Home რუბრიკები პოლიტიკა არნო ხიდირბეგიშვილი: “სტრატეგიულმა მოკავშირეებმა” საქმე ისე დააყენეს, რომ მათ ჯარისკაცებს იცავენ სხვა...

არნო ხიდირბეგიშვილი: “სტრატეგიულმა მოკავშირეებმა” საქმე ისე დააყენეს, რომ მათ ჯარისკაცებს იცავენ სხვა ქვეყნის ჯარისკაცები, რომლებსაც მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევენ

არნო ხიდირბეგიშვილი

სამასოიანი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად ზრუნავს დემოკრატიაზე _ აშშ მხოლოდ თავის სახელმწიფო ინტერესებზე ზრუნავს!” _ ამბობსსაქინფორმისმთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი. მასთან ინტერვიუში გასული კვირის იმ მოვლენებს შევეხეთ, რომლებიც ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩათ.

_ ბატონო არნო, 20 სექტემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნიუიორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72- სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსი რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურით ზრდისგადამწყვეტი მხარდაჭერისმისიის (Resolute Support Mission) მონაწილეთა რაოდენობას ავღანეთში. სტოლტენბერგმა თქვა, რომ. “რამდენიმე ქვეყანამ, ალიანსის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა, უკვე განაცხადეს, რომ მისიაში სამხედრო მოსამსახურეების დამატებით რაოდენობას ჩართავენ”. ამ ქვეყნებს შორის საქართველოსაც გულისხმობდა?

_ დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერ ვოლსკის განცხადებით, “ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდა იმაზეა დამოკიდებული, როგორ აფასებს ალიანსი ქართული მხარის წინაშე მდგარ ამოცანებს”, ანუ ვოლსკიმ აღიარა, რომ ეს საკითხი, საქართველოში კი არა, ბრიუსელში წყდება.

_ ვოლსკიმ, აგრეთვე, განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის რაოდენობის შესახებ და არ სურსამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, რადგან ჩვენ საგანგებო მისიას ვასრულებთ და ავღანეთში არა მხოლოდ საერთაშორისო წესრიგს, არამედ საკუთარ ოჯახებს, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებსაც ვიცავთ”…

_ თუ არსებულ რაოდენობრივ პროპორციას გავითვალისწინებთ, საქართველო ავღანეთში დამატებით დაახლოებით 300 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის, თითო ქართველი ჯარისკაცი ხომ ალიანსს ათჯერ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ამერიკელი?! ხელფასს ვგულისხმობ, თორემ კუბოები და თვითმფრინავები, რომლებითაც მათ ცხედრებს პატივით ჩამოასვენებენ ხოლმე სამშობლოში, ერთნაირია რაც შეეხება “ავღანეთში საკუთარი ოჯახებისა და საქართველოს უსაფრთხოების დაცვას”: არ ვიცოდი, რომ ავღანეთის ტერიტორიის ნაწილი საქართველოს ეკუთვნის და იქ ქართველები ცხოვრობენ. მაშინ, რა თქმა უნდა, ისინი უნდა დავიცვათ… ან იქნებ ავღანეთი საქართველოს ესაზღვრება და იქიდან შემოჭრის საფრთხე გვემუქრება?!

აი, შიდა ქართლსა და სამეგრელოში კი საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენს ოჯახებს არც ერთი ქართველი ჯარისკაცი არ იცავს _ საუკეთესო ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში არიან, სადაც სამხედრო ბაზებს ამოფარებულ ამერიკელ ჯარისკაცებს იცავენ. როგორც ხედავთ, ჩვენმასტრატეგიულმა მოკავშირეებმასაქმე ისე მოაგვარეს, რომ მათ ჯარისკაცებს იცავენ სხვა ქვეყნის ჯარისკაცები, რომლებსაც ისინი მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევენ, როგორც ადრე შავკანიანებს. ქართველი დაქირავებული ჯარისკაცი მათთვის გასტარბაიტერია, რომელსაც შეიძლება ათჯერ ნაკლები გადაუხადო და ამისთვის მადლობელი იქნება, რადგან სამშობლოში ამდენს არ უხდიან.

ხოლო, სანამ ქართველი მამაკაცები ამერიკელ ჯარისკაცებს იცავენ, ქართველი ქალები მათი ხანდაზმული მშობლების გამობანვით არიან დაკავებულნი. ასეთია “ევროატლანტიკური წესრიგი”. ამ დროს სამაჩაბლოში მინდორში გასული ქართველი გლეხი ცხინვალის ციხეში ამოჰყოფს თავს, აფხაზი მებაჟე დაედევნება “თავხედ” ქართველს, რომელიც თვალში არ მოუვიდა და დღისით, მზისით დახვრეტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე…

_ საქართველოში დაქირავებულთა ინსტიტუტი ახალი ამბავი არ არის. ისტორია მოწმობს, რომ ქართველი მამლუქები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ემსახურებოდნენ აღმოსავლეთის მმართველებს და მათზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო

_ დიახ, განსაკუთრებით _ ქართველთა ცხენოსან ჯარზე. მათ ღირსეულად აფასებდნენ შაჰები და ფაშები, მაგრამ ქართველთა “მხედრიონი” წარმოადგენდა მათი არმიების ელიტურ ქვედანაყოფებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და არა პატრულ-მცველთა რაზმებს, როგორიც დღეს არის ქართული არმია. თუმცა ქართველმა ჯარისკაცებმა არ უნდა იცოდნენ სიმართლე ვაჟკაცი წინაპრების შესახებ, რათა უცებ არ გაყოყოჩდნენ და ამერიკელი ინსტრუქტორების მორჩილებაზე უარი თქვან. მეტიც _ ქართველმა სამხედროებმა არ იციან ისტორია ახალი ქართული არმიისა, რომელშიც მსახურობენ, 1991 წლიდან პერიოდს ვგულისხმობ. ქართველი ჯარისკაცებისათვის ქართული არმია ხიდაშელშაშკინის ან, უკიდურეს შემთხვევაში, ოქრუაშვილკეზერაშვილის მინისტრობის პერიოდიდან უნდა იწყებოდეს.

_ 18 სექტემბერს აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში _ კურტ ვოლკერმა გაზეთკვირის პალიტრისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “დღეს საქართველო მზად არ არის ნატოს წევრობისთვის. არ ვფიქრობ, რომ ნატოში დღეს ვინმე იტყვის, მზად ვართ, საქართველო წევრად მივიღოთო. ალიანსში ვინმეს მისაღებად აუცილებელია ყველა ქვეყნის კონსენსუსი. ჩვენ არ შეგვიძლია იმ ფაქტის იგნორირება, რომ რუსეთი დიდი მეზობელიასაქართველოში უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორც ნატოს სხვა ქვეყნებში, და ის უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ წინა რიგებში იყოს, როცა ნატო შემდგომი გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს”. რუსეთთან კონფლიქტის სურვილის უქონლობას რაც შეეხება, ეს გასაგებია, მაგრამ რას გულისხმობდა ვოლკერი _ კიდევ როგორ უნდამოვემზადოთ, რომ პირველ რიგებში აღმოვჩნდეთ”, როცა ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოებას გადაწყვეტს? ესე იგი, საქართველოში ჯერ არ არსებობსწარმატებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო დემოკრატია, როგორიც ნატოს სხვა ქვეყნებშია”? ავღანეთსა და ერაყში დაღუპული ან სამუდამოდ დასახიჩრებული ქართველი ახალგაზრდებიწევრობის გადასახადადსაკმარისი არ არის?!

_ სამასოიანი ქვეყანა სხვაგან ნაკლებად ზრუნავს “წარმატებულ, გამჭვირვალე და უსაფრთხო დემოკრატიაზე” _ აშშ ყოველთვის მხოლოდ თავის ინტერესებზე ზრუნავს. კურტ ვოლკერს მხედველობაში ჰქონდა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა “უსაფრთხო დემოკრატიის” რეჟიმის საბოლოოდ დამყარება. კერძოდ, საქართველოში პერიოდულად აწყობენ მიტინგებს სხვადასხვა პატრიოტული, მათი განმარტებით, “ნაციონალისტური” ძალები, რომლებიც იცავენ ეროვნულ ტრადიციებს, აპროტესტებენ ქართული მიწების მიყიდვას უცხოელებისთვის, სოროსის ფონდის საქმიანობას, გეიაღლუმებსა და არალეგალურ მიგრაციას, ნატოს წევრ ქვეყანაზე დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას აღნიშნავენ, როგორც სახელმწიფო დღესასწაულს. მოსახლეობის უმრავლესობა ნატოს კატეგორიული წინააღმდეგია და რუსეთთან მეგობრობის აღდგენას ემხრობა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტელევიზიები კონტროლზე აიყვანეს, ინტერნეტგამოცემები და ბეჭდური პრესა ცენზურის გარეშე დარჩა და მამხილებელ მასალებს აქვეყნებენ ეროვნული იდენტობის დასაცავად. აი, რას გულისხმობდა ვოლკერი.

ეროვნული არმია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ატრიბუტია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მაჩვენებელი, ამიტომაც გაანადგურეს. მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა, ქართველი ხალხის თვითშეგნების ფორმა, ამიტომ ცდილობენ მის განადგურებასაც. გარდა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შემუშავებული ოპერაციისა _ “ციანიდი პატრიარქისათვის”, ყველა წამყვანი ქართული სატელევიზიო არხი საათში ერთხელ ატრიალებს კლიპს, რომელშიც ორი რესპუბლიკელი ალქაჯი ცდილობს, შთაგვაგონოს, რომ პატრიარქი კრემლის აგენტია, ეპისკოპოსები _ ქურდები, გარყვნილები და მკვლელები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია _ კორუფციაში ჩართული კომერციული სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოს კისერზე აზის.

განა შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ, მაგალითად, იტალიის ტელევიზია მსგავს სიუჟეტებს უშვებდეს რომის პაპსა და კათოლიკურ ეკლესიაზე?! მაშ, რატომ არის ასეთი რამ დასაშვები საქართველოში, რატომ არ აღკვეთს სახელმწიფო ტელეეთერში ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს ხელისუფლების მორიგი დამხობისკენ, მოწოდებებს, რომლებიც შეურაცხყოფს სახელმწიფოს შემქმნელი ერის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს?! რატომ არსებობს დღემდე ქართული “შარლი ებდო” _ ტელეკომპანია “რუსთავი 2”, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მრავალმილიონიანი ვალი აქვს? ნახეთ, რამდენი მოქალაქე იყრის ხოლმე თავს აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველ სართულზე _ საცოდავ მოქალაქეებს ართმევენ უკანასკნელ ქონებას, ბიზნესს, ყრიან სახლებიდან და აუქციონზე გააქვთ გასაყიდად იმის გამო, რომ გადასახადი ან ჯარიმა ერთხელ არ გადაიხადეს. საქართველოში პრივილეგიურ კასტას, რომელსაც მხარს უჭერს აშშ, შეუძლია, არ გადაიხადოს გადასახადები, დაარღვიოს კანონები, მათმა შთამომავლებმა კი დაუსჯელად იხულიგნონ და ნარკოტიკებით ივაჭრონ _ სასამართლო მათ მაინც გაამართლებს.

_ ყველა წამყვანი ქართული ტელეკომპანია გამუდმებით ატრიალებს დიდბიუჯეტიანიდოკუმენტურიფილმებისა და ტელეგადაცემების რგოლებს, რომლებშიც გვიყვებიან გულისგამგმირავ ამბებს _ როგორჟლეტდა და აუპატიურებდა რუსეთი უხსოვარი დროიდან ქართველი ერის ნაღებს, იმონებდა ქართველ ხალხს, ანადგურებდა ქართულ კულტურას”…

_ რისი იმედი აქვთ მათ დამკვეთებს და ავტორებს? _ პროვოკაციის. იმიტომ, რომ ზომბირებულმა ფიცხმა ქართველმა ახალგაზრდობამ, ისტორიის ფალსიფიკაციის მსხვერპლმა, ამ ტელეგადაცემების შემდეგ, თუკი თავმოყვარეობის ნატამალი შერჩა, რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანული ომი დაიწყოს. როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემათ, რუსი ტურისტები უნდა დახოცონ და მსოფლიოში რუსების წინააღმდეგ ტერაქტები უნდა მოაწყონ. აი რატომ იყო ყოველთვის აშშ-ის, სოროსისა და სააკაშვილის მთავარი ამოცანა ახალგაზრდა თაობისთვის ტვინის გამორეცხვა. ბენდუქიძის “თავისუფალ ინსტიტუტში”, გიული ალასანიას “შავი ზღვის ინსტიტუტში” _ ავი სენის ამ ბუდეებში _ დღემდე ზრდიან დასავლეთის გავლენის აგენტებსა და მიშისტ-პუტჩისტებს. განა თურქეთში ცოტა ხნის წინათ მომხდარი მოვლენები _ გიულენის არშემდგარი პუტჩი _ ჩვენთვის მაგალითი არ არის?! ან რატომ არ უნდა გავგზავნოთ ნაციონალები და რესპუბლიკელები ავღანეთში, როგორც ვოლსკი ამბობს, “ჩვენი ოჯახებისა და საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად”?.. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები მალე დაბრუნდებიან ავღანეთიდან და საქართველოს შეჰფიცებენ და არანატოს.

_ კი მაგრამ, ეს ხომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას ნიშნავს?

_ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ისეთივე სუსტი და უფერულია, როგორიც არის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე! პლუსი მინუსის გარეშე არ არსებობს. რუსეთი და აშშ ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ისინი ყოველთვის ანტაგონისტურად იქნებიან განწყობილნი _ ასეთია სცენარი. მეგობრობა ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევას ავალდებულებს, რაც დასავლეთში ბევრს კატეგორიულად არ აძლევს ხელს.

სწორედ ერთმანეთის ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევის აუცილებლობის გამო დღემდე არ არის მოგვარებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. მაღალი თანამდებობის პირები კი, მაგალითად, მიხეილ ჯანელიძე, დავით ბაქრაძე, თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, სოფო ქაცარავა, ქეთევან ციხელაშვილი და სხვები, გამუდმებით ჩაგვჩიჩინებენ “რუსეთის ოკუპაციის” შესახებ, “რუსეთთან ურთიერთობის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების უალტერნატივობაზე”. ასეთია მათი როლი ამ სპექტაკლში, რისთვისაც დიდძალ ფულს იღებენ და ამ ფულს ჩვენ ვუხდით _ გადასახადის გადამხდელები, საქართველოს გაბრიყვებული მოქალაქეები, რომლებიც უკანასკნელ ლუკმას ვაცლით პირიდან შვილებსა და მშობლებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here