Home რუბრიკები პოლიტიკა არჩევნების წინ ქართველმა საზოგადოებამ იცის, ვინ არ უნდა, მაგრამ არ იცის, ვინ...

არჩევნების წინ ქართველმა საზოგადოებამ იცის, ვინ არ უნდა, მაგრამ არ იცის, ვინ უნდა

4339
არჩევნების წინ ქართველმა საზოგადოებამ იცის, ვინ არ უნდა, მაგრამ არ იცის, ვინ უნდა

არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლო?, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს”.

ლუკას სახარება, თავი 8, მუხლი 17.

ჰოდა, როგორც ახლა გაირკვა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, ლონდონში არაოფიციალური ვიზიტით მყოფი ცოლ-ქმარი გორბაჩოვები განსაკუთრებული პატივით მიიღო მარგარეტ ტეტჩერმა, აშკარად ზედმეტი პომპეზურობით, იქიდან გამომდინარე, რომ იმჟამად მიხეილ გორბაჩოვი გახლდათ პოლიტბიუროს რიგითი წევრი, რომლის ერთადერთი უპირატესობა ბებრების წინაშე ახალგაზრდული ასაკი იყო…

თუმცა, იმ სამარცხვინო პერიოდამდე, როდესაც თვეების ინტერვალით, კრემლის კედელთან ერთმანეთის მიყოლებით იჭრებოდა გენმდივნების ახალ-ახალი საფლავები, ჯერ კიდევ შორს იყო _ აშშ-ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა, ზუსტად გააანალიზეს ყველაფერი და, როგორც ამბობენ, მიხეილ გორბაჩოვი სწორედ ბრიტანეთში ვიზიტისას გადაიბირეს და აგენტად ჩასვეს სსრკ-ის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში.

მიხეილ გორბაჩოვი, რომლის მიერ დაწყებულმა ე.წ. პერესტროიკამ, პირველ რიგში, საქართველო “დააბოლა” და 1988 წლის 12 ნოემბერს საბჭოეთში პირველებმა დიდი საპროტესტო აქცია (თბილისის იპოდრომზე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით) ჩავატარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რადიკალური მოთხოვნით, რასაც აღტყინებული საზოგადოება “გაუ-მარ-ჯოს” “ჯოს-ჯოს” სკანდირებით შეეგება.

რისთვის დამჭირდა წინამდებარე წერილის ეს არცთუ მცირე პროლოგი, მით უმეტეს, რომ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, თითქოს მთავარ სათქმელთან საერთო ნაკლები აქვს?

საქართველოს სავალალო მდგომარეობა სწორედ იმ გეოპოლიტიკური ღალატის (თუ ასე თქმა შეიძლება) ბრალია, რომელსაც გავლენის აგენტების (გორბაჩოვი, ელცინი, შევარდნაძე, იაკოვლევი და ..) მიერ სსრკის დაშლა ჰქვია და რომელსაც (არ მეშინია რუსოფობი ლიბერასტების) რუსეთის პრეზიდენტმა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია უწოდა.

ზემოთ ხსენებულ იპოდრომის აქციის თარიღს მავანი და, არც თუ უსაფუძვლოდ, ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებასაც უწოდებს და თქვენი მონა-მორჩილი იმ დღიდან მოყოლებული, ხატოვნად თუ ვიტყვით, სულ ქუჩაში ვარ, სახლში არ შევსულვარ. როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, არც ერთ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან აქციასა თუ მიტინგს თითქმის არ დავკლებივარ. ბოლოს და ბოლოს, რა შეგვაღონეს ამ “პოლიტიკოს-ექსპერტებმა”, თავს რომ გვამადლიან და ტელეეკრანებიდან და მენტორული ტონით გვესაუბრებიან?

არა მგონია, რომ სადმე არსებობდეს რაიმე ტიპის კოლეჯი თუ უნივერსიტეტი, რომლის დამთავრების შემდეგ დიპლომის გრაფაში “სპეციალობა” ჩაწერენ პოლიტიკოსს ან ექსპერტს.

