Home რუბრიკები პოლიტიკა არის ასეთი ქვეყანა, მას საქაჯეთი ჰქვია

არის ასეთი ქვეყანა, მას საქაჯეთი ჰქვია

378
არის ასეთი ქვეყანა, მას საქაჯეთი ჰქვია

ყველაფერი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს _ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა ფერის რევოლუციები, როგორც წესი, ვითომ კორუფციასთან ბრძოლის საბაბით იწყებოდა და მოცემულ ქვეყნებში პროდასავლური ნეოლიბერასტულიდემოკრატიულირუსოფობიური რეჟიმების დამყარებით, აშშის სამხედრო ბაზების მეტნაკლებად წარმატებული მშენებლობის მცდელობებით, ხოლო განსაკუთრებითიღბლიანიქვეყნებისთვის (საქართველოუკრაინამოლდოვასომხეთი) ტერიტორიების დაკარგვით მთავრდებოდა.

“ვითომ” იმიტომ, რომ სხვადასხვა ფერის “დემოკრატიული” რევოლუციებით “გაბედნიერებულ” ქვეყნებში კორუფცია არ გამქრალა, პირიქით _ უფრო დაიხვეწა (აი, ელიტურ კორუფციას რომ ეძახიან) და ფართო მასშტაბი შეიძინა.

რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო ბაზების “მეტ-ნკლებად” წარმატებულ მშენებლობას, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ყირგიზეთში ბოლოს წინა (აღარ მახსოვს, რა ფერის) და, ალბათ, არა უკანასკნელი რევოლუციის შედეგად აშშ-ის სრულფასოვანი სამხედრო ბაზა რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდა. და, რომ არა რუსეთის ზეწოლა აშშ-ისა და მის მარიონეტ ხელისუფლებაზე ბიშკეკში, ამერიკელთა სამხედრო ბაზა დღესაც იქ ინებოდა, რადგან ყირგიზეთი და დემოკრატია ერთმანეთთან მარად შეუთავსებელი ცნებებია და იქ სსრკ-ის დანგრევის შემდეგ ე.წ. კლანური მმართველობაა. ზემოთ “ბოლოს წინა” რევოლუცია ვახსენე იმის აღსანიშნავად, რომ ბოლო რევოლუციის (უფრო ზუსტად, მასობრივი არეულობის, ნგრევის, მაროდიორობის) შედეგად აშშ-ზე ორიენტირებული ყირგიზეთის მმართველი კლანი რუსეთის მიერ კონტროლირებულმა კლანმა ჩაანაცვლა და, როგორც ჩანს, სამუდამოდაც, რადგან რუსეთმა ხმამაღლა განაცხადა პოსტსაბჭოთა სივრცეზე მისი გავლენის აღდგენის შესახებ.

ზემოთქმული მორიგი “ავი მუსაიფის” შესავლად მქონდა განზრახული, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო იმ განზრახვის შესრულება ვეღარ შევძელი და, როგორც აღმოჩნდა, ძალიანაც კარგი, რადგან შეძლების შემთხვევაში ის “ავი მუსაიფი” კარგად ნაცნობი “უცნობის” მცირე მხარაჭერის უნებლიე გაგრძელება გამომივიდოდა; მხარდაჭერის, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” გვერდებზე ჩემს ბოლო წერილში (სათაურით “დღევანდელი საქართველო ერეკლესდროინდელზე უარეს დღეშია”) ავანსად (თუ ასე თქმა შეიძლება) გამოვუცხადე. რის გამოც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რომ არა ჩემი შეუძლოდ ყოფნის გამო “იმ “ავი მუსაიფის” “ჩავარდნა”, დღეს მკითხველის წინაშე თავის მართლება მომიწევდა _ “ამხანაგური სასამართლო”, რომელსაც თუ ვერ მოვიგებდი, არც წავაგებდი, რადგან “ადვოკატებად” საკუთარი უანგარობა და ნაცნობი-”უცნობისთვის” იმ ბოლო “ავ მუსაიფში” გაკეთებული შეთავაზება მეყოლებოდა. იმ “ავი მუსაიფის” P.S.-ში “უცნობს” დიდი ილიას ცნობილი წერილი მივაწოდე, რომელიც საქართველოს უგვირვინო მეფემ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმე? 1898 წელს მისწერა. წერილში ილია მართალი, ჩვენი რუსოფობი ხელისუფლება-ოპოზიციისგან განსხვავებით, რომლებიც ერთმორწმუნე რუსეთის ლანძღვა-გინებაში აღამ-ათენებენ, რუსეთს მადლობას უხდის ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. საკმაოდ ვრცელი წერილი კი (დღეს, ალბათ, ანდერძიც შეიძლება ვუწოდოთ) დიდი ილიას მოწოდებით მთავრდება: “დიდი რუსეთის გარეშე არ არსებობს საქართველოს და ქართველი ერის ხსნა!” ნაცნობო-”უცნობო” _ გაბედავ დიდი ილიას ამ წერილის შენიკიდობანისპირდაპირ ეთერში წაკითხვას?

როგორც აღმოჩნდა, რიტორიკული კითხვით დამისრულებია ზემოთ ხსენებული “ავი მუსაიფი”. დიახ, როგორც აღმოჩნდა, რადგან “უცნობმა” პირდაპირ ეთერში წაიკითხა კი არადა, ჩვენ შორის “შუამავალი”, ჩემი კარგი ნაცნობი ჯაპანაც, იმ წერილის შემდეგ ჩემი რადარებიდან უკვალოდ გაქრა. არადა, “უცნობო,” რისი ან ვისი გეშინია პოლიციის ეზოში გმირულად (ყოველგვარი ირონიის გარეშე) გადამხტარმა კაცმა, ილიას სიტყვების ციტირება ვერ გაბედე? თუ ვინმესი გეშინია, ისევ ილიას მოიშველიებ _ რა ვქნა, ყველაფერი ილიას ბრალია, მისი წერილი წავიკითხე, საკუთარი ლექსები ხომ არაო. თუ უფრო მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე? როგორც ჩანს, ასეა, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

რაც შეეხება, საზოგადოდ, ადგილობრივი მნიშვნელობის ფაქტებს, ჩემი იძულებითი “შემოქმედებითი” პაუზის განმავლობაში კიდევ ერთი 9 აპრილი “ვიზეიმეთ” ნაცნობ-უცნობის რეჟისურით. იქამდეც კი, რომ ლამის ახალი დღესასწაულიც კი გააჩინა კედლის კალენდარზე ნაცნობმა “უცნობმა”…

ქართველების მარადისობის დღე”? _ რომელი მარადისობის, მარად ვაზელინი რომ გვისვია და 30 წელიწადია დასავლელ “მეგობრებს”, ლგბტ-პედერასტების, ტრანსგენდერების დამცველ ნატოს უშედეგოდ რომ ვეტენებით? თუ ის არის ქართველთა მარადისობა, 100 ათასი მოწამის ადგილზე მდუმარე აქციას რომ ვაწყობთ და პარალელურად, მიშნაცების მიერ გაშლილი კარვების ფონზე გიგა ბოკერია ცინიკურად რომ არიგებს ხმაურიან ინტერვიუებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის სიწმინდეზე და იქვე “ვენოკით” ხელში ნიანგის ცრემლებს რომ აღვარღვარებენ საქართველოში აკრედიტებული დიპმისიის წევრები აშშ-ის ელჩის მეთაურობით? “უცნობისტებს” (ვაჰ, მგონი, ახალი ტერმინი დავამკვიდრე ქართულ მასმედიაში) პასუხად ერთი “რკინისებური” არგუმენტი აქვთ, _ სისხლი დაიღვრება, “ისინიც ქართველები არიან”…

პატარა “გრეჩიხამ” ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს, პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა _ როდესაც იპოდრომზე ასიათასობით ქართველი იყინებოდა, იმ მომენტში თურმე “უცნობი” შავნაბადაზე მიშას ევაჭრებოდა _ ხალხს დავშლი, თუ ტელევიზიას მომცემო. ხალხი დავშალეთ, მიშამ კი გადამაგდოო, _ წუხდა “გრეჩიხა”. რაც შეეხება სისხლს _ დიდი საქმეები თეთრი ხელთათმანებით არ და ვერ კეთდება. იმხანად მიშას ინაუგურაცია რომ ჩაგვეშალა, სისხლი დაიღვრებოდა, მაგრამ არა იმდენი და თანაც უაზროდ, რამდენიც ჩაუშლელი ინაუგურაციის შედეგად გაჩაღებულ აგვისტოს ომში დაიღვარა. არაფერს ვიტყვი დაკარგულ სოხუმ-ცხინვალზე, რაც სამწუხარო მოცემულობაა. რაც შეეხება ფრაზას _ “ისინიც “ქართველები არიან”, ქართველობა და, საზოგადოდ, ნებისმიერი ეროვნების კუთვნილება, მხოლოდ სისხლით ერთობას კი არა, უწინარესად, თვითმყოფადობას, ცხოვრების წესს და მორალურზნეობრივი ფასეულობების აღიარებას ნიშნავს, რაც თავისუფალი ინსტიქტია და, როგორც სამშობლოს ფენომენი, გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობებს.

რა თქმა უნდა, როგორც ჩვენში იტყვიან, “კაი გვარისშვილობა” ჯანსაღი სიამაყის (და არა მდაბალი ყელყელაობის) სასიამოვნო საფუძველია. ეგ არის და ეგ “სუფთა ქართველობის” უპირატესობა, ამიტომაც ბოკერიების, უგულავების, მერაბიშვილების, ახალაიებისა და ა.შ. მანქურთი მიშნაცების სახელი ლეგიონია და მათ ქართველებად ვერ მივიჩნევ, მათთან ერთად, რომ იტყვიან, პურს არ გავტეხ… ვისაც რა უნდა, ის მიწოდოს, მაგრამ ყალბი გულჩვილობის გარეშე ერთ რამეს მაინც ვიტყვი _ დასაღვრელი სისხლი უნდა დაიღვაროს და ასეთ შემთხვევაში, დაე, პირველი ჩემი სისხლი იყოს! და კიდევ ერთი _ “უცნობის” 9 აპრილს, სამხედრო ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მძლავრი საარტილერიო მომზადება უძღოდა წინ _ ეკლესიას, პატრიარქს, ქართულ ტრადიციებს ებრძვიანო და სხვა მორალურ-ზნეობრივი განცხადებები ისმოდა “უცნობის” ტელეკიდობნიდან და შემდეგ იგივე გულისამაჩუყებელი განცხადებები გააკეთა მდუმარე აქციაზე. ამის შემხედვარეს, ვასო გოძიაშვილის არშაკა გამახსენდა “ძველი ვოდევილებიდან” _ “ვსიო გავარიტ, ვსიო გავარიტ, ნა შოტ სვინი, ნიჩევო ნე გავარიტ”…

შე კაი კაცო, ეკლესიას, პატრიარქს, ოჯახის ინსტიტუტს და ა.შ. კარვებში შეყუჟული მანქურთი ნაცაქტივისტები ებრძვიან თუ ოკეანის გაღმიდან მართული ბოკერიები, უგულავები და სხვა მსხვილი ღლავები? ამიტომ, ნაცნობო “უცნობო”, ხალხი რომ დასძარი საპატრიარქოსკენ, პატრიარქი უნდა დავიცვათო, მისამართი ხომ არ შეგეშალათ? ეგ ხალხი აშშ-ის საელჩოსთან უნდა მიგეყვანა, რადგან “ძია სემი” ებრძვის ეკლესიას, პატრიარქს და ყველაფერ ქართულსა და ტრადიციულს. სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში ებრძვიან იმას, რაც ადამიანს განასხვავებს ცხოველისგან. 15 ათასი ტრანსგენდერი ჰყავთ პენტაგონის არმიაში.

და, საერთოდ, იქნებ მიიხედ-მოიხედოთ, რა ხდება მსოფლიოში _ შავ ზღვაში 2 ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შემოვიდა ვითომ რუსეთის შესაშინებლად… ლუგანსკ-დონბასში კი მოკლე ხანში, დიდი ალბათობით, სრულმაშტაბიანი ომი დაიწყება, რომელიც უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, გაქრობით დამთავრდება და მერე ამიერკავკასიის, ე.ი., საქართველოს ჯერიც დადგება _ რუსეთმა ყარაბაღში თავისი ჩექმა ამიერკავკასიაში საკუთარი გავლენების აღსადგენად ჩადგა…

ნაცნობო-”უცნობო”, იმ დღეს ლექსად რომ ბრძანე, _ ბოდიში, პატრიარქო, ვერ გაგიგეთო, აი ციტატა პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან და წაიკითხე, რა არის აქ გაუგებარი: რუსეთთან უნდა აღდგეს ძმური ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება მალე!”

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ბ-ნო დავით, თქვენ ყოველთვის შესანიშნავ წერილებს წერთ და ეს წერილიც ჩინებულია. მაგრამ მე სულ წვრილმან უზუსტობებს ვეძებ ხოლმე და იმედია არ მიწყენთ. წერთ: „იმხანად მიშას ინაუგურაცია რომ ჩაგვეშალა, სისხლი დაიღვრებოდა, მაგრამ არა იმდენი და თანაც უაზროდ, რამდენიც ჩაუშლელი ინაუგურაციის შედეგად გაჩაღებულ აგვისტოს ომში დაიღვარა“. ინაუგურაციის დროს, უცხოელი სტუმრების თვალწინ, არაფერიც არ დაიღვრებოდა. მშიშარა მიშამ იმიტომაც მისცა გრეჩიხას ის თანხა, რომ ინაუგურაციის დროს, კუდს ვერ გააცანცარებდა. ცხადია, აღარც აგვისტოს ომი მოხდებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here