Home რუბრიკები პოლიტიკა არარაობები ხალხის დამოძღვრის პრეტენზიით

არარაობები ხალხის დამოძღვრის პრეტენზიით

ბონდო მძინარაშვილი

ამ ინტერვიუს თემატიკაზე მედიაკავშირობიექტივისმთავარ რედაქტორ ბონდო მძინარაშვილთან არ შევთანხმებულვართ: რაც იმ მომენტში გაგვახსენდებოდა, იმ საკითხებით შემოვიფარგლებოდით, დავთქვით.

_ აქეთ რომ მოვდიოდი, ქუჩის ერთ მხარეს შენობების ფასადები დაუშნოებული იყო პენსიაზე გასული ფოსტალიონის მოწყენილულვაშიანი კაცის პორტრეტებით, მეორე მხარეს მიწებებულ ფოტოებზე სხვა კაცი უაზროდ იღიმებოდა. მათგან ერთი ბატონი გრიგოლ ვაშაძე იყო, მეორე _ დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტობაზე პრეტენზიის მქონე კანდიდატები.

საქართველოს პოლიტიკურ ნიადაგში ნაცების ჩათესლილი თალგამები.

ეს ორი და კიდევ 43 პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველი კანდიდატი.

ძალიან ბევრი მესია ხომ არ მოევლინა საქართველოს, ბატონო ბონდო?

_ საქართველო არ უჩივის მესიების ნაკლებობას. სამწუხაროდ, პრეზიდენტის არჩევნების წლევანდელი კამპანია გამორჩეულია იმით, რომ ძალიან ბევრმა საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა ადამიანები, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცის, თუმცა არიან ისეთებიც, ვისზეც ყველამ ყველაფერი ვიცით; მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეთ, არ უნდა გასჩენოდათ პრეზიდენტობის სურვილი. არცსაომარი გაბედულებითგამორჩეულ, ღიმილგადაჭიმულ, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, არც ჩვენს ისტორიაშისაუკეთესოყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს უფლება არ აქვთ, იყარონ კენჭი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის განსამტკიცებლად.

სიცრუისა და სიყალბის ეს აგიტატორები ამჯერადაც ცდილობენ, მოატყუონ ამომრჩევლები, ჰპირდებიან ისეთი პრობლემების მოგვარებას, რომლებიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების კომპეტენციაა და არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში.

_ ერთი ცინიკური რჩევისა არ იყოს, პლასტიკური ოპერაციისთვის ფულს ნუ დახარჯავ, კუდი გამოიბი, იაფი დაგიჯდებაო, ამათზეა ზედგამოჭრილი.

_ ძალიან მახინჯმა ქალბატონმა მაინც გაიკეთა ოპერაცია და გალამაზდა, მაგრამ შვილები მისი ბუნებრივი ნაკლის შესაფერისი გაუჩნდა. მათ კუდის გამობმაც არ დასჭირდებათ, შიგნიდან ყარან (ბოდიში ამ გამოთქმისთვის) თავიანთი წარსულით, იმ უბედურებით, რომელიც ამ ქვეყანას თავიანთი მმართველობის 9 წლის განმავლობაში მიაყენეს, სისხლში აბანავეს. მათი მიზანი იმ ცხრაწლიანი რეჟიმის დაბრუნებაა, და, სხვა ჩანაფიქრთან ერთად, იმ სახელმწიფო დამნაშავეების შეწყალება, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან. არადა, პასუხისგებაში უნდა მიეცენ იდეოლოგებიც, რომლებიც ამ პროცესს ხელს უწყობდნენ და წარმართავდნენ, მათ შორის არიან ბაქრაძეც, ვაშაძეც, ბოკერიაც და კიდევ სხვებიც, რომლებიც ცდილობდნენ, ადამიანებში ჩაეკლათ ყველაფერი ადამიანური, რადგან თვითონ იყვნენ დაცლილი ადამიანური თვისებებისგან _ ამპუტირებული სულიერების ეგზემპლარები, ნაცსექტის წარმომადგენლები.

_ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მათ შორის განიხილავთ?