აბა, რა არის საჭირო, რომ პოლიტიკოსექსპერტის სახელი დაიმკვიდრო და არადაგიმკვიდრონ”? _ დიდი ცხოვრებისეული (63 წლის კაცს, მგონია, არ მაკლია) და პოლიტიკური გამოცდილება. რაც შეეხება მეორეს, აკი ზემოთ ვთქვი, 30 წელიწადია, ქუჩაში ვარმეთქი და ამიტომ, ალბათ, არც პოლიტიკურ გამოცდილებაში უნდა მოვიკოჭლებდე.

მესამე _ განათლებული უნდა იყო.

და მეოთხე და, ალბათ, უმთავრესი _ შუბლის ძარღვი არ უნდა გაიწყვიტო, “პატარასინდისნამუსი უნდა გქონდეს

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენს მონა-მორჩილს პოლიტიკოსობაზე მაქვს პრეტენზია და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის შემხედვარეს, რომელსაც მედია-კავშირ “ობიექტივის” მთავარმა რედაქტორმა ბონდო მძინარაშვილმა ენამოსწრებულად უწოდა ქარვასლის ოპოზიცია. რატომაც არა, რო?!

უფრო ზუსტად, იმაზე მაქვს საფუძვლიანი პრეტენზია, ნაცების მხარდამჭერი მაუწყებლები ჩემისთანა ჟურნალისტებს რატომ არ იწვევენ პოლიტიკურ თოქ-შოუებში.

რატომ და იმიტომ, რომ ხმამაღლა ვიტყოდი: გიორგი (ჟორიკა) რურუას პოლიტპატიმრობა დაახლოებით იგივეა, რაც ამერიკელი განგსტერის _ ალ კაპონესი. ალ კაპონეს ბევრი ადამიანი რომ ჰყავდა მოკლული, სრულიად ამერიკამ იცოდა, მაგრამ აშშ-ის სამართალდამცველებმა ვერც ერთი მკვლელობა ვერ დაუმტკიცეს და ციხეში მხოლოდ გადასახადების დამალვის გამო ჩასვეს. რა, ალ კაპონეც პოლიტპატიმრად უნდა გამოეცხადებინათ?

არ ვიცი, რა ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს “პოლიტპატიმარ” ჟორიკას, მაგრამ სანდო წყაროსგან ვიცი, ჯაბა იოსელიანის პროფესიონალმა ქილერმა, ამჟამადპოლიტპატიმარმაგიორგი რურუამ ავტომატით როგორ ჩაცხრილა ვერაზე, .. სემიონოვკაზე, მანქანაში თორაძეების მთელი ოჯახი (2 ძმა, ერთერთი ძმის ცოლშვილი), თუმცა რად უნდა ამას სანდო წყარო, ამ საშინელ მკვლელობაზე სრულიად თბილისი ლაპარაკობდა.

გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, ე.წ. ქარვასლის ოპოზიციამ (როგორც ჩანს, ცხელ გულზე) საყოველთაო დაუმორჩილებლობა და მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, მაგრამ “გაგრილებულებს”, ეტყობა, გაახსენდათ, რომ, მიუხედავად “გავრილოვის ღამისა”, მაჩალიკაშვილის “დილა მშვიდობისა” და ა.შ., ხალხი მათ აქციებზე არ დადის და ეს სურათი არც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის გაძაგვრის შემთხვევაში შეიცვლებოდა.

რატომ? _ იმიტომ რომ, როგორც ერთი ქართული ანდაზა ამბობს, ნაგუბარში წყალი დგებაო და “ქარვასლაში” გაერთიანებულ ოპოზიციაში ის ადამიანები შეგროვდნენ, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა დოზით ქართველთა სისხლში ხელგასვრილ მიშა სააკაშვილთან ასოცირდებიან. ხოლო ის, რაც მმართველობის 9 წელიწადში სააკაშვილმა და მისმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს დამართეს, ჰიტლერული გერმანიის ჯალათებსაც არ გაუვლიათ გონებაში.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართველმა საზოგადოებამ იცის, რა არ უნდა: ეს არის ნათელაშვილის ქარვასლაში გაერთიანებულიოპოზიცია”, რომელსაც ხმას არავინ მისცემს. არის იქ ვინმე ისეთი, რომელსაც ოდესმე რაღაც კარგი გაუკეთებია საქართველოსთვის?

ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მე არ მაქვს და იქნებ თქვენ მიკარნახოთ, მკითხველო.

ეს ყველაფერი, მიუხედავად გარეგნული ბაქიბუქისა, მშვენივრად ესმის ანტიქრისტე გიგა ბოკერიას, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის დასავლეთიდან საპროტესტო წერილების ორგანიზებაში. წერილებისა, რომლებზეც ღირსეული პასუხების გაცემის მაგივრად, “ქართული ოცნება” ლობისტურ კომპანიებს ქირაობს. არადა, ჩვენი “დასავლელი მეგობრების” დემაგოგიურ წერილებზე ღირსეული პასუხის გაცემა ლობისტების გარეშეც შეუძლია _ ის ტელესიუჟეტები, რომლებსაც შიდა მოხმარებისთვის ამზადებს ნახევრადსამთავრობო ტელეკომპანია “იმედი”, იმ მიზნით კეთდება, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს მიშნაცების მიერ ჩადენილი დანაშაულები. გვახსოვს, ბატონო, გვახსოვს და ტყუილად ნერვებს ნუ გვიშლით.

ამ პოლიტიკურ ჩუკენობას სჯობს, აშშევროპაში მიშნაცების პატრონებს იმ საშინელი კადრების საჯარო ჩვენება მოსთხოვოთ და მხოლოდ 2 გვამის შემდეგაც (აღარაფერს ვიტყვი სამეგრელოში ნაპოვნ კასრებზე) თუ გვიბრძანეს გიგა ბოკერიას შეყვარება, მაშინ ძია სემი რუსულ სამ ასოზე გაგზავნეთ _ ასეთი კაცური ნაბიჯის შემთხვევაში ღმერთი არ გაგვწირავს, უფალი ჩვენთან არის და შიმშილით არ დავიხოცებით.

თქვენ კი რას აკეთებთ, ქოცებო?

ციხის ჟარგონით, შნირიმოსამსახურეს, დამლაგებელს ნიშნავს და თავის მართლების რეჟიმში ამერიკაში ჩასულნი ვაზელინმომარჯვებულნი იმას ეფიცებითძია სემს”, რომ თქვენ, ქოცები, უფრო მაგარი შნირები იქნებით, ვიდრე ფაშისტი მიშნაცები?!

არადა, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს უპეცედენტო ტრაგიკომედია.

საშინაო ფრონტზე ხელმოცარული ნაცები ქვეყნის გარედან ცდილობენ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას _ ამ უნიათო ქოცების ქმედება-უმოქმედობის წყალობით ქვეყანაში რევოლუციური ვითარების შექმნას. ეგებ ამას ჰქვია ნაცების მიერ დაანონსებული მასობრივი დაუმორჩილებლობა, საპროტესტო აქციები, როდესაც მხარედქცეული ტელევიზიები ყოველდღიურ რეჟიმში აწყობენ პოლიტიკურ თოქშოუებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე მომღერალარტისტების, “ჟურნალისტების”, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, “ექსპერტებისადა ლიბერასტული იდეოლოგიის მომხრე ხალხის მონაწილეობით

ერთი სიტყვით, ერთობ პარადოქსული სიტუაციაა _ არჩევნების წინ ქართველმა საზოგადოებამ იცის, ვინ არ უნდა, მაგრამ არ იცის, ვინ უნდა!

არჩევნებზე გამოჩნდება, რა უფრო მნიშვნელოვანი იქნება _ ცოდნა თუ არცოდნა.

