ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში შესაძლოა ქორწინების დეფინიციასა და მანდატების განაწილების წესთან დაკავშირებით ფორმულირებები შეიცვალოს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. ვენეციის კომისიის მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ საკითხებზე შესაძლოა ვენეციის კომისიამ ქართველ კანონმდებლებს რეკომენდაციები მისცეს.
„რამდენიმე საკითხზე მგონია, რომ შესაძლებელია, რეკომენდაცია მოგვცეს ვენეციის კომისიამ, რომ ფორმულირება შევცვალოთ… ერთ-ერთი საკითხი შეიძლება, იყოს გაუნაწილებელი მანდატების თემა და შესაძლებელია, იყოს ქორწინების საკითხი. ვნახოთ, საბოლოო დასკვნაში როგორ იქნება ასახული,“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
,,საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის მოძრაობა „ეროვნულების” თავმჯდომარეს სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე.
სანდრო ბრეგაძე:
– ორი კვირის წინ განვაცხადე, რომ ევროკავშირის დეპუტატებმა მომაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა ვენეციის კომისიას დაებლოკა ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი პუნქტის შეტანა ახალ კონსტიტუციაში. ამ საქმეში ყველაზე აქტიურად იყო ჩართული პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ჩემი ინფორმაცია 100 პროცენტით გამართლდა. გუშინ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით ამაზრზენი და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული განცხადება, რაც იყო ჩვეულებრივი თამაში და ხალხის მოტყუება. ,,ქართული ოცნება“ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე აცხადებდა, რომ კონსტიტუციაში არ დაუშვებდნენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, სწორედ ამით მოიპოვეს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა. მე მაშინაც ვაფრთხილებდი ხალხს და დღესაც იგივეს ვიმეორებ, რომ იტყუებოდნენ და დღესაც იტყუებიან. საზოგადოება ყველაფერს ეგუება, მეტი რაღა უნდა გაგიკეთოს მთავრობამ.
ახლა თურქეთის ხელისუფლების თხოვნით, პირადად კვირიკაშვილი შეჰპირდა ხელისუფლებას, რომ დიდგორობის დღესასწაულს, როგორც სახელმწიფო დღესასწაულს არ აღნიშნავს. გაუწყებთ ინფორმაციას, რომ ხალხის პროტესტის შედეგად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ,,დიდგორობა“ აღინიშნოს , თუმცა ამ დღესასწაულს არ უნდა დაერქვას გამარჯვების დღე. ეს არის კიდევ ერთხელ თვალებში ნაცრის შეყრა. ხვალ და ზეგ შეიძლება სახლებში მოვიდნენ და მართლმადიდებლური რწმენის უარყოფა მოგვთხოვონ. არც ერთ მთავრობას ისე არ დაუსვამს თავზე ანტიქართველები, ლიბერასტები და პიდარასტები, როგორც ამ მთავრობამ მოახერხა.
ეკა ზარნაძე
Gaetrios es nazirala mtavroba.zirs qocnacioaluri tagliti tavroba
ხელისუფალთა ჩვენთა მთავარი მიზანი სავარძელში ჯდომაა და არა საქართველოსთვის ზრუნვა. ამისთვის კი დასავლურ რეკომენდაციათა უსიტყვოდ შესრულებაა საჭირო. ასეც შვრებიან, სხვაგვარად ან როგორ იქნება?! რაც სტრასბურგმა უქნა ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმასვე უზამს ვენეციის კომისია კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტს. პროდასავლური კურსი ეს არის და, მაშასადამე, ვისაც ამ კურსზე ჭკუა ეკეტება, ის დასავლურ ზეწოლებსაც უნდა შეურიგდეს. ხოლო ვინც ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობის მომხრეა, მან უნდა განაგრძოს თავის მართლება, რომ არაა ,,რუსეთუმე” და ასე იჭრიალოს სიკვდილამდე. სულ ესაა ჩვენი ,,პოლიტიკური ცხოვრების” საცოდავი ამპლიტუდა და მოსაწყენი რკალი.
სრულიად ვეთანხმები არცერთ მთავრობას არ შემოუყრია ამდენი მუსულმანი ქრისტიანების გაწყვეტა უნდათ ყველა ნაირად გამოფხიზლდით ხალხო იღუპება ახალგაზრდობა იხრწნება