_ არა. მაგრამ რასაც იგი აცხადებს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მიუღებელია ელექტორატისთვის. ისეთი ვითარება შეიქმნა, როცა იძულებული ვართ, ავირჩიოთ ცუდსა და უარესს შორის. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გამორჩეული იქნება სიბრძნით, სიმამაცით, წესიერებით და სამართლიანობით. სამწუხაროდ, კანდიდატებს შორის არავინაა, ვინც ამ ოთხი თვისებით გამოირჩევა, თუმცა ქალბატონი სალომე ანგელოზია მათთან შედარებით, ვინც უკვე ვახსენე. მაგრამ, თუ იგი ამბობს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია, ნამდვილად უნდა იყოს დამოუკიდებელი, თუ “ქართული ოცნების” კანდიდატია, ესეც უნდა გვითხრას. შეურაცხმყოფელია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, როცა მმართველი ძალის წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ პრეზიდენტობაზე არ წარადგინეს თავიანთი კანდიდატი, რადგან ეს თანამდებობა არაფერს ნიშნავსო. თუ ასეა, მაშინ კონსტიტუციურად გააუქმონ. მაგრამ, თუ მაინც არის მნიშვნელოვანი, მაშინ დაასახელონ თავიანთი კანდიდატი და პასუხისმგებლობაც დაიკისრონ. არა მხოლოდ კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა, არამედ ყველა იმ პროცესზე, რომლებიც 2020 წლამდე განვითარდება. იმის მტკიცება, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, არის სიყალბე. არ ეკადრება ეს სერიოზულ ხელისუფლებას.

_ პრეზიდენტობის კანდიდატების ერთი ნაწილი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს. ამ პარტიათა შორის თუ გეგულებათ ისეთი, რომელიც სოციალური სამართლიანობის იდეას ერთგულებს?

_ არა, არ მეგულება. პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, არც ერთი არ იმსახურებს არა მხოლოდ ჩემ, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის ნდობას. ისინი (პარტიები) ქვეყანასა და ხალხზე ორიენტირებულები არ არიან. მათთვის მთავარია, გადალახონ საარჩევნო ბარიერი, მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება, მუდმივად იყელყელაონ და არაფერი აკეთონ. თუ ადამიანების პოლიტიკურ გაერთიანებას არ აქვს ეროვნული და სახელმწიფოებრივი შეგნება, წარმოუდგენელია, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე გააკეთოს.

_ გამოდის, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ტყუილად ვატარებთ.

_ დიახ, ტყუილად ვატარებთ. პრეზიდენტს კი ავირჩევთ, მაგრამ აღმოვჩნდებით იმავე მდგომარეობაში, როგორშიც გასული ხუთი წლის განმავლობაში ვიყავით, როცა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და მმართველმა გუნდმა, ჯერ კოალიცია “ქართული ოცნების” სახით, შემდგომ პარტია “ქართული ოცნების” სახით, ამ ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია მოახდინა, ხოლო ხელისულების სამივე შტოს წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლანძღვა-გინებაში და, საბოლოო ჯამში, ყველა დისკრედიტებული დარჩა.

სააკაშვილმა სისხლში ამოსვარა პრეზიდენტის სავარძელი, მარგველაშვილმა კი… თავს უფლებას არ მივცემ, ვთქვა ის სიტყვა, რომლითაც წაბილწა ეს სავარძელი.

_ მაშასადამე, გაუქმება სჯობდა?

_ მეგონა, რომ გააუქმებდნენ ინსტიტუტს, რომლისადმი არავითარი ნდობა არ აქვს არც პოლიტიკურ სპექტრს, არც ხალხს.

_ თქვენ არაერთ სატელევიზიო პოლიტიკურ შოუში მიგიღიათ მონაწილეობა. ჩვენ, ტელემაყურებლები, ეკრანზე ვხედავთ, რაც ხდება. ეს საშინელებაა, შიგნიდან როგორ ჩანს?

_ ის რაც პოლიტშოუებში ხდება, მონაწილეთა მიერ საკუთარი კომპლექსების წინა პლანზე წამოწევა უფროა, ვიდრე პრობლემაზე საუბარი და კამათი. საქართველოში საუბრისა და კამათის კულტურა რომ არ არის, ამას განაპირობებს შემდეგი: პირველი ის, რომ არ გვიყვარს, სიღრმეებში ჩავწვდეთ პრობლემას; და, მეორე _ საკუთარი თავი ყოველთვის მართალი გვგონია. გამოვრიცხავთ, რომ ოპონენტის მსჯელობაში შეიძლება იყოს მეტი რაციონალური მარცვალი, ვიდრე ჩვენს ახირებაში. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს არგუმენტებით კი არ ებრძვიან, არამედ ცდილობენ, უყვირონ, უყეფონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ერთმანეთს და… შეურაცხყოფილი რჩება მაყურებელი.

