუპატიურებელს, ჩვენს შინაობაშიაც, სახლობაშიაც, საცა მარტო ერთი-ორი კაცია, ვერ ვიშვნევთ და ვთაკილობთ, თუ მაგაების პატრონს ჩვენს საკუთარს პატარა ოჯახშიაც ფეხს არ შევადგმევინებთ და კარს ამოვუქოლავთ, მაშ როგორ-ღა უნდა შევიშვნიოთ, შევიწყნაროთ იგი იმ დიდს ოჯახში, საცა არამც-თუ მარტო მე და თქვენა ვართ ჩვენის ცოლ-შვილით, არამედ მთელი ერია, მთელი ქვეყანაა, იმიტომ რომ ლიტერატურეს მთელს ერთანა აქვს საქმე, მთელს ქვეყანასთან. ეს რაცა ვსთქვით იმას კი არა ჰნიშნავს, რომ აღმა მხვნელს და დაღმა მფარცხველს საქციელი უსათუოდ მოვუწონოთ, ანუ გავუჩუმდეთ, ავის მომქმედი არ გავამხილოთ, არ გავკიცხოთ. არა. ხოლო გამხელა და გაკიცხვა წუნის დადების საზღვარს არ უნდა გადასცილდეს. წუნის დადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს ცუდი, ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ-დაუსხმელად? ამ შემთხვევაში ავის მომქმედი არ უნდა გააბოროტო ლანძღვითა და თრევით, იმიტომ რომ გაბოროტება, ვით ძლიერი თავდაუჭერელი ვნებათაღელვა გულისყურის კარს დაუხშობს, და იმ ზნეობით ძალს, რომელსაც ნამუსს ეძახიან და რომელიც ჭეშმარიტი გამკითხავია დამწურთვნელი კაცისა, ხმას აღარ ამოაღებინებს. ავის საქციელის მდევნელი ზრდილობიანი, მართებული, გონებაგახსნილი პატიოსანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ ზოგიერთებსავით სიხარულით ქუდი ჭერს აჰკრას, აცა, ჩემს მოძმეს ძლივს ცუდი ვუპოვნეო. არამედ იმისთვის, რო მან ავის მომქმედს ავი მოაშლევინოს, ან ავზედ სხვას აუხილოს თვალი” (“ივერიისწინასიტყვაობა (1885 წ. 31 დეკემბერი).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here