დავით მხეიძე

P.S. ამასობაში ჩვენს მეზობელ დაისტორიულად მტერრუსეთში მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების რთული პროცესი, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ჩვენგან განსხვავებით (ჩვენ მაგივრად ჩვენზე ხომ აშშ ფიქრობს დაზრუნავს”), კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, მხოლოდ რუსეთის საშინაო საქმეა და ასეც არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ცვლილებებმა შეიძლება სხვა ქვეყნების დღის წესრიგზეც იმოქმედოს და, რაც უკვე შეცვალეს, უკვე იქონია გავლენა _ რუსეთის დუმამ კონსტიტუციურ ნორმად აქცია ის, რომ საერთაშორისო კანონებზე უპირატესი რუსეთის კონსტიტუციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან რუსეთს შეუძლია, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდოს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ვერდიქტები.

როგორც ცნობილია, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც კანონის ნორმა კრძალავს არასრულწლოვანებში გეიპროპაგანდას, რაც ავტომატურად ნიშნავს გეიაღლუმების ჩატარების შეუძლებლობას.

ამ კონტექსში დასმულ კითხვაზე _ დასავლეთის ბევრ ქვეყანაშიდედისდამამისნაცვლად საბუთებშიმშობელი # 1” –ისა დამშობელი # 2”-ის ჩაწერა ჩვეულებრივი ამბავია და ჩვენთანაც ასე ხომ არ იქნებაო? _ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩვეულ სტილში მოკლედ და კატეგორიულად უპასუხა: “სანამ მე ვარ პრეზიდენტი, რუსეთში მხოლოდდედადამამაიქნება!” ამ პასუხმა ააფორიაქა ლიბრასტული ქვეყნები, მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე _ სხვა დროს.

მანამდე კი _ “ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!”

3 COMMENTS

  1. ზემოთ 1988 წლის 12 ნოემბრის იპოდრომის აქცია ახსენეთ. მისი მონაწილე ვარ და ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. რუსთაველის მეტროდან წამოსული „პროტესტანტები“ (რას აპროტესტებდნენ, არ ვიცი, ალბათ, იმას, პერესტროიკამ პროტესტების ნება რომ დართო?!). აქცია უნივერსიტეტის წინ გაჩერდა და და დაისვა კითხვა, საით წავსულიყავით? გამსახურდიამ მოითხოვა, სასტუმრო „ივერიისკენ“ წავიდეთო (იქ ტანკები იდგა და შეიძლებოდა სისხლი დაღვრილიყო). მერაბ კოსტავამ იკითხა, ივერიისკენ თუ იპოდრომისკენო? ხალხი დუმდა. მე და ჩემმა მეგობარმა ილია ედიშერაშვილმა, რომლებიც წინა რიგებში ვიდექით, ვიყვირეთ, იპოდრომისკენ, იპოდრომისკენო! მერაბი პატიოსანი და გონიერი კაცი იყო (9 აპრილს რა დაემართა, არ ვიცი) და თქვა: კარგი, იპოდრომისკენო! მაშინ პირველად გადავრჩით სისხლისღვრას. მავანმა რაც უნდა ის უწოდოს იმ აქციას, მაგრამ ის ისეთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი იყო, როგორ დღეშიც არის დღეს საქართველო და ქართველი ხალხი.

  2. უკვე დიდი ხანია ქართველ საზოგადოებას უნდა ჭკვიანი და მამაცი ეროვნული მთავრობა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ თქვენ ბ–ნო დავით და ყველა ნაღდ მამულიშვილს, იმ ყალბი ოპოზიციური გაერთიანების ნაცვლად, სასწრაფოდ შექმნათ პატრიოტთა ფართო ალიანსი გიორგი სააკაძის შთამომავლის თარხან მოურავისა და თანამედროვე მაია წყნეთელის ირმა ინაშვილის ორგანიზატორობით და გაიმარჯვოთ 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში! ღმერთი იყოს თქვენსკენ!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ომარ საყდრიონელი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here