Home რუბრიკები საზოგადოება არავითარი მარიხუანა! გავაშენოთ ტოპინამბური!

არავითარი მარიხუანა! გავაშენოთ ტოპინამბური!

3258
ტოპინამბური

რედაქციამ ქუთაისიდან მიიღო ბუნების მოყვარული (ასე უწოდებენ ისინი თავიანთ თავს) ორი ადამიანის წერილიფერმერის სკოლისრუბრიკაში გამოსაქვეყნებლად. მარიხუანაპოლიტიკური ფონისთვისაანახსენები, წერილი კი სოფლის მეურნეობის საინტერესო, მაგრამ საქართველოში არც მაინცდამაინც პოპულარული კულტურის _ მიწის ვაშლ ტოპინამბურის მოყვანაგავრცელებაზეა.

ტოპინამბურის კვებითი და სამკურნალო გამოყენება სამხრეთ ამერიკის უძველესი მოსახლეობისთვის კარგად იყო ცნობილი. იქიდან ევროპაში შემოიტანეს და გაამრავლეს. მცენარის სახელწოდება _ ტოპინამბური, ბრაზილიის აბორიგენი პატარა ტომის _ ტოპინამბოს სახელთანაა დაკავშირებული. მთელ რიგ ქვეყნებში ტკბილ კარტოფილსაც უწოდებენ; შვედეთში, რუსეთი, ავსტრიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მიწის მსხლის სახელითაა ცნობილი; საქართველოში მიწის ვაშლს ეძახიან.

მეცნიერულ გამოკვლევებში წერენ, რომ ტოპინამბურიდაჯგუფის ვიტამინების საწყობია, დიაბეტით დაავადებულთა მკურნალი, არეგულირებს არტერიულ წნევას, ასუფთავებს ნაწლავებს, ათავისუფლებს ადამიანებს ზედმეტი სიმსუქნისგან. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი გამოცდილება რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ.

საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ცალკეულმა ენთუზიასტებმა დაიწყეს ტოპინამბურის გამოყენება. მისასალმებელია შპს-ის “პური ჩვენი არსობისა” ინიციატივა, რომელმაც 2015 წლიდან დაიწყო დიეტურ-დიაბეტური პურის _ “ამარანტის” ცხობა, რომლის შემადგენლობაში, სხვა კომპონენტებთან ერთად, ტოპინამბურს წამყვანი ადგილი უკავია.

ტოპინამბური კარტოფილის მსგავს ტუბერებს იძლევა. კარტოფილისავე მსგავსად ბუდნებში ირგვება; ყოველ ბუდნაში ერთი ცალი, წონით 20-30 გრამი; მწკრივში ბუდნებს შორის დაშორება 60-60 სანტიმეტრია, ტუბერის ქვეშ მიწა აუცილებლად გაფხვიერებული უნდა იყოს.

ტოპინამბურს რბილი და ფხვიერი ნიადაგი სჭირდება. 2-ჯერ მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე კარტოფილი.

დარგვა ადრე გაზაფხულზე, აპრილის დასაწყისამდე, შეიძლება. სრული სიმწიფის მოსავალს ოქტომბრის ბოლო რიცხვებში იძლევა. რადგან ტუბერებს ახასიათებს გამოშრობა და ჭკნობა, მიწიდან იმდენი უნდა ამოვიღოთ, რამდენსაც ერთ ჯერზე მოვიხმართ; ჭარბად ამოღებული ტუბერები მაცივარში უნდა მოვათავსოთ.

ფხვიერ და ნოყიერ ნიადაგზე ტოპინამბურის ნარგავების სიმაღლე 3 მეტრს აღემატება, ზოგჯერ 4-5 მეტრსაც კი. ერთი ძირი მცენარე ფოთლებისა და ამონაყრის სიუხვით 3-4 ძირი სიმინდის მასას აღემატება და უხვ სასილოსე მასალას იძლევა.

მცენარეს არ სჭირდება შეწამვლა და მცენარეთა დაცვის რაიმე ღონისძიება.

ქარიან ამინდში არ ზიანდება, გვალვის ამტანია, ორჯერ ითოხნება _ მაისსა და ივლის-აგვისტოში. რაც უფრო კარგად გავუფხვიერებთ მიწას, მით უფრო მეტ და დიდი ზომის ტუბერებს მოვიწევთ. საჰექტარო მოსავალი 25 ტონას აღწევს.

ნიადაგს თუ სასუქად დამწვარი ნაკელით გავამდიდრებთ, მაშინ ერთი ბუდნიდან შეიძლება 3 კილოგრამამდე ტუბერი მივიღოთ. ჩვენს პრაქტიკაში იყო ორი შემთხვევა, როცა ერთი ბუდნიდან 5 კილოგრამამდე ტუბერი ამოვიღეთ. ივლისის შუა რიცხვებში ერთი მეტრი სიმაღლის ქვემოთ მცენარეს შემოაცალეთ ტოტები და საჭმელად კურდღლებს, ფრინველებსა და პირუტყვს დაუყარეთ.

საქართველოში ტოპინამბურის მოყვანა ყველგან შეიძლება. უხვმოსავლიანია ის რაიონები, რომლებშიც ტრადიციულად კარტოფილი მოჰყავთ, კერძოდ, სვანეთი, რაჭა, სამცხეჯავახეთი. აგარის შაქრის საწარმოში შეიძლება ტოპინამბურისგან დიაბეტიანთათვის შაქრის დამზადება.

შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ყანების, ბაღ-ვენახების გაყოლებით, რითაც ესთეთიკურად მიმზიდველ გარემოს შევქმნით, მოვსპობთ ამბროზიასა და სხვა სარეველებს, რომლებიც დღეს ჩვენს სავარგულებში ლამის ბატონობენ.

ტოპინამბური, როგორც გამწვანების საშუალება და ერთდროულად საკვებ-სამკურნალო ტუბერების მომცემი, შეიძლება გავაშენოთ ქალაქების სკვერებში, ქუჩების გასწვრივ. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ იგი უხვად გამოყოფს ჟანგბადს და ასუფთავებს გარემოს.

ჩვენ, ამ სტრიქონების ავტორები, მზად ვართ, გავწიოთ სასარგებლო კონსულტაციები. ამჯერად კი მოგაწვდით რამდენიმე ინფორმაციას ამ მცენარის გამოყენების თაობაზე:

* 50 კგ ტოპინამბურიდან მიიღება 5-6 ლიტრი სპირტი ან 8-9 ლიტრი არაყი;

* ინსულინის 15-16 პროცენტით შემცველობის გამო, ის დიაბეტიანთა სამკურნალოა; უმჯობესია, მიიღონ ნედლად, არ გათალონ, თორემ ვიტამინების დიდ ნაწილს დაკარგავენ;

* შემწვარი და მოხარშული ტუბერებისგან, კარტოფილის მსგავსად, შეიძლება სხვადასხვა კერძის დამზადება, გემრიელი ღვეზელების გამოცხობა;

* კარტოფილის ნაცვლად ვიყენებთ ნებისმიერ წვნიანში _ ბორშჩში, ბულიონში;

* ასევე: მოხარშეთ მრგვლად, მოაყარეთ შავი წიწაკა და მიირთვით _ კუჭ-ნაწლავის წამალია;

* გაჭერით ტუბერი და წაუსვით ჭრილობას, გაკაწრულ ადგილს, სწრაფად განკურნავს;

* ტოპინამბურის წვენი ალამაზებს სახის კანს, ჭიმავს, ამცირებს ნაოჭებს. ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას, შეიცავს სისხლის წარმომქმნელ მარილებს, აუმჯობესებს მამაკაცთა სქესობრივუნარიანობას, ეფექტიანად კურნავს კოლიტს, გასტრიტს;

* წვრილად დაჭრილი ტუბერი დაყარეთ ემალირებულ ტაფაზე, ბოლომდე გამოაშრეთ ნელ ცეცხლზე, აიღეთ ერთი ჩაის კოვზი, ჩაყარეთ მდუღარე წყლიან ჭიქაში _ შესანიშნავ ყავას შესვამთ;

* ძალზე გემრიელი და სამკურნალოა დამწნილებული ტოპინამბური, ამისათვის აიღეთ 4 კილოგრამი ტუბერი, შეარჩიეთ პატარები, ნახევარ-ნახევარი კილოგრამი ჭარხალი და სტაფილო: 5-6 კონა ნიახური, 2 კონა ოხრახუში, 2 კონა ცერეცო, 50 გრამი ნიორი, 10 ცალი ბულგარული და 2 ცალი მწარე წიწაკა, 9-10 ფოთოლი დაფნა, მარილი _ ძალიან ცოტა _ 1-2 ჩაის კოვზი. გასუფთავებული ეს მასა ჩაყარეთ ემალირებულ ქვაბში, რომელშიც იქნება ადუღებული წყალი. ცეცხლი გამორთეთ 2 წუთის შემდეგ. გადაიტანეტ ქილებში და მოხუფეთ. 10-12 დღის შემდეგ დამჟავებული მასა მზად იქნება. გაფრთხილებთ, ძმარი არ გამოიყენოთ. დამჟავების ფუნქციას ნიახური ასრულებს. მჟავეს ჭურჭელში ხელი არ შეახოთ, საცრიანი კოვზით ამოიღეთ, ხოლო წვენი ყოველდღიურად შესვით ღვინის ჭიქით _ მუხლებს ამაგრებს, მოთენთილობას მოგიხსნით.

ცნობილია, რომ მარნეულში კიტრის შესანიშნავ მწნილს ამზადებენ; ანალოგიური ტექნოლოგიით შეიძლება მინის ქილებში მოვამზადოთ ტოპინამბურის მჟავე, ოღონს უნდა შეირჩეს მცირე ზომის ტუბერები.

* ერთი კილოგრამი ტოპინამბური გაატარეთ ხორცის საკეპში, მიღებულ ფაფას დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აზილეთ; მიიღებთ მრავალმხრივ სასარგებლო სამკურნალო საშუალებას; მიირთვით ორი სუფრის კოვზი 2-3 დღის გამოშვებით.

ტოპინამბური სექტემბერ-ოქტომბერში ყვავილობს, როცა ბუნებაში ყვავილების დიდი სიმცირეა, ამიტომ მის ყვავილებს ფუტკარი ეტანება. მეფუტკრეებს ვურჩევთ, მოამრავლონ ტოპინამბურის ნარგავები.

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;

ბადრი ხუციშვილი,

პედაგოგიმათემატიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here