Home რუბრიკები სამართალი არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულ პირებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ტესტი მარიხუანის მოხმარებაზე

არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულ პირებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ტესტი მარიხუანის მოხმარებაზე

გარჩევა

1 დეკემბერს ვერაზე, ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, რომლის დროსაც ორი 16 წლის პირტიტველა ყმაწვილი უმოწყალოდ, სადისტურად იქნა მოკლული, თითოეული ჩვენგანის ტკივილად იქცა. პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, 51- სკოლის საპირფარეშოში პნევმატური იარაღის მიშვერით დაიწყო

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის შესვენებაზე საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა. ამას მოჰყვა უკმაყოფილება, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა მეთერთმეტეკლასელმა მეცხრეკლასელებს უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდა. მომხდარიდან მალევე ერთ-ერთმა მეცხრეკლასელმა, რადგან მათთან დაპირისპირებულები უფროსები იყვნენ, დახმარებისთვის ასევე არასრულწლოვან ნათესავს მიმართა. იმ დღესვე, 51-ე სკოლაში მეგობრებთან ერთად მივიდა ის არასრულწლოვანი, რომელსაც მეცხრეკლასელმა ბიჭმა დახმარება სთხოვა. სკოლაში ასევე შეკრებილი იყვნენ ინციდენტში მონაწილე მეთერთმეტეკლასელები და მათი მომხრეები. ვითარების გასარკვევეად ახალგაზრდებმა აკაკი ხორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, შედეგად ცივი იარაღით მიყენებული მრავალი ჭრილობით სასტიკად იქნა მოკლული ორი 16 წლის ახალგაზრდა.

თბილისის პროკურატურამ თბილისის 51 საჯარო სკოლასთან მომხდარზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. დაკავებულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარედგინა, იმავე მუხლით წარედგინა ბრალი მეორე ახალგაზრდასაც, რომელიც ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, რადგან მიმალვაში იმყოფებოდა. ეს ახალგაზრდა 4 დეკემბერს ჩაბარდა სამართალდამცველებს.

შს სამინისტროს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამო დაკავებულია კიდევ ხუთი პირი, მათ შორის, ერთ-ერთი ორი მოსწავლის მშობელია, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დამალვას ედავება. შს სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დამალვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემთა წრე. დანაშაულის დამალვისთვის დაკავებულები არიან ის პირები, რომლებმაც მკვლელობაში ბრალდებულს მიმალვაში შეუწყვეს ხელი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე ვიცეპრემიერ, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას, რომ მოზარდებს პნევმატური იარაღი ჰქონდათ, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ უპასუხა და სკოლაში პნევმატური იარაღის შეტანა გამორიცხა, მისი თქმით, მოსწავლეებს სათამაშო თოფი ჰქონდათ. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის _ ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი მოსწავლე 1 დეკემბერს სკოლაში საერთოდ არ იმყოფებოდა. ასეთი კომენტარებით ცდილობენ ეს ქალბატონები დანაშაულთან დისტანცირებას და “თავის” გაპარავებას. თქვენი აღსაზრდელები რომ იარაღითა და დანებით დადიოდნენ სკოლაში, ვერ ხედავდით? თუ ვერ ხედავდით და გამოგეპარათ, იქნებ აღიაროთ, რომ ვითარებას ვერ აკონტროლებთ სკოლაში, ვერ აღზარდეთ თაობა სწორად და საკუთარი ნებით დატოვოთ თანამდებობები.

ცნობისთვის: ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მეცხრეკლასელის მამამ, მირზა სუბელიანმა, პროკურატურის მაღალჩინოსანმა, მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა გადადგომის თხოვნით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის (რომელიც იმალებოდა) ბიძა სერგი ნაკაიძე ბერა ივანიშვილის მეგობრია. ეს მოცემულობა, ცხადია, აჩენს კითხვებს გამოძიების ობიქტურად წარმართვისა და ყველა დამნაშავის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის შესახებ, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ვანდალურ დანაშაულში პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხიგებაში.

ამ უმძიმესი ტრაგედიიდან 2 დღის შემდეგ იმერეთში თანაკლასელმა 17 წლის ახალგაზრდა სასაფლაოზე გამართული საქმის გარჩევისას გულში დანის ჩარტყმით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს.

არასრულწლოვნების სადისტური მკვლელობა, როგორც თბილისში, ისე იმერეთში, მას შემდეგ მოხდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს წარმოადგენს. რადგან მარიხუანის მოხმარება სახელმწიფომ ნებადართულად გამოაცხადა და საზოგადოებას უთხრეს, რომ ამ ნარკოტიკის გამოყენებისთვის აღარავინ დაისჯება, რატომ გვაქვს ილუზია, რომ არასრულწლოვანები ამ ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკს არავითარ შემთხვევაში არ გაეკარებიან?! სამწუხაროდ, სწორედ ამ თაობისთვის და მომავალი თაობებისთვის იქნება დამღუპველი მარიხუანის მოხმარება, ბევრი მათგანისთვის ეს იქნება გზა მძიმე ნარკოტიკამდე. ამიტომაც მშობლებმა, მასწავლებლებმა, საზოგადოებამ აუცილებელად მოვითხოვოთ, ჩატარდეს მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდების ექსპერტიზა მარიხუანათი შესაძლო თრობის ფაქტზე. არ არის გამორიცხული, მათი უკონტროლო ქმედება, რაც სადიზმში გადაიზარდა სწორედ მარიხუანათი თრობის შედეგი იყოს. ყველამ ერთად მივმართოთ შს მინისტრს (რომლის მიმართაც საზოგადოების ყველა სეგმენტის ნდობა ძალიან მაღალია) უზრუნველყოს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის მარიხუანათი შესაძლო თრობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება… ამან შესაძლოა მომავალი თაობები იხსნას!

P.S. როგორც დიდი ილია იტყოდა, მთავარიაენა, მამული, სარწმუნოება”, და, თუ პედაგოგები და მშობლები შეძლებენ ბავშვებს სკოლიდანვე შეაყვარონ ენა, მამული და სარწმუნოება, ბევრი რამ უკეთესად იქნება, თუკი დავანებებთ თავს ბუნებისა და ადამიანის თვისებების წინააღმდეგმრავალფეროვანლაშქრობას და შევძლებთ მდედრი ქალად და მამრი კაცად, კარგ ადამიანებად გავზარდოთ, გაცილებით ნაკლები აგრესია იქნება და, რაც მთავარია, იქნებ ღირდეს დასაფიქრებლად, აღდგეს სკოლებში რელიგიის სწავლება, რათა ბავშვები უფრო რელიგიურები, მიმტევებლები და ღვთისმოშიშები გაიზარდონგასაგებია, რომ ეს მავანისთვის ძველმოდური მიდგომაა, მაგრამ რელიგიის გაკვეთილების აკრძალვისა დამრავალფეროვანი თვითიდენტიფიკაციისთანამედროვე მიდგომებით აღზრდილი თაობების სისასტიკე აშკარაა

1 COMMENT

  1. როცა ქართველ ახალგაზრდას ჩავუნერგავთ მამულისა და მშობლიური ენის სიყვარულს და გავხდით მორწმუნეს, გამორიცხულია მან თანამემამულეს რამე დაუშავოს, პირიქით ყველაფერში გვერდში დაუდგება. რაც შეეხება ამ მკონკრეტულ შემთხვევას, ორივე სკოლის დირექტორი საჩვენებლად უნდა დაისაჯონ, განსაკუთრებით კი პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე, რომლის მოსწავლეებმაც უშუალოდ ჩაიდინეს სადისტური მკვვლელობა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here