Home რუბრიკები პოლიტიკა არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში რუსეთი აირჩიეს _ NDI-ს კვლევას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დირექტივა...

არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში რუსეთი აირჩიეს _ NDI-ს კვლევას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დირექტივა #66-6G-ით პასუხობს

არნო ხიდირბეგიშვილი

2018 წლის 17 იანვარს მოხდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებიც ქართველი საზოგადოების სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა: პირველი _ საერთაშორისო ურთიერთობის ეროვნულდემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI, USA) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკვლევა საქართველოში 2017 წლის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა; მეორე _ საქართველოში აშშის საელჩომ თავისფეისბუქგვერდზესაქართველოში აშშის ელჩის, იან კელის, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

ხელისუფლებამ უგულებელყო NDI-ს კვლევის შედეგები, როგორც არასანდო. “ჩვენ გვაქვს საკუთარი კვლევები და ისინი ყოველთვის გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტი პროგნოზები გავაკეთოთ, როგორც არჩევნების თვალსაზრისით, ისე სხვა მიმართულებებითაც”, _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოებამ ყურადღება არ მიაპყრო იმ ამერიკული ინსტიტუტის მორიგ საეჭვო ოპუსს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც კი გამარჯვებას სააკაშვილის პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უწინასწარმეტყველებდა. მით უმეტეს, რომ საველე სამუშაოების ჩასატარებლად NDI-მ “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი” (CRRC) მიიწვია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა UK Aid Direct-ის ფარგლებში.

ოპოზიცია ამჯერად ორიოდე დუნე შენიშვნით შემოიფარგლა “საქართველოში რუსული პროპაგანდის შედეგად პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის ზრდაზე”, ხოლო კვლევის შედეგების პრეზენტაცია ნახევრადცარიელ დარბაზში გაიმართა, მხოლოდ ტელეკამერებისა და რამდენიმე ჟურნალისტის თანდასწრებით.

კიდევ უფრო ყალბი, ვიდრე NDI-ს “გამოკვლევის” შედეგები, იყო იან კელის ზემოხსენებული ვიდეომიმართვა სახელწოდებით “რატომ მიყვარს თბილისი”. ამერიკის ელჩები _ მენტორები, ხომ საქართველოს მოსახლეობას ტრადიციულად ისე მიმართავდნენ, როგორც მისიონერები _ ველურ აბორიგენებს, რომლებსაც ჰიგიენისა და “დემოკრატიის” ელემენტარული წესების დაცვა უნდა აიძულო! ამიტომ კელის მოულოდნელი “გულითადი” აღიარება, რომ 40 წლის შემდეგ ის უწინდებურად აღფრთოვანებულია მულტიეთნიკური თბილისით და თბილისელებისგან ტოლერანტობას, დამოუკიდებლობას, გულთბილობასა და სიამაყეს სწავლობს, ყურს “ჭრიდა”…

იან კელი
იან კელი

ზემოთ მითითებული ორი ეპიზოდის თარიღის დამთხვევა სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა _ ისინი ურთიერთდაკავშირებულია, რადგან ლენგლიში, აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში (Central Intelligence Agency, CIA) ერთსა და იმავე კაბინეტში მომზადდა 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში, დირექტივაზე #66/6-G მუშაობის პროცესში. სწორედ ამიტომ NDI- მიერ 2017 წლის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მხოლოდ თვენახევრის შემდეგ, 2018 წლის 17 იანვარს, გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელში აშშის ელჩის ვიდეომიმართვის განთავსების პარალელურად.

ორიოდე სიტყვა ცნებებზე

სანამ დირექტივა ?66/6-G-ზე მოგიყვებით, მინდა, მკითხველს ილუზიები გავუფანტო ორ ცნებაზე, რომლებიც ქართველ საზოგადოებაში ორი პრეზიდენტის _ შევარდნაძისა და სააკაშვილის _ წყალობით ჩამოყალიბდა.

პირველი ცნება_ “მეგობრობა”. “ჩემი მეგობარი”, “ჩვენი მეგობრები” _ შევარდნაძისა და სააკაშვილის ყველა გამოსვლას რეფრენად გასდევდა. ასე უწოდებდნენ ისინი აშშ-ის პრეზიდენტებსა და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებს, ცნობილი დასავლური ინსტიტუტებისა და ფონდების დირექტორებს, ისინიც ამითვე პასუხობდნენ.

თუმცა ცნება “მეგობრობას” დასავლეთსა და საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, როდესაც ამერიკელი პოლიტიკოსიმეგობარსგიწოდებთ, ეს ნიშნავს, რომ აშშ ან თქვენი ქვეყნის ტერიტორია სჭირდება სამხედრო ბაზის ასაშენებლად, ანდა მისი ბუნებრივი სიმდიდრეები, მაგალითად _ ნავთობი.

ქვეყნები, რომელთა ხელისუფლებები ამერიკელების პირობებს თანხდებიან, აშშ-ის ვასალები ხდებიან (პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები), ხოლო, ვინც არ ნებდება _ მტრები, რომლებიც მოსაშორებელია ომითა და “ფერადი რევოლუციებით” (ან დაუყოვნებლივ, როგორც დსთ-ის, აღმოსავლეთი ევროპისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა, ან გარკვეულ ხანში, ძალების მოკრების შემდეგ _ ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რუსეთი, ჩინეთი).

ვასალი ან მტერი _ სხვა ვარიანტს ამერიკელი პოლიტიკოსის ტვინი არ ითვალისწინებს, ერთ ნაბიჯზე უფრო შორს განჭვრეტაზე ის გათვლილი არ არის.

დირექტივა

მეორე ცნება _ “აშშ”. საქართველოში დამკვიდრდა მცდარი მოსაზრება, რომ აშშ თანამედროვე ძლიერი სუვერენული სახელმწიფოს კლასიკური მოდელია, ეტალონი, რომელთან მიახლოებას ყველა უნდა ესწრაფვოდეს. პრეზიდენტი ტრამპის წყალობით, უეცრად აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში აშშ-ს უამრავი მმართველი ჰყავს (ამ ლუსტრაციასა და რევოლუციურ საგადასახადო რეფორმაში მდგომარეობს ტრამპის ორი მთავარი მიღწევა პრეზიდენტობის პირველ წელიწადს. სწორედ ამის გამო ამოქმედდა მის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინაში გამოცდილი “შავი პიარი” _ “კრემლის ოკუპანტების პრორუსი აგენტისა” და “სისხლისმსმელი პუტინის მეგობრის” სტიგმა).

აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკას რეალურად მართავენ პრეზიდენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, პენტაგონი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და დოლარი, კორპორაციებისა და ბანკების სახით. ყველა ჩამოთვლილი ინსტიტუტი ხშირად უგულებელყოფს აშშ-ის ჭეშმარიტ სახელმწიფო ინტერესებს, მუდმივი კონკურენციის რეჟიმში იმყოფება და ერთმანეთს დეზინფორმაციით კვებავს, ამიტომ ერთობლივი თვალსაზრისი ცნება “აშშ”-ზე დღეს არ არსებობს (შეგახსენებთ: საქართველომ ტერიტორიების 20% იმიტომ დაკარგა, რომ სახელმწიფო მდივანი რაისი საგანგებოდ ჩამოფრინდა თბილისში 2008 წლის ივლისში სააკაშვილის გასაფრთხილებლად _ არ გაებედა სამხრეთ ოსეთში ომის დაწყება. ორი კვირის შემდეგ კი მისმა ქვეშევრდომმა _ საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა ჯონ ტეფტმა _ სააკაშვილს ამ სამხედრო ავანტიურაზე კურთხევა მისცა).

ზემოთ ჩამოთვლილმა ამერიკულმა ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს, საქართველო გადაეცათ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მმართველობის ქვეშ, რომლის მზვერავი თბილისში ჯერ კიდევ 40 წლის წინათ შემოგზავნეს, როგორც სტუდენტი, სახელად იან კელი.

დირექტივა #66/6-G

რატომ აღმოჩნდა საქართველო CIA- კომპეტენციაში და რას ნიშნავს დირექტივა #66/6-G?

2017 წლის დეკემბერში მიღებული დირექტივა #66/6-G არის აშშ-ის CIA-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს_CIA) საქართველოში მოქმედების 2018 წლის გეგმა.

ცსს-ს კომპეტენციაში საქართველოს გადაცემა კი მას შემდეგ გადაწყდა, როცა აშშ-ის ზემოთ ჩამოთვლილმა თითქმის ყველა ინსტიტუტმა (საქართველოს ისეთმა “მეგობარმაც” კი, როგორიც ჯონ მაკეინია) მის მიმართ ინტერესი დაკარგა: აშშ არაფერი ესაქმება სხვადასხვა ქვეყნის “ფერად რევოლუციებთან”! _ განაცხადა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა. ამიტომ ცსს-მ იკისრა, დაერწმუნებინა ტრამპი, განეგრძო გრანტების გამოყოფა “რუსულ რბილ ძალასთან” საბრძოლველად და “კრემლთან ჰიბრიდულ ომში” გასამარჯვებლად ერთადერთი მიზნით _ საქართველოში სამხედრო ბაზის გასახსნელად, რასაც პენტაგონი პრობლემად მიიჩნევს ქართველ საზოგადოებაში შექმნილი “არახელსაყრელი ატმოსფეროს” გამო, რომელიც ცსს-ს აგენტი სააკაშვილის უკრაინაში გადაბარგებამ გამოიწვია.

ამ ამოცანას ცსს წარმატებით გაუმკლავდა _ დოლარები ვაშინგტონიდან და ევროები ლონდონელი პარტნიორებისგან მტკვარივით ისევ წამოვიდა თბილისისკენ კარგად აპრობირებული სქემით.

ლორა ტორტონი
ლორა ტორტონი

რისთვის სჭირდება აშშ სამხედრო ბაზა საქართველოში

«Русский с китайцем — братья навек!»_ ეს პირველი სტრიქონია სიმღერისა “მოსკოვი-პეკინი”, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “«Сталин и Мао слушают нас»”, ის ქართველმა კომპოზიტორმა ვანო მურადელმა 1949 წელს დაწერა პოეტ მიხაილ ვერშინინის ლექსზე და მას შემდეგ ამერიკისთვის რეკვიემივით ჟღერს…

2011 წლის 4 აპრილს News24.აზ-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განვაცხადე: “ყველა რევოლუცია, რომლებიც “არაბული გაზაფხულის” სახელწოდებით არის ცნობილი, აშშ-ის მიერ იყო პროვოცირებული ერთადერთი მიზნით _ ხელი შეეწყო ისლამური სამყაროს სახელმწიფოთა ახალ არაბულ სახალიფოში გაერთიანებისთვის ჩინეთის საპირწონედ. ჩინეთის დიდი კედლის წინაშე აღმართულმა გაერთიანებული ისლამური სახელმწიფოებისგან შექმნილმა ფუნდამენტურმა ბარიკადამ, ვაშინგტონის იდეით, უნდა გაანეიტრალოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მზარდი ძლევამოსილება და აშშ მისგან დაიცვას. ამ პროექტის დაწყებით აშშ გარკვეულ დროს მოიგებს, მაგრამ შემდგომ ახალი არაბული სახალიფოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაჯახების მცდელობა, შესაძლოა, კრახით დამთავრდეს”.

ასეც მოხდა: ამერიკამ შექმნა ახალი არაბული სახალიფო _ “ისლამური სახელმწიფო” (ISIS), მაგრამ სირიაში მისი განადგურების შემდეგ ამერიკას უწინდებურად ეშინია ჩინეთის, ეკონომიკის განვითარების ბობოქარი ტემპების გამო, და კიდევ რუსეთის _ რაკეტებისა და ატომური იარაღის გამო. ჩინეთს საკმარისი სამხედრო რესურსი არ აქვს, რუსეთს კი _ ეკონომიკური, იმისათვის, რომ ცალ-ცალკე დაუპირისპირდნენ აშშ-ს, მაგრამ კავშირში ისინი ერთმანეთს ავსებენ, ამასთანავე, რუსეთს ჩინეთში ნავთობი გააქვს, ჩინეთი კი აშშის ხაზინის ფასიანი ქაღალდების საკონტროლო პაკეტს ფლობს _ 1,25 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციებს.

ამიტომ აშშის მიზანია, ხელი შეუშალოს ჩინეთისა და რუსეთის კავშირს, აგრეთვე, ჩინეთის პარტნიორობას ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც რაღაცით მაინც უწყობს ხელს ჩინეთის ეკონომიკის განვითარებას. ერთერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო.

საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის დაფინანსების სქემა
საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის დაფინანსების სქემა

ღმერთმა რუსეთს ნავთობი მისცა, საქართველოს კი _ გეოსტრატეგიული ტერიტორია, ამიტომ საქართველოში სამხედრო ბაზის შექმნით აშშ:

1. პრობლემებს შეუქმნის რუსეთს შავ ზღვასა და ჩრდილოეთ კავკასიაში;

2. პრობლემებს შეუქმნის საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობას ფარგლებში პროექტისა “ერთი გზა _ ერთი სარტყელი”;

3. სრულ კონტროლს დაამყარებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ ევროპაში მიმავალ მილსადენებზე;

4. სრულ კონტროლს დაამყარებს ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს გავლით თურქეთში და შემდეგ ევროპაში მიმავალ ნარკოტრანზიტზე;

5. გააკონტროლებს ახალ რკინიგზას “ყარსი-ახალქალაქი-ბაქო”, რომლის გამოყენებით შეძლებს სამცხე-ჯავახეთში შეტაკებების, ხოლო ყარაბაღში სრულმასშტაბიანი ომის პროვოცირებას, ამ კონფლიქტებში რუსეთის ჩასათრევად.

ლორა ტორნტონის ტორტი

საერთაშორისო ურთიერთობათა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) “განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის წინ წასაწევად” აშშ-ის მთავრობის მიერ შექმნილი და დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ დაფინანსებული ამერიკული ორგანიზაციაა; დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) _ ეს არის აშშ-ის კონგრესის მიერ “მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობის” მიზნით დაფუძნებული ამერიკული ორგანიზაცია. NED-ის დამფუძნებელმა ალენ ვაინშტაინმა 1991 წელს აღიარა: ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ადრე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საქმე იყო”.

NDI-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ჩეხი ებრაელი იანა კორბელოვა მსოფლიოში ცნობილია, როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა იუგოსლავიის დაბომბვას.

NDI წარმოადგენსაზრის ფაბრიკას” (brains trust), იმიტომ, რომ მისიგამოკვლევებისინამდვილეში საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევს, არამედ იმ რეალობის მოდელირებას ახდენს, რომლის ხილვა აშშის სახელმწიფო დეპარტამენტს და IA- უახლოეს მომავალში სურთ, ანუ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს დამკვეთთა სურვილისამებრ და მათ სასარგებლოდ ერთი ნაბიჯით წინ აყალბებს (უფრო შორს ამერიკელ პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ტვინები, როგორც უკვე ითქვა, “ვერ ქაჩავს”). ამით იყო დაკავებული საქართველოში NDI- წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი ლუის ნავარო, ასეთივეტორტებსაცხობს მისი მემკვიდრე ლორა ტორნტონიც.

საქართველოს მოქალაქეები რუსეთს ირჩევენ

NDI-ს მიერ საქართველოში 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის რეალური შედეგების მიღების შემდეგ, CIA-ში აღშფოთდნენ _ აშშის მიერ საქართველოში ანტირუსულ პროპაგანდაზე დახარჯული ასობით მილიონი დოლარის მიუხედავად, საქართველოსუმადურიმოქალაქეები ხელისუფლებას არა აშშსა და ნატოსთან ვასალურ კავშირს უკვეთავენ, არამედ რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან მეგობრობას. ჩაფლავების გამოსასწორებლად CIA-ს პიარტექნოლოგებმა გადაწყვიტეს, აშშ-ის იმიჯი საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადათ: ამერიკა ადამიანური სახით” _ პირობითად ასე დაარქვეს დირექტივა #66/6-G-, რომელიც საქართველოში რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს. მათგან პირველი იყო აშშის ელჩ იან კელის ზემოხსენებულიგულისამაჩუყებელივიდეომიმართვა და NDI- კვლევის შედეგები, რომლებიც, ამერიკის მთავარი დაზვერვის შტაბბინაში რევიზიის შემდეგაც კი, “უმადური ქართველების ერთმორწმუნე რუსი ძმებისკენ სწრაფვაზემიუთითებს.

აი, როგორ გამოიყურება NDI-ს ბოლო “გამოკვლევის” ციფრები ლენგლიში დამუშავების შემდეგ:

* გამოკითხულთა 29% საქართველოსევრაზიულ კავშირშიშესვლის მომხრეა, ხოლო 60% _ ევროკავშირში (1 წლის წინათ NDI- 2016 წლის გამოკვლევაში პროპორცია, შესაბამისად, 20% 77%-ზე იყო, ხოლო 2015 წლის გამოკვლევაშიევრაზიულ კავშირშიშესვლას გამოკითხულთა 31% ემხრობოდა, 41% კი წინააღმდეგი იყო).

ჩემი კომენტარი: 1. ევროკავშირი არასდროს დაჰპირებია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, ორგანიზაციის წევრობას _ მხოლოდ ევროსაბჭოს წევრობას, ასოცირებას და ე.წ. ვიზალიბერალიზაციას დაჰპირდა, ამიტომ შეკითხვა დასაწყისშივე უაზროა;

2. “ევრაზიული კავშირისა” და ევროავშირის დაპირისპირება, ანუ არჩევანის წინაშე დაყენება _ ან რუსეთი, ან ევროპა _ არაკორექტულია; იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგი არ არის;

3. შეკითხვა ამერიკულად უმეცრად არის დასმული _ “ევრაზიული კავშირი”, რომელიც წევრი-ქვეყნების სრულფორმატიან ინტეგრაციას ითვალისწინებს, ჯერ ბუნებაში არ არსებობს. დღეს არსებობს მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (ЕАЭС);

4. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ფასეულობა ასოცირდება მხოლოდ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობასთან, დაბალკვალიფიციური შრომით არალეგალური საშოვრისთვის. დანარჩენი “ევროპული ფასეულობები” საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცხოა.

* გამოკითხულთა 26%-სთვის საქართველოს ნატოში შესვლა მიუღებელია, 64%-სთვის _ მისაღები (NDI- 2016 წლის გამოკვლევაში პროპორცია იყო 19% 68%-ზე).

ჩემი კომენტარი:

1. ნატოში არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველო ალიანსის სტანდარტებს ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, ხოლო გაურკვეველ მომავალში მისი მისაღებად აუცილებელი იქნება ალიანსის ყველა წევრის თანხმობა. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო აღიარებსსაქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც რუსეთმა ხელყო”, წესდების მე-5 პარაგრაფი კი ტერიტორიული პრობლემების მქონე ახალი წევრების მიღებას კრძალავს, საქართველოს მიღება ორგანიზაციის წესდების დარღვევასა და რუსეთთან ნატოს კონფლიქტს ნიშნავს, რაზეც ალიანსის არც ერთი წევრი ქვეყანა არ წავა;

2. შეკითხვების დასმის საგანგებო მეთოდიკით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება NDI-ს საფირმო საიდუმლოა ანგაჟირებულ გამოკითხვებში საჭირო პასუხების მისაღებად. მაგალითად, ნატოს წევრობა მისაღებია სულაც არ ნიშნავს, რომ “ალიანსში საქართველოს შესვლის მომხრეა”, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მომდევნო შეკითხვაზე პასუხებმა, კერძოდ:

* გამოკითხულთა 41%- მიაჩნია, რომ, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი აშშზე ძლიერია, 15% თვლის, რომ რუსეთი და აშშ თანაბრად ძლიერები არიან, ხოლო 36% _ აშშ რუსეთზე ძლიერია (NDI- 2016 წლის გამოკვლევაში შეკითხვაზე _ რომელი ორგანიზაცია ან ქვეყანა უზრუნველყოფს ყველაზე უკეთ საქართველოს უსაფრთხოებას, 13%-მა რუსეთი დაასახელა, 10%-მა _ აშშ, 23%-მა _ ნატო, 13%-მა _ ევროკავშირი).

ჩემი კომენტარი: შეუძლებელია, რესპონდენტთა 64%-ს საქართველოს ნატოში შესვლა უნდოდეს, თუკი გამოკითხულთა უმეტესობა _ 41% რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერად მიიჩნევს, რაც პენტაგონმა ცოტა ხნის წინათ ორჯერ ოფიციალურად დაადასტურა და საპირისპიროდ სასწრაფოდ წარმოადგინა აშშ-ის ახალი ბირთვული დოქტრინა. არალოგიკურია აპრიორი უფრო სუსტი სამხედრო მოკავშირის არჩევა, როცა შეგიძლია, უფრო ძლიერი აირჩიო, რომელმაც სირიაში “ისლამური სახელმწიფო” დაამარცხა.

* გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 26%-ის აზრით _ სწორი მიმართულებით, ხოლო 32% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება.

ჩემი კომენტარი: 2 298 გამოკითხულიდან უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არის დეკლარირებული, როგორც უალტერნატივო. მათი რიცხვი უფრო მეტი იქნებოდა, თუ NDI თავს შეიწუხებდა და “პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით” აფხაზებსა და ოსებსაც გამოჰკითხავდა და არ ჩაატარებდა “გამოკვლევას ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით”.

რეზიუმე:

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მიერ ჩასწორებულ ციფრებს რომც დავუჯეროთ და ისიც ვირწმუნოთ, რომ NDI-ს კვლევის ცდომილება +/-1,9%-ს შეადგენს, დღეს საქართველოში “პრორუსულად” განწყობილია 30%-40%. მოქალაქეთა ასეთი რაოდენობის სულელებად და “პუტინის ჯაშუშებად” გამოცხადება, დაშინება, დაპატიმრება, წამებით სულის ამოხდა ან დახოცვა, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, უკვე აღარ გამოვა.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმისმთავარი რედაქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here