შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, შვილი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმა, დიღომში დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.