_ და მაყურებელსაც ეკარგება ინტერესი, გადაცემების რეიტინგი კი კატასტროფულად ეცემა.

_ ასეა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით: ისინი, ეს სიცარიელეები, რომლებიც ხალხის დამოძღვრის პრეტენზიით გამოჩნდებიან ხოლმე ეკრანზე, ყველაზე მეტად საკუთარ თავს შეურაცხოფენ. სასაცილონი ხდებიან. დასაცინი.

_ ის ვითარება, რომელიც დღეს .. ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მიმდინარე პროცესში წარმოიქმნა, თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული პროგრესული ნაბიჯია თუ მორიგიფერადი რევოლუცია”, რომელიცგირჩმაწამოიწყო?

_ “გირჩს” ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. იგი აღმოჩნდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მოწინავე დანაყოფი, რომელმაც მმართველი უმრავლესობის დავალება შეასრულა. გასული კვირის სამშაბათამდე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა იმის თაობაზე, რომ მთავრობაში მზადდებოდა კანონპროექტი კანაბისის (მარიხუანის) კულტივაციის შესახებ. ფაქტის წინაშე დაგვაყენეს მინისტრებმა. ნაშუადღევიდან წამოვიდა დიდი ტალღა, ცუნამი და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან არც დეკრიმინალიზაციაა, არც ლიბერალიზაცია. საქართველო გადაიქცა აზარტული თამაშების, კაზინოების ბიზნესის ქვეყნად; კავკასიის ბორდელად არის აღიარებული ჩვენს სამეზობლოში, სექსტურიზმისთვის ჩამოდიან თბილისში.

ნარკომოვაჭრე, ნარკობარიგის პერსპექტივა უზრუნველყოფილი გვაქვს.

კატასტროფაა ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის.

საქართველოში არასოდეს მოჰყავდათ კანაფი სამრეწველო მიზნებისთვის. ხოლო კანაფის თესლის გამოყენებამ კერძებში, რაც ერთ დროს სვანეთში იყო მიღებული, ადამიანების ჯანმრთელობის ისეთი შერყევა გამოიწვია, რომ 50-იან წლებში ეს კულტურა ხელისუფლებამ სრულად ამოძირკვა.

არ ვიცი, ვის ავადმყოფ ტვინში დაიბადა საწარმოო მიზნით კანაფის წარმოება საქართველოში, მაგრამ, ვისიც შემოგდებული გინდა იყოს, ერის ამოძირკვისკენ არის მიმართული. ეს საკანონმდებლო ინიციატივა სასწრაფოდ უნდა გაიტანონ პარლამენტიდან.

სააკაშვილი, ბოკერია, თავისუფლების ინსტიტუტი და მათი რეჟიმი ცდილობდა, ადამიანებში ჩაეკლა ქართული სული, ახლა ესენი ცდილობენ მარიხუანის ბოლით გააბრუონ და მოწამლონ ჩვენი ახალგაზრდობა. გამოათაყვანონ.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. ინტერვიუ კარგა ხანს გაგრძელდა, ბევრი შეკითხვაც დაისვა, ოღონდ არა რეპორტიორის, არამედ ქუჩაში, “ბაღის კიდეზე”, ჩვენს გარშემო შეკრებილ იქაურ მოსახლეთა და იმ უბანში დასაქმებული ადამიანების მიერ, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ საჯაროდ წარმართულ ამ დიალოგს.

ქუჩაში და საჯაროდ იმიტომ, რომ გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო რიგგარეშე უქმე დღის მიზეზით რედაქციის კარი დაკეტილი იყო და ბაღის სკამზე უფრო მოსახერხებელი ადგილი სხვაგან ვერ ვიპოვეთ.

მოსახლეობას სურს აზრის გამოთქმა და უსმინეთ, ბატონებო, ვინც მთავრობაში მისი ხელდასმულები ბრძანდებით.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here