Home რუბრიკები პოლიტიკა არა დასავლური, არა ჩრდილოური, მხოლოდ კავკასიური ქართული საქართველო!

არა დასავლური, არა ჩრდილოური, მხოლოდ კავკასიური ქართული საქართველო!

3669
არა დასავლური, არა ჩრდილოური, მხოლოდ კავკასიური ქართული საქართველო!

11 წელიწადი გავიდა რუსეთსაქართველოს ომის შემდეგ და ამდენივე ხანია, რაც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ხილვისას დაღუპული ქართველი ვაჟკაცების გამო ეროვნული სიამაყის ნაცვლად გულში სინანულის განცდა მეუფლება, ხოლო გონებაში კითხვები მიჩნდება: ჩემო შვილებო, ვის, რატომ და რისთვის შესწირეთ თქვენი ლამაზი სიცოცხლე, როგორც ოდითგან ყოფილა _ მამულს, ენასა და საწმუნოებას _ სამშობლოს, თუერთიანი ნაციონალური მოძრაობისადა მისი ლიდერის _ მიხეილ სააკაშვილის შიზოიდურ ამბიციებს?

2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ სააკაშვილის “დემოკრატიულ” ხელისუფლებას შინ თუ გარეთ წყალი შეუდგა. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო მტრის ხატის შექმნა და ყველაფრის მისთვის გადაბრალება, რაც წარმატებით განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა _ აგვისტოს ომის შემდეგ, მართალია, ტერიტორიების 20% დავკარგეთ, მაგრამ “სახელმწიფოებრივად მოაზროვნე” ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ამაზრზენი მორატორიუმის შედეგად ნაცებმა ხელისუფლებაც შეინარჩუნეს და მის განსამტკიცებლად რუსეთის სახით მარადიული მტრის ხატიც შეიქმნეს?!

იმჟამინდელი მორატორიუმისა არ იყოს, არანაკლებ ამაზრზენია ყოველ წელიწადს ხელისუფლება-ოპოზიციის მიერ აგვისტოს ომის წლისთავის პომპეზურ-პოპულისტური აღნიშვნა. დიახ, ამაზრზენი, რადგან ქოც-ნაცთა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შუბლზე აწერია, რომ სასაფლაოზე მათი ვაი-ვიში და გულზე მუშტების ბრაგუნი, კოლექტიური მსვლელობები ფარისეველთა დოღია, რადგან, ქოცების ხელისუფლება იქნება თუ ნაცების ოპოზიცია, ორივეს, უკაცრავად პასუხია და, სულ ფეხებზე ჰკიდია სოხუმ-ცხინვალიც და სრულიად საქართველოც.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ აგვისტოს ომის წლევანდელმა მე-11 აღნიშვნამ პომპეზურობა-პოპულიზმში, გნებავთ, აბსურდულობაში აშკარად დაჯაბნა ყველა წინანდელი აღნიშვნა. რომელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გაკეთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი უფრო მეტი რეზოლუცია? _ ამის თვლაში ისე გაერთნენ ქოც-ნაცების ლიდერები, რომ “დაავიწყდათ” მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც უბრალო ხალხისთვის ცნობილია: რაც უფრო კატეგორიული ტონითა და უპირობოდ გვიჭერენ მხარს ჩვენიდასავლელი მეგობრები”, რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან კეთდება ჩვენი დასავლელიმოკავშირეებისმსგავსი განცხადებები, მით მეტი ინტენსიურობით მოიწევს კონფლიქტის ზონიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში მავთულხლართები _ რუსეთს ფეხებზე ჰკიდია მსგავსი განცხადებებიც და მათი გამკეთებელი პოლიტიკოსებიც. აგერ ახლაც _ საქართველო-რუსეთის ომზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ვითომ მხარდამჭერი და რუსეთის განმქიქებელი განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა სიმაღლის ტრიბუნიდან სხვადასხვა (ძირითადად მეორე-მესამეხარისხოვანი) ზომა-წონის დასავლელმა პოლიტიკოსებმა, რასაც რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ მოკლე და, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებით უპასუხა: “როგორც ჩანს, დასავლეთმა აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგაც კი ვერ გამოიტანა საჭირო დასკვნები და დღემდე განაგრძობს საქართველოში რუსოფობიური ძალების მხარდაჭერას”. ეს თქვა ლავროვის უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. თუ ამ განცხადებას გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ, თამამად შეიძლება ადრე ათასჯერ თქმული მცირე კორექტივით ათასმეერთედ გავიმეორო: დასავლეთის მიერ შესაბამისი დასკვნების გამოტანაზე უარის თქმა გლობალურ მასშტაბში იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის (წაიკითხე აშშ) მიერ მხარდაჭერილწაქეზებული საქართველო ვერ ხედავს ან უარესი: არ უნდა დაინახოს, რომ მსოფლიოში დღეს სრულიად ახალი რეალობაა, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინათ იყო. თუკი აგვისტოს ომამდე თუნდაც შორეულ პერსპექტივაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრს რაღაც საფუძველი მაინც ჰქონდა, აგვისტოს ომისა და განსაკუთრებით რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ შორეულ პერსპექტივაში კი არა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. აი ასეთია სამწუხარო რეალობა, რომელიც უნდა გავაცნობიეროთ და თავი დავანებოთ მკერდში მჯიღის ცემას. პოპულისტურ მჯიღის ცემაში ნაცებს ბადალი არ ჰყავთ და თითქოს მათგან რაღა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მათი ერთი “ნათელი სახის” გიორგი კანდელაკის განცხადებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა _ თურმე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ზემოთ დახატული სავავალო სურათი იმის ბრალია, რომქართულმა ოცნებამვერ მოახერხა ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელება, პუტინიტრამპის თუ, საზოგადოდ, რუსეთდასავლეთს შეხვედრებისას საქართველოს საკითხი დომინირებდეს. “ქართული ოცნების” ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვიტყვი, რომ გიორგი კანდელაკის მიერ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ გამოთქმული ბრალდება ბრიყვულია და აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოც _ რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის თემა გამოაცხადა დახურულად და ერთი ციდა საქართველო ვისღა ემახსოვრება?! სხვათა შორის, ეს ის გიორგი კანდელაკია, თავის დროზე საქართველოს ომის დამწყებად გამომცხადებელ ევროკავშირის რეზოლუციას რომ მისცა ხმა. ეტყობა, მაშინაც საქართველოს თემის დომინირებაზე ფიქრობდა. ამ არცთუ სახარბიელო სურათიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. ის კი პირიქით _ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დასავლეთიდან გაკეთებული ბოლო განცხადებების სულელური ინტერპრეტაციით განაგრძობს ქართველი საზოგადოების “დაბოლებას”: “11 წლის შემდეგ პირველად ასე მკაფიოდ”; “პირველად ასე არაორაზროვნად”; “აქამდე უპრეცედენტოდ” და ა.შ. ეს ქვეყანას კატასტროფას უქადის, რადგან ევროპის საბჭომ რუსეთი თავის შემადგენლობაში დააბრუნა და ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა, პრაქტიკულად, ხელი აიღო რუსეთის პოლიტიკურეკონომიკური იზოლაციის იმთავითვე მკვდრადშობილ იდეაზე და ამით შეგულიანებული რუსი დათვი, როგორც ჩანს, გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა ყველა მიმართულებებით _ შინ დასავლეთიდან გულუხვად დაფინანსებულდემოკრატიულმიტინგებს უაპელაციოდ კრძალავს; ხოლო გარეთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში თვალი უჭირავს დომინანტობის აღდგენაზე. ეს ყველაფერი ცხადში რომ ხდება და არა სიზმარში, ბრიყვთათვისაც კი ადვილად მისახვედრია, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება თუ ოპოზიცია (მცირე გამონაკლისის გარდა) პრიმიტიულ ბრიყვობამდეც ვერ “ქაჩავს” და ჯიუტად განაგრძობს ნატო-ევროკავშირის “ღია კარებზე” კაკუნს “ევროპული საქართველოსთვის”?! “ევროპული საქართველო” ბრჭყალებში იმიტომ კი არ ჩავსვი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” განაყოფ პარტიას ვგულისხმობდი, არამედ იმ ზოგადი ტენდენციის, გნებავთ, ავადმყოფობის საილუსტრაციოდ, რომლითაც არის დაავადებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. “ევროპულ საქართველოს ვაშენებთ”, “ევროპულ საქართველოში მივდივართ”, “ევროპულ ოჯახში ვბრუნდებით” _ აი, მთავარი სლოგანები, რომლებსაც ქოც-ნაცები “ერთსულ და ერთხორც” გაიძახიან. და კიდევ ერთი სლოგანი: ომში დაღუპულმა გმირებმა საქართველოს ევროპული არჩევანისთვის გაწირეს თავი”. ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა? ევროპული კი არა, შიზოიდი სააკაშვილის არჩევანი იყო ომიც და ამ ომის კატასტროფული შედეგებიც. იმის მაგივრად, რომ ეს ნაძირალა ციხეში იჯდეს, ჰყოფნის თავხედობა, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სახელოვანი ფურცელი უწოდოს, მაგრამ ამაზე სხვა დროს…

როდესაც სადღაც ბრუნდები, ეს იმას ნიშნავს, რომ იმსადღაცშიადრე უკვე იყავი და მინდა, ვკითხო ჩვენს რუსოფობ ხელისუფლებაოპოზიციას, რომელთა წიაღში ისტორიკოსებიც არიან (მხოლოდ მილიონერობაზე მეოცნებე გუბაზ სანიკიძე რად ღირს?!): როდის, რომელი მეფის დროს, რომელ საუკუნეში იყო საქართველო .. ევროპული ოჯახის წევრი? იქნებ თამარ შვიდმნათობიერის პერიოდში, როდესაც ევროპელებმა, ტანის დაბანა რა იყო, არ იცოდნენ? ან იქნებ მაშინ, როდესაც დაბანა კი ისწავლეს, მაგრამ პატარა საქართველო საკუთარ სისხლსა და ცრემლში ცურავდა? მოკლედ, საით ექაჩებით მრავალტანჯულ საქართველოს? იმ ევროპაში, რომელსაც საშველად ერთხელ მართლაც მიმართა სულხან-საბამ, მაგრამ მაშინ “ციცას ეფერებ(ოდ)ა ლუი მეთოთხმეტე” და საფრანგეთის მეფე-მზემ უბრალო ფირმანიც ვერ გაიმეტა სისხლდადენილი ივერიის დესპანისთვის? ჰოდა, იმ დღიდან სპარს-ოსმალოსგან მფარველის ძებნისას საქართველოს ევროპისკენ აღარც გაუხედავს და მზერა ერთმორწმუნე რუსეთს მიაპყრო, რაც დღევანდელი გადასახედიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებასა და ზნეობრივ გადაგვარებას გადაურჩა…

როგორ ჰგავს ეს ყოველივე დღევანდელობას? _ ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი გადაგვარების აშკარა საფრთხის წინაშე მდგარი საქართველო კვლავ ძლიერი მფარველის ძებნაში ნატო-ევროპის ეკლებიან ღობე-ყორეს ედება.

დასავლეთი, ლუდოვიკოსგან განსხვავებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ “ფირმანებს” გულუხვად გვირიგებს _ ეგებ ამ სატყუარას წამოგვაგონ (ჯერ-ჯერობით გასდით), რათა უარი ვთქვათ მამა-პაპათა არჩეულ გზაზე, რომელიც, დიდი ილიას სიტყვებით, ანდერძად დაგვიგდეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა: დიდი რუსეთის გარეშე არ არის ხსნა საქართველოსა და ქართველებისთვის…”

ჩვენ კი რას ჩავდივართ? _ თავმოყვარე კავკასიელობას ვთაკილობთ და პედერასტულ ევროპას ვეტენებით. საქართველო ნამდვილი ეროვნული ლიდერის მოლოდინშია; ლიდერის, რომელიც, ევროპულ-ამერიკულის კი არა, მართლმადიდებელი საქართველოს ასაშენებლად წარუძღვება წინ ქართველ ერს. ეს კი, ერთმორწმუნე რუსეთთან სტრატეგიული კავშირის გარეშე შეუძლებელია.

ყოველივე ზემოთქმულის გამო, ყოველგვარი “მგონიას” გამორიცხვით ვიცი, რომ ქართველი ლიბერასტებისგან სამშობლოს მოღალატის ტიტული გარანტირებული მაქვს და ამიტომ წინამდებარე წერილს ნებაყოფლობით მოვაწერ ხელს, როგორც კრემლისა და პირადად ვლადიმერ პუტინის აგენტი:

დავით მხეიძე

4 COMMENTS

  1. მოგვეცით სსაშუალება გავერკვიოთ რას ქვია მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველო? ანუ ევროპის და აშშს მხარდაჭერა არ გვინდა? პირისპირ ღრუსებთან დავრჩეთ? იდეა კაია. ოცნებაც მაგარია, მაგრამ აბა რეალური გზა გვიჩვენეთ ერთი. ამას როგორ და რანაირად გააკეთებენ ე.წ ფსბს აგენტი ,,პოლიტიკოსთა დასი” ამათ მარტო ერთი რამ უნდათ რუსული ფინანსები და მუდმივად როლში ყოფნა.

  2. რა უაზრო სტატიაა თქვენ ეტყობა დირექტივები დაგიძველდათ. საჭიროა კრემლიდან ისევ ახალი მასმედიური თემების შემუშავება თორე უკვე გული აღარ უჩუყდებათ ადამიანებს ასეთ ,,პატრიოტიზმით აღტყინებულ სტატიებზე” ნამეტანი გიყვარს სამშობლო ხო?

  3. გლოცავ შვილო ამ საიტის შემქმნელებს. თქვენ დაბერდით ჩემსავით და ბოლო კბილის ჩამოვარდნამდე იარეთ ამ ქვეყანაზე. ასე პატრიოტული საიტი ჯერ არსად მინახია. ნამდვილად რო კაი გინდათ და მასე მოგაგოთ ღმერთმაც. რა გულითაც წერთ იმ გულით გქონოდეს წარმატება ცხოვრებაში. თქვენი ერთგული მკითხველი სამაჩაბლოდან. რუსებს კი გადაუხდის უფალი!!!!

  4. ჩემი სამშობლო სულ პატარაა
    ახლა თანდათან ისევ კლებულობს
    ამ საიტზე წერთ ნამდვილ სიმართლეს
    ჩემი სინდისი ასე გებულობს.
    და რადგან უკვე დრო შეიცვალა
    საქართველოში ხალხი გებულობს
    დროა შევცვალოთ დირექტივები
    და სიცრუეშიც ერთად შევცუროთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here