Home რუბრიკები პოლიტიკა არის თუ არა პუტინი მკვლელი

არის თუ არა პუტინი მკვლელი

იაკობ კედმი ბაიდენის განცხადების შესახებ

იაკობ კედმი

ეს თემა გასული კვირის განმავლობაში მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. ხელისუფალნი კი დუმდნენ. მით უფრო საინტერესო უნდა იყოს აშშის პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადების იაკობ კედმისეული შეფასება, როცა ჯო ბაიდენმა ტელეწამყვანის შეკითხვას _ არის თუ არა პუტინი მკვლელი, დადებითად უპასუხა: “…მმმდიახ”…

მიმომხილველები შეშფოთდნენ სერიოზულად: ხომ არ დადგა მსოფლიო იმ ზღვარზე, რომელსაც ექსპერტები მოიხსენიებენ ტერმინითკაზუს ბელე” _ ფორმალური მიზეზი ომის გამოსაცხადებლად?

ცივისათუცხელის”?

არჩევანზეა.

_ “ცივი ომი” იყო, არის და იქნება, _ აცხადებს ანალიტიკოსი, _ “ცხელი” _ არა. რადგან მოწინააღმდეგეებს არ გააჩნიათ ძალა და სულისკვეთება, თავს დაიტეხონ საომარი დაპირისპირების საშიშროება დღევანდელი რუსეთის მხრიდან. ხვალინდელი რუსეთის მხრიდან _ მით უფრო.

პუტინმა ყარაბაღის კრიზისის დროს საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება პოსტსაბჭოთა სივრცეა… ისეთი პრეზიდენტი, როგორიც პუტინია, სიტყვას ქარს არ ატანს. რაც მან თქვა, იმ თოფს ჰგავს, რომელიც სპექტაკლის პირველ მოქმედებაში კედელზე კიდია და წარმოდგენის ბოლოს აუცილებლად გაისვრის.

იმ ოპერიდანაა.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყდება დილემა, რომელიც რუსეთის წინაშე დგას.

აშშ-ის მიმართ რუსეთის პოლიტიკა შტატებთან ურთიერთობის გამწვავება არ არის, მაგრამ, თუ ამერიკა საკუთარი ინიციატივით გაამწვავებს ამ ურთიერთობას და გარკვეულ ზღვარს გადააბიჯებს, მაშინ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად გააკეთოს ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლის, და ანგარიშს არ გაუწევს იმას, რომ აღარაფერია გასამწვავებელი, როცა ყველაფერი ისედაც გამწვავებულია.

რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობის განვითარება გარკვეულ სიბრტყეშია მოქცეული: გაცოფებული, გაავებული, სულ უფრო უხამსი, სულ უფრო პრიმიტიული და სულ უფრო მწვავე პროპაგანდა რუსეთის წინააღმდეგ, უწინარეს ყოვლისა, დასავლეთში. ამ პროპაგანდის მიზანია რუსეთში ვითარების შერყევა, შიდაპოლიტიკური კრიზისის შექმნა პუტინის მოსაცილებლად და, ამასთან ერთად, ხელისუფლების შეცვლა; პარალელურად _ ეკონომიკური ზემოქმედების განხორციელება ყველა საშუალებით.

და _ არავითარი საომარი სიტუაცია, ღმერთმა არ ქნას! “ღმერთმა არ ქნას” არა ჩემი, არამედ ამერიკელი გენერლების აზრით! ის, რისი მიღწევაც მათ საბოლოო ჯამში სურთ და, პირველი, რისიც ეშინიათ, რუსეთთან საომარი დაპირისპირებაა, მათ შორის, დონბასშიც.

შოიგუ და პუტინი ტაიგაში
შოიგუ და პუტინი ტაიგაში

რუსეთი არ გაამწვავებს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ იძულებული არ გახადეს, არავითარ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს არც მოლდოვის, არც უკრაინის, არც საქართველოს წინააღმდეგ. თავშეკავების ძირითადი ფაქტორი ესაა.

თუ ამერიკელები ამას გაითვალისწინებენ, გადარჩებიან.

წითელ ხაზებზელაპარაკის დროს იაკობ კედმი იტყვის, რომ ამ ზღვარს ყოველი სახელმწიფო თავისი შეხედულებისამებრ დააწესებს, სხვა ვერავინ დაუწესებს.

არ უნდა დააწესებინოს!

_ რუსეთის მიერ თავის შეკავება, ამერიკელების ხეპრულ ქმედებაზე ადეკვატური პასუხის გაუცემლობა ადასტურებს, რომ მას არ სურს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამწვავება, რადგან ეს მისი სახელმწიფო ინტერესებისთვის მომგებიანი არ არის.

მაშასადამე, აშშთან ურთიერთობის გაუარესება მოსალოდნელი არ არის? იბადება ასეთი შეკითხვა.

იაკობ კედმის უპასუხებს:

_ თუ რუსეთს მიაჩნია, რომ გამწვავება ნიშნავს ურთიერთობის დამატებით გაუარესებას, მაშასადამე, ჯერ კიდევ ყოფილა ურთიერთობის გამწვავების მარაგი. მაგრამ რუსეთი ამ მარაგის ამოქმედებით დაინტერესებული არ არის, რადგან ეს მისთვის არაპროდუქტიულია.

პუტინმა თქვა, რომ, თუ საკითხი ჩვენს ინტერესებს ემთხვევა და შტატებიც მზად არის სათანამშრომლოდ, ვითანამშრომლებთ, თუ არა _ არ ვითანამშრომლებთო.

რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით, არის წერტილები, სადაც ჩვენი ინტერესები შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს, მაგრამ თეთრი სახლი და ამერიკის ხელისუფლება აბსოლუტურად ვერ მართავენ საკუთარ ქვეყანას. ასე იყო ტრამპის დროს, ასე იქნება ბაიდენის შემთხვევაშიც.

სხვა ძალების ხელშია ამერიკა.

ასე ხდება მაშინ, როცა სუსტია პრეზიდენტი და უძალოა ხელისუფლება, როცა პოლიტიკური სისტემა გაუწონასწორებელია, არ არის მყარი, მოქმედებს შემთხვევის შესაბამისად და ამიტომაა, რომ რაღაც გარეშე მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტები შტატებშიც და ევროპაშიც.

ლიბიის იავარქმნის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ კადაფისგან ქრთამი აიღო. პირადმა მიზეზმა (ქრთამის აღების ფაქტის დამალვამ) უბიძგა სარკოზის, ლიბიის განადგურების ინიციატორი გამხდარიყო.

დღეს იგივე შეიძლება განმეორდეს შეერთებულ შტატებში, რომელიც კორუმპირებული ხელისუფლებით, კორუმპირებული სენატით, კორუმპირებული კონგრესით არის გამორჩეული. ყველა ნაყიდია… ყველა ვინმესთვის მუშაობს.

ამერიკის ისტებლიშმენტისა და ამერიკის პოლიტიკური აზრის ვულგარიზაცია გრძელდება და ართულებს სიტუაციას, ამიტომაა, რომ ამერიკაში ყველამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, აქტიურ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება არა პოლიტიკური მოტივებით, არამედ პირადი დაინტერესებით. მაგალითად, როგორიც ბაიდენისა და მისი ვაჟის მონაწილეობა იყო უკრაინის ერთ-ერთ კორუმპირებულ გარიგებაში.

კედმი საინტერესოდ განმარტავს ომის მოსალოდნელობის პრობლემას, რომელიც ბევრ ანალიტიკოსს აშშსა თუ ევროპაში არცთუ რეალურ საშიშროებად მიაჩნია.

_ ომისთვის ორი მხარეა აუცილებელი, _ მარტივად ასაბუთებს იგი თავის პოზიციას, _ არსად _ არც ირანში, არც იემენში, არც ავღანეთში, არც უკრაინაში, არც პოლონეთში _ ამერიკის არმია არ იომებს. მზად არ არის. არ გაწირავს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს.

როცა ამერიკული რაკეტებით _ “ტომაჰავკებით” იბომბებოდა სირია, ამერიკელი ადმირალებისა და სარდლობის მთავარი საზრუნავი იყო, რომელიმე რაკეტას შემთხვევით კურსი არ შეეცვალა და რუსეთის ჯარის განლაგებაში არ აფეთქებულიყო, არ გაეკაწრა რუსი ჯარისკაცი.

აშშ-ს თუ სადმე დაუპირებია და განუხორციელებია თავდასხმა, მხოლოდ იქ, სადაც რუსეთის სამხედრო-კოსმიური ძალები ან რუსეთის არმიის ნაწილები არ ეგულებოდა.

* * *

იაკობ კედმი დარწმუნებულია, რომ თავის სამომავლო ამოცანებს რუსეთი მარტოდმარტო არა, მაგრამ მნიშვნელოვნად თავადვე გადაწყვეტს.

დაბოლოს:

_ ევროპაში საკმარისად არიან ისეთები, რომლებიც იზიარებენ ბაიდენის განცხადებას (პუტინის შესახებ) ტალინით დაწყებული და თბილისით დამთავრებული, _ ასკვნის იგი.

დასაფიქრებელი ეს არის